ყველას ნახვა

ექსკლუზივი: მოცემულია კონკრეტული ვადა 15 მიასამდე... ბრიუსელი და ვაშინგტონი დაუსრულებელ ლოდინს არ აპირებენ

ექსკლუზივი: მოცემულია კონკრეტული ვადა 15 მიასამდე... ბრიუსელი და ვაშინგტონი დაუსრულებელ ლოდინს არ აპირებენ
ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს პოლიტიკური ძალების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები განახლდა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლს ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ ლიდერებს კონკრეტული დღის წესრიგით ხვდებიან.
როგორც CNews-ისთვის ხდება ცნობილი, ელჩებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები და რეკომენდეციები, რომელთა საფუძველზეც უნდა უზრუნველყონ მოლაპარაკებების ბოლო რაუდის გამართვა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა.
CNews-ის ინფორმაციით, ელჩმა დეგნანამა სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონკრეტული დავალება მიიღო, რომლის შინაარსიც ასეთია: საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ სრულად ეთანხმება ევროკავშირის ძალისხმევას კრიზისის მოგვარების საკითხში და კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შეუერთდება ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დაწესდება. ელჩი ასევე, ინფორმირებულია, სანქციების შესახებ. საუბარია სანქციებზე კონკრეტული პერსონების მიმართ, რომელიც უკვე მომზადებულია (ამის შესახებ CNews-ი რამდენიმი ხნის წინ წერდა.) აღნიშნული პირების უმეტესობასთან მიმართებაში აშშ-ს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მათი საქმიანობის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია. ამ მიმართულებით აშშ-ს საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს. სწორედ ამ პოზიციის შესარბილებლად მიიღო გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ და ვაშინგტონში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიავლინა, რომელმაც შეხვედრება უნდა გამართოს სენატორებსა და კონგრესმენებთან და უზრუნველყოს როგორც სანქციების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, ასევე, მათი რბილი პოზიციის ფორმირება მმართველი პარტიის მიმართ.
ასევე, ირკვევა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მასთან კონტაქტი ჰქონდა ენტონი ბლინკენს, რომლის დროსაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. ენტონი ბლინკენი მიმდინარე ეტაპზე დაეთანხმა შარლ მიშელს, როგორც საქართველოში მედიაციის მთავარ აქტორს, რომ საკუთარი შესაძლებელობების ფარგლებში აშშ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მის ძალისხმევას და ამ ეტაპზე პროცესში ღიად არ ჩაერთვება, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას. (CNews-ი ამის შესახებაც წერდა.)
CNews-ისთვის ასევე, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირადად შარლ მიშელისგან მიიღო ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 15 მაისამდე, როდესაც ოპოზიცია მაშსტაბური აქციის გამართვას გეგმავს, უნდა განიმუხტოს და ამ პროცესში შარლ მიშელი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ჩართავს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, შევედეთის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გამოცდილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა პირადად შარლ მიშელმა სთხოვა.
CNews-ის ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს ის არაფორმალურად შეხვდება საფრანგეთის მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს და შეეცდება, ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები პირადად დაანახოს. ჟან-ივ ლე დრიანმა ბიძინა ივანიშვილს უნდა განუმარტოს, რომ პარიზი ვერ შესძლებს მისი ინტერესების დაცვას, თუ ივანიშვილი ევროპის ინტერესების საზიანოდ იმოქმედებს და ასევე, აუხსნის, რომ შარლ მიშელის ინიციატივების იგნორირება ევროკავშირის ინტერსების იგნორირებაა, რაც ევროპული პოლიტიკის უმთავრეს საფუძვლებს ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაერთიანებული ყველა სახელმწიფოს ინტერესებს ლახავს.
კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებსა და ევროკავშირისა და აშშ-ის საბოლოო პოზიციასთან დაკავშირებით უკვე  ჩააყენეს  საქმის კურსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ხელისუფლების საბოლოო პასუხის ფორმირებისთვის დრო ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებამდე ითხოვა. ამის მიუხედავად, მას განემარტა, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არც ბრიუსელი და არც ვაშინგტონი არ აპირებენ დაუსრულებელ ლოდინს და არსებული ვითარების სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.
წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
სასწრაფოდ: მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
სასწრაფოდ: მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე