ყველას ნახვა

პუტინის სკანდალური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით

პუტინის სკანდალური გადაწყვეტილება  საქართველოსთან დაკავშირებით
რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ ტელეარხზე ამ სიის შესახებ ისაუბრა და როგორც ცნობილი გახდა, სიაში საქართველოც მოხვდა.
საქართველოსთან ერთად, არამეგობრული სახელმწიფოების სიაში არიან აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.
„როგორც მოგეხსენებათ, გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც შეიცავს უამრავ ზომას უკვე მოქმედი ფედერალური კანონების განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ახლა ის სახელმწიფოები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად არიან გამოცხადებულნი, ვერ მიიღებენ თანამშრომლებად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მათი დიპლომატიური და საკონსულო მისიებისთვის. ახლა ჩვენ ველოდებით მთავრობის განკარგულების გამოცემას, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი განკარგულების შესრულება“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება სხვა ქვეყნების მტრული ქმედებების პასუხია.
„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ყველა ქმედება, რომელსაც ვაფასებთ, როგორც არამეგობრულს, მტრულს, არასდროს დარჩება უპასუხოდ“,- აღნიშნა მან.ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხო ქვეყნების არაკეთილგანწყობილ ქმედებებზე გავლენის ზომების გამოყენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეზღუდოს და საჭიროების შემთხვევაში, აკრძალოს, რუსებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებისა და უცხო სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების მიერ, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთის ფედერაციის მიმართ. სახელმწიფოს მეთაურმა დაავალა მთავრობას „განსაზღვროს არაკეთილსინდისიერი უცხო სახელმწიფოების სია, რომელთა მიმართებაშიც გამოიყენება გავლენის ზომები“.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა