ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ახლხანს ვრცელდება უკრაინელი ჟურნალისტების შოკისმომგვრელი განცხადება სააკაშვილღან დაკავშირებით

სასწრაფოდ! ახლხანს ვრცელდება უკრაინელი ჟურნალისტების შოკისმომგვრელი განცხადება სააკაშვილღან დაკავშირებით
უკრაინელმა ჟურნალისტებმა მორიგი გამოძიება ჩაატარეს, რომელიც “ფოკუსირებულია” მიხეილ სააკაშვილის “მარტივი გადაწყვეტილებების ოფისზე”, მის საქმიანობასა და დაფინანსების წყაროზე.
მასალაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ოფისი დაკავებულია ყველაფრით, გარდა – უკრაინაში რეფორმების გატარებისა.   გარდა ამისა, “ოფისის” დაფინანსებიდან შესული თანხა ხმარდება საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას, რათა მოხდეს მოქმედი მთავრობის დამხობა და სააკაშვილისთვის ხელისუფლების სადავეების დაბრუნება.
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტში აქტიურად იყო ჩართული “სააკაშვილის კვარტეტი”, რომელიც თბილისში კიევის “ოფისიდან” 29 მარტს დაბრუნდა, კერძოდ, ალიკა კუპრავა, კახა კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე და ბესო ქათამაძე. ასევე, მასალაში საუბარია იმაზე, რომ ეს ოთხეული 30 მარტს, იმ დროს, როდესაც კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან მოლაპარაკებას მართავდა, ყვიროდა – “არა, შეთანხმებას”. საბოლოოდ კი, მოლაპარაკება ვერ შედგა და ევროკავშირი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებით დაემუქრა.
უკრაინელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ საიდან მოიპოვებს “მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი” ფულს. როგორც თავად სააკაშვილმა თქვა, მის “კლიენტებს” შორის 25-26 ბიზნესმენია, გამოძიებამ კი დაადგინა, რომ მათ შორის არიან მილიარდერებიც.
თუმცა, საინტერესოა ის, რომ “ოფისი” უკრაინაში ყველაზე ძვირადღირებულ ფართს ქირაობს, რომელშიც ხელფასის გარეშე 50-მდე ადამიანი მუშაობს “ქვეყნის კეთილდღეობისთვის”. ამასთანავე, რეესტრში მითითებულია, რომ ორგანიზაციას მოგება არ მოაქვს,  მის წესდებაში წერია, რომ ის არის რეფორმების საბჭოს აღმსრულებელი ძალა და სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება.
ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე – რატომ არ მუშაობენ ქვეყანაში “მარტივი გადაწყვეტილებები”, სააკაშვილი ამბობს, რომ “არსებობენ ძალან მარტივი ბოროტი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ იმუშაონ” და დასძინა, რომ “უკრაინელ ჩინოვნიკებსა და სახელმწიფოს აქვთ მკაფიო რეპუტაცია, რომ ისინი “გადამგდებები” არიან და ყველას გადაგდებით არიან დაკავებულნი”.“თუ რამე იშოვე, აქედან ვერაფერს წაიღებ, ან თუ წაიღე იმის ნაწილი, რაც აქ ჩადე – ძალიან ბედნიერი ყოფილხარ იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, აქ “გატყავებენ”, – თქვა სააკაშვილმა.
“ასეთი სიტყვებისთვისაც კი უკრაინის ხელისუფლება მიშას არ “აგდებს”, არც სიტყვებისთვის, არც რეფორმების ჩავარდნისთვის – სასამართლო, საბაჟო, საგადასახდო, რკინგზის რეფორმების. სააკაშვილი, ერთი მხრივ, ეძებს ინვესტორებს საკუთარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფინანსებისთვის და მერე დაფინანსების იმავე წყაროს გამოყენებით ცდილობს, საქართველოში მოაწყოს რევოლუცია, რომ დაამხოს მოქმედი მთავრობა და თავად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრი აფრთხილებს რეალურ უცხოელ ინვესტორებს, რომ თავი შეიკავონ უკრაინაში ფულის ჩადებისგან, რადგან აქ მათ “გადააგდებენ”. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას აღკვეთოს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, რომელიც არის მავნებლური უკრაინისთვის და ღიად მტრული, დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორისა და ჩვენთვის მეგობრული სახელმწიფოსთვის – საქართველოსთვის”, – ნათქვამია მასალაში.
[media=]
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე