ყველას ნახვა

მოლაპარაკების ექსკლუზიური დეტალები, რატომ თქვა უარი ოპოზოციამ ვადამდელ არჩევნებს, მოულოდნელი გადაწყვეტილება

მოლაპარაკების ექსკლუზიური დეტალები, რატომ თქვა უარი ოპოზოციამ ვადამდელ არჩევნებს, მოულოდნელი გადაწყვეტილება
გამაოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი.
„როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია. საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ ეს საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დეპუტატის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა თავად შედეგი დესტრუქციული იყო. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.
გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გავრცელდა ამას არავინ ელოდა... უდიდესი სიურპრიზი და სიხარული მთელ საქართველოს
ამ წუთებში ვრცელდება ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი ვინ არიან მასზე თავდასხმელები (იხ.ვიდეო)
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა