ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია, გილოცავ საქართველო ეს ჩვენი გამარჯვებაა

სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია, გილოცავ საქართველო ეს ჩვენი გამარჯვებაა
სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია, გილოცავ საქართველო ეს ჩვენი გამარჯვებაა
გაერო დღეს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში მხოლოდ რამდენიმე საათით იქნება გახსნილი კენჭისყრებისთვის და პირველი საკითხი, რომელიც ამ კენჭისყრაზე დადგა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დავადასტურეთ ადრე კონსენსუსით მიღებული თემები, სწორედ ჩვენი რეზოლუციაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განუცხადა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის ყოველწლიური რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირრბით, რომელიც საქართველოს ყოველ წელს გააქვს გაერო-ში. მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რადგან ეს რეზოლუცია არამხოლოდ დევნილთა და ადგილნაცვალი პირების დაბრუნებას ეხება, არამედ ასევე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია გაერო-ში. იცით, რომ პანდემიის გამო, გაერო დაკეტილი იყო და ჩვენ ვიყავით იმ რეალური რისკის წინაშე, რომ ამ სესიაზე არ მომხდარიყო საერთოდ რეზოლუციის გატანა, რადგან გაერო არ მუშაობდა, არ ღებულობდა არავითარ ასეთ გადაწყვეტილებას, სადაც საჭირო იყო კენჭისყრა. გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც გადიოდა კონსესუალურად. მოგეხსენებათ, ჩვენი რეზოლუცია არ არის კონსესუალური, რადგან ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგე რუსეთის სახით, რომელიც წინააღმდეგია ამ რეზოლუციის და მთელ მსოფლიოში ამ რეზოლუციის საწინააღმდეგო მუშაობა აქვს გაშლილი ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს მხარდამჭერი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ გაერო გახსნილიყო კენჭისყრებისთვის“, – აღნიშნა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, ​კონსენსუსით შეთანხმებული თემების შემდეგ პირველი, რაც კენჭისყრაზე დადგა, საქართველოს საკითხი იყო.
„მე არ შევჩერდები იმ დეტალებზე, ქართულმა დიპლომატიამ როგორ იმუშავა. მთავარი ის არის, რომ მოვახერხეთ. გაერო დღეს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში მხოლოდ რამდენიმე საათით იქნება გახსნილი კენჭისყრებისთვის და პირველი საკითხი, რომელიც ამ კენჭისყრაზე დადგა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დავადასტურეთ ადრე კონსენსუსით მიღებული თემები, სწორედ ჩვენი რეზოლუციაა. ამიტომ სესია რომ არ ჩაგვივარდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რეზოლუცია გავიდა ამ სესიაზე. ახლა თავად რეზოლუციის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ვამბობ არის ძალიან დიდი, რადგან ეს რეზოლუცია არის ის დოკუმენტი, რომელშიც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავად რეზოლუცია წელს 54-მა ქვეყანამ დაასპონსორა. ახლა რას ნიშნავს დასპონსორება – დასპონსორება გაერო-ს ენით ნიშნავს თანაავტორობას, ანუ პასუხისმგებლობის აღებას საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს თემა, რომელიც ჩვენ გვაღელვებს თანასპონსორების გადასახედიდან გამოდის, რომ არამხოლოდ ქართული თემაა, არამედ მათი თემაც არის, ანუ ჩვენი ადგილნაცვალი პირები პასიურად მათი კუთვნილებაც ხდებიან და აი, ეს არის სწორედ მნიშვნელობა იმისა, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კუთვნილება ამ რეზოლუციაზე. ეს არის სიახლე, ჩვენ შარშან დავნერგეთ ეს სიახლე. შარშან გაიხსნა პირველად რეზოლუცია ასეთი თანასპონსორობის და შარშან გვყავდა 45 ქვეყანა, წელს გვყავს 54 ქვეყანა, რომლებმაც აიღეს ეს კუთვნილება და საბოლოო ჯამში, ამ თანასპონსორებისგან ​რეზოლუციას მხარი დაუჭირა, საერთო ჯამში, 84-მა წევრმა სახელმწიფომ, ხოლო წინააღმდეგ წავიდა 13 ქვეყანა რუსეთის თამადობით. რას ნიშნავს ეს 84 ქვეყანა – რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, წლიდან წლამდე ყველა რეზოლუციას ახასიათებს მხარდამჭერთა რაოდენობაში გარკვეული რყევები, თუმცა საქართველოს შესახებ რეზოლუციის თანასპონსორები ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან.
„ყველა რეზოლუციას ახასიათებს ის მომენტი, რომ გარკვეულ ეტაპზე ერთგვარი რყევები არის ხოლმე ამ ციფრებში, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური რამ არის, აბსოლუტურად ყველა რეზოლუციასთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, შარშანწინ 81 მხარდამჭერი გვყავდა, შარშან გვყავდა 79, წელს გვყავს 84. ჩვეულებრივია, რადგან ზოგჯერ არის, რომ რომელიღაცა ქვეყანა დარბაზში ვერ მოდის ფიზიკურად. ახლაც რამდენიმე ქვეყანა არ იყო დარბაზში. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც იცვლება ამა თუ იმ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება, ქვეყანა გარკვეული გავლენის ქვეშ ექცევა და ცვლის პოზიციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ აი ეს თანასპონსორები, რომლებიც გვყავს, არის ძალიან ძლიერი განაცხადი, რომ რეზოლუცია მარტო ქართული აღარ არის, უკვე მეორე წელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი თანასპონსორების მხრიდან. აქ არის, ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყარო, ძლიერი, მთელი ევროკავშირი ჩვენთან არის, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ახალი ზელანდია, იაპონია, კოსტა რიკა. მათ შორის არიან კიდევ კუნძულოვანი სახელმწიფოები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეზოლუცია გავიტანეთ ამ სესიის პირობებში, პანდემიის პირობებშიც მოხდა ის, რომ გავიტანეთ ეს რეზოლუცია და აი, ასეთი წარმატებით გავიდა. მართლა მეამაყება, რომ ვარ ნაწილი იმ შესანიშნავი გუნდისა, რომელსაც ქართული დიპლომატია ჰქვია, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანასთან ჰქონდათ დროის სხვაობიდან გამომდინარე ძალიან აქტიური მუშაობა ბოლო წუთამდე და მინისტრი პირადად ჩართული იყო მისი სატელეფონო ზარებით. მინდა, მივულოცო ქართულ დიპლომატიას, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამაში და რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი...
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი...
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
რეკლამა საიტზე