რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ყველას ნახვა

ელისო კილაძის ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურები სრულ მზადყოფნაშია

ელისო კილაძის ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურები სრულ მზადყოფნაშია
საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დღეებში, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ბლიც-კრიკის მოლოდინშია.
ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს, 13 აპრილს, ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან სხვადასხვა საკითხზე გამართავს კონსულტაციებს. დღის წესრიგშია ავღანეთის სამშვიდობო პროცესის, ირანის ბირთვული პროგრამისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების განხილვა. სახელმწიფო მდივანი ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ის ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბლინკენი ბრიუსელს მეორედ ეწვევა. ბოლოს, ბელგიის დედაქალაქში მარტის შუა რიცხვებში იმყოფებოდა.
ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად, CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში ბლინკენი ევროკავშირის ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ბულგარეთში, თურქეთსა და პოლონეთში შესაძლო ვიზიტების შესახებ. ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ ვიზიტის მთავარი დღის წესრიგი უკრაინა და რუსეთის შესაძლო აგრესიის შეჩერება ან/და აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირსა და NATO-სთან ერთად მოქმედების გეგმის შეჯერებაა. მნიშვნელოვანია, რომ ბლინკენთან ერთად, ბრიუსელში თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც იმყოფება.
„სახელმწიფო მდივნის,  ენტონი ბლინკენის ვიზიტი ბრიუსელში  არის სერიოზული ტესტი  ახალი ადმინისტრაციის პირობებში  აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობების გამოსაცდელად. პრობლემები, რომელთა გადასჭრელად   მსოფლიოს ორ პოლიტიკურ ცენტრს მოუწევს შეთანხმება, ძალიან  მწვავეა და ის ვერ გაუძლებს   ევროკავშირისათვის ჩვეულ,  დროში გახანგრძლივებულ მსჯელობას, დრო ამისათვის ძალიან   ცოტაა, გადასაჭრელი ამოცანები  კი მრავალმოქმედებიანი“, - აცხადებს CNews-ის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სახელმწიფო მდივნის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.  
CNews-ის ინფორმაციით, ბლინკენი შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინის საკითხის განხილვისას, საქართველოს თემასაც შეეხება და კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღავანელობასთან პოზიციებს შეაჯერებს.
ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელში ბლინკენისა და ოსტინის ვიზიტის პარალელურად შავ ზღვაში აშშ-ის ორი სამხედრო ხომალდი Roosevelt-ი და Donald Cook-ი შევა.
„ჩანს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციები   მწვავე და უკომპრომისოა. ევროკავშირი  კი ჩვეულებისამებრ ინსტიტუციების დონეზე   ჯერჯერობით ნელ-თბილია, რაც  სამწუხაროდ, რუსეთს  ხშირად  უტოვებს ხოლმე მანევრირების შესაძლებლობას“, - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.
როგორც ინფორმირებული წყარო ვაშინგტონიდან CNews-თან საუბრისას განმარტავს, მთლიანი ვითარების ანალიზისა და შეჯერების შემდეგ, თუ საქართველოში არსებული ვითარება გააზრებულ იქნა, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი ერთიანი უსაფრთხოების კონტექსტში, არ არის გამორიცხული, მიღებულ იქნას მყისიერი გადაწყვეტილება და ბლინკენი რამდენიმესაათიანი ვიზიტით საქართველოს ეწვიოს, მით უფრო, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტში მსჯელობა უკვე გამართულია და CNews-ი ამის შესახებ 5 აპრილს წერდა.  
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება შეფასებული საქართველოში არსებული კრიზისი ხელისშემშლელ ფაქტორად ერთიანი უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც ბრიუსელში ბლინკენი-ოსტინის ვიზიტის დროს შემუშავდება“, - განუცხადეს CNews-ს.
ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, კარგად ესმით, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, რაც რეგიონში არსებული ვითარების კონტექსტში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირს დამატებით საზრუნავს უჩენს. 
„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რასაკვირველია,  არის პრობლემა შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის.  უკრაინასთან დაკავშირებით  მოსალოდნელი პროცესები აუცილებლად მოითხოვს  გადაწყვეტილებებს, რომლის მიღების შესაძლებლობაც ერთპარტიულ პარლამენტს  ვერ ექნება. სწორედ ამიტომ,  მოსალოდნელია, რომ  დასვლეთისაგან პრესინგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე  კიდევ უფრო დიდი და შესამჩნევი იქნება.   მიმაჩნია, რომ   ჩვენს გარშემო ისეთი  მასშტაბის გეოპოლიტიკური მოვლენები  ვითარდება, რომ შიდა პოლიტიკური  კონიუქტურა სრულიად არ არის მზად  მასზე სწორი რეფლექსიისათვის.  დიალოგის რესურსი  ქვეყანაში მინიმალურ ზღვარზეა, ამიტომ  ჩვენთან არსებული ვითარება მთლიანად დამოკიდებული იქნება დასავლეთის  ძალიან მკაფიო პოზიციასა, და თუ გნებავთ,  ზემოქმედების მექნიზმებზე“, - მიიჩნევს ლელა ჯეჯელავა.  

წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს - "ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან.. ახლა ვიცით ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...
სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილზე - "სააკაშვილი ჩემთვის უხსენებელია, ბოროტი ძალაა"
სასწრაფოდ: ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია - "მიხეილ სააკაშვილი ეს შანსია უკრაინისთვის, უკრაინის ერთადერთი ხსნა არის მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება"
სანდრა რულოვსის განცხადება, რომელიც ახლახანს გავრცელდა გულგრილს არავის დაგტოვებთ
ეს აქამდე არსად გავრცელებულა უდიდესი სკანდალი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს - "ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან.. ახლა ვიცით ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...
სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილზე - "სააკაშვილი ჩემთვის უხსენებელია, ბოროტი ძალაა"
სასწრაფოდ: ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია - "მიხეილ სააკაშვილი ეს შანსია უკრაინისთვის, უკრაინის ერთადერთი ხსნა არის მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება"
სანდრა რულოვსის განცხადება, რომელიც ახლახანს გავრცელდა გულგრილს არავის დაგტოვებთ
ეს აქამდე არსად გავრცელებულა უდიდესი სკანდალი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
რეკლამა საიტზე