ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ვრცელდება პირველი კომენტარი ბერა ივანიშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით - ""ბერა გა­იქ­ცაო... კარგით რა სა­სა­ცი­ლოც აღა­რაა... "

სასწრაფოდ! ვრცელდება პირველი კომენტარი ბერა ივანიშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით - ""ბერა გა­იქ­ცაო... კარგით რა სა­სა­ცი­ლოც აღა­რაა... "
ზუს­ტად ერთი თვის წინ, "იმედ­ზე" გა­სულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ დუ­ე­ტის ჩა­სა­წე­რად კო­რე­ა­ში მი­დი­ო­და.
"მალე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­დაც მაქვს და­გეგ­მი­ლი რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქა­ურ კარგ მუ­სი­კო­სებ­თან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ, გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ახა­ლი კლი­პე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზი, რაც ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ჩემს ნამ­დვი­ლებს გა­უ­ხარ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბე­რას ცო­ლის დამ - ანი გუ­და­ვა­ძემ ინ­სტაგ­რამ­ზე სე­ულ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა,

სა­დაც ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე და ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩა­ნან.

AMBEBI.GE ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბარს ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ანონ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ბე­რას კო­რე­ა­ში ვი­ზიტ­ზეა სა­უ­ბა­რი.
ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე:

- რა უნდა გი­თხრათ ამა­ზე? ხალ­ხს აგი­ჟე­ბენ, ეს რა უბე­დუ­რე­ბაა? ვის ატყუ­ე­ბენ, ან რო­დემ­დე? მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი, სად არის ბერა და აპი­რებ­და თუ არა კო­რე­ა­ში წას­ვლას. ხალ­ხი, რო­მე­ლიც გუ­შინ იყო გა­მო­სუ­ლი აქ­ცი­ა­ზე, ვერ ხვდე­ბი­ან, რას აპ­რო­ტეს­ტებ­და? მერე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა­ტომ აქვთ აგ­რე­სია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მარ­თო. ტყუ­ი­ლე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბის გამო აქვთ აგ­რე­სია. აღარც ვუ­ყუ­რებ ამათ, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს.. ხალ­ხს ამ­დე­ნი სტრე­სის გამო გული ცუ­დად უხ­დე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ძა­ლი­ან...

- ბოლო დროს, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან თუ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი?
- არა, ისი­ნი წა­სუ­ლე­ბი არი­ან აბას­თუ­მან­ში და ის­ვე­ნე­ბენ. მათ­თვის ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის კი­თხვას არც ვა­პი­რებ, ასეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს არც ავ­ყვე­ბი. ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რე­ებს ლა­პა­რა­კო­ბენ, ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, ან დედა არ ჰყავთ, ან ოჯა­ხი... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მო­წამ­ლუ­ლი ტვი­ნე­ბით რო­გორ უნდა იცხოვ­რონ? კრი­ტი­კა სა­ჭი­როა და მეც კი მინ­და, რა­ღაც ჩემი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მოვ­თქვა, მაგ­რამ ეს კრი­ტი­კა აღარ არის, არ ვიცი რა ჰქვია ამას - უზ­რდე­ლო­ბა, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა... კრი­ტი­კა რომ სა­ჭი­როა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, ვინ გვას­წავ­ლი­ან, ეგე­ნი? კრი­ტი­კა სა­ჭი­როა, ოღონდ, ჯან­სა­ღი. ბერა გა­იქ­ცაო... სა­სა­ცი­ლოც აღა­რაა.

ბერა ხან ამე­რი­კა­შია, სა­დაც სტუ­დია აქვს, ხან - სად, თა­ვის­თვი­საა და შე­ეშ­ვან, რა! ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? და­ა­ნე­ბონ თავი, ეს ბიჭი სა­ერ­თოდ იღებს ხმას? ჰგო­ნი­ათ, ეს რე­ი­ტინგს მო­უ­ტანთ? გა­ო­ცე­ბას ვარ... ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა, აგ­რე­სია იღ­ვრე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან და ჩვენ­ზე ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ა­ნო. გა­ა­გი­ჟეს და გა­ა­სუ­ლე­ლეს ხალ­ხი. მათ ლა­პა­რაკს რომ ვუს­მენ, მგო­ნია, 2007 წე­ლია და მე ვზი­ვარ და ვლა­პა­რა­კობ. ერთი-ერ­თში იმე­ო­რე­ბენ იმას, რა­საც ჩვენ 2007-2008-2009-2010-ში ვლა­პა­რა­კობ­დით, სა­ოც­რე­ბაა, რა! ახ­ლან­დელ და მა­შინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რის გან­სხვა­ვე­ბას თუ ვერ ხე­და­ვენ, კარ­გად ყო­ფი­ლა საქ­მე. გაგრძელება

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე