ყველას ნახვა

დიდი სკანდალი... რა გარიგება შედგა ქართულ ოცნებასა და სააკაშვილს შორის? უახლესი ინფრომაცია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა გადაწყვეტილია...

დიდი სკანდალი... რა გარიგება შედგა  ქართულ ოცნებასა და სააკაშვილს შორის? უახლესი ინფრომაცია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა გადაწყვეტილია...
ფაქ­ტია ისიც, რომ ბოლო დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კი­დან სა­ერ­თოდ წას­ვლა­ზე.
"მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ... ახლა მთა­ვა­რია, მიშა იყოს ჯან­მრთე­ლი, ცო­ცხა­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის გა­მო­ად­გე­ბა არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნას, არა­მედ უკ­რა­ი­ნას და მთელს რე­გი­ონს“, - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

- მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი რამ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი - მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე მის გარ­შე­მო არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბავს არ გან­ვი­ხი­ლავთ მა­ნამ, ვიდ­რე­მის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ვინ რას და რო­გორ სა­უბ­რობს, მერე ვინ რო­გორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ძლე­ვა, არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. ზოგი პაპ­ზე მეტი კა­თო­ლი­კე გა­მოდ­გა - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც ვნა­ხეთ. ჩემ­თვის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის, პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლის­თვის და მისი მე­გობ­რის­თვის, ერთი რამ არის მთა­ვა­რი - ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა. ამის იქით ამ ეტაპ­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ იმი­ტომ, რომ თუ ადა­მი­ა­ნი არ გა­დარ­ჩა და ჯან­მრთე­ლი არ იქნა, არა­ფერს აზრი არ ექ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­კი­თხი დგას ასე - გა­დარ­ჩე­ბა, თუ - არა, იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი, თუ - არა. და­ნარ­ჩე­ნი, არა­ნა­ირ გან­ხილ­ვა­ში არ შევ­დი­ვართ.  
ად­ვო­კა­ტე­ბი მი­შას გა­რე­შე გა­ა­კე­თებ­დნენ მსგავს გან­ცხა­დე­ბას? ისიც თქვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­რიგ­და - გაშ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ პო­ლი­ტი­კა­ზე უარი. ით­ქვა, რომ სა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ეს იყო ნა­ბი­ჯი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ და ახლა ჯერი ივა­ნიშ­ვილ­ზეა...
- ჩემი კო­მენ­ტა­რი ამა­ზე არის ის, რაც გი­თხა­რით, და­ნარ­ჩე­ნი არ არის ჩემი საქ­მე, არც ეს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი. გა­რი­გე­ბა გა­მო­გო­ნი­ლი სი­სუ­ლე­ლეა. კაცი გყავს ტყვე­ო­ბა­ში და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აგ­დებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა ითხოვს, ჩვენ გა­და­გირ­ჩენთ პრე­ზი­დენტს, ნუ გყავთ ეგ კაცი ტყვე­ო­ბა­ში, ნუ კლავთ, ჩვენ წა­ვიყ­ვანთ, მო­ვუვ­ლით და გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლებ­თო. მათ შო­რის, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს არის პო­ლო­ნე­თი, რო­მე­ლიც მზად არის სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაფ­რე­ნა, მკურ­ნა­ლო­ბა-გა­დარ­ჩე­ნაც, სი­ცო­ცხლეც და ყვე­ლა­ფე­რიც. ორი კვი­რის წინ ვი­ყა­ვი სა­ა­კაშ­ვილ­თან, ვნა­ხე და ვე­სა­უბ­რე მას. ის ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ვინც იც­ნობს სა­ა­კაშ­ვილს, იცის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მისი ხილ­ვა არის ძა­ლი­ან მძი­მე, ადა­მი­ა­ნუ­რად გე­უბ­ნე­ბით. თუმ­ცა ის საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი. ჩვე­ნი სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა იყო ის, რომ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც მი­შას უშუ­ა­ლო მე­გობ­რებ­საც შევ­ხვდი, გვქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გაც­ვლა, მას მო­ვუ­ყე­ვი ამ შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ და და­ბა­რე­ბუ­ლი მო­კი­თხვე­ბი გა­და­ვე­ცი. ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის პრობ­ლე­მა აქვს, პარ­ტი­ა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე რა­ტომ უნდა და­მე­წყო ლა­პა­რა­კი? სა­ნამ ამ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი არის მე­ა­თასე­ხა­რის­ხო­ვა­ნი.
- ისე, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა და ენმ-ს გა­რე­შე?
- ამას გა­მოვ­რი­ცხავ... მთა­ვა­რია, მიშა იყოს ჯან­მრთე­ლი, ცო­ცხა­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის გა­მო­ად­გე­ბა არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნას, არა­მედ უკ­რა­ი­ნას და მთელს რე­გი­ონს.
- გაქვთ იმის მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­კაშ­ვილს უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­უშ­ვე­ბენ?
- სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში იმი­ტომ ჰყავთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მისი შიში აქვს და იცის, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მისი დამ­მარ­ცხე­ბე­ლია. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბი, როცა მი­შას ჩა­მოს­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი ოპო­ზი­ცი­ამ მო­ი­გო. ეს ცხა­დია, მის ჩა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა. აბა, მო­უ­წო­დეთ, ბი­ძი­ნამ და მი­შამ ერ­თად და­ი­წყონ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. ბი­ძი­ნამ მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­დეს, შეხ­ვდეს თა­ვის ხალ­ხს და თვი­თო­ნაც შეხ­ვდეს ამომ­რჩე­ველს. გარ­წმუ­ნებთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ბრდღვნას არ და­ტო­ვე­ბენ, შარ­ვალ-კოს­ტუმს ზედ და­ა­ხე­ვენ. მი­შას­თან და­კავ­ში­რე­ბით სულ სხვა რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ხომ არი­ან მაგ­რე­ბი და ხომ ამ­ბო­ბენ, მი­შას მხარ­და­ჭე­რა არ აქ­ვსო. მა­შინ რა­ტომ ეში­ნი­ათ მისი ლან­დი­საც კი? ხომ გახ­სოვთ, ვიდ­რე მე­ო­რე ტუ­რე­ბი არ გა­ა­ყალ­ბეს და ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც უნ­დო­დათ ბო­ლომ­დე არ გა­ი­ფორ­მეს, მა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო არ ჩა­ა­ტა­რეს, არც კი გა­მო­ა­ჩი­ნეს, მისი ხმის კი არა, ლან­დი­საც კი ეში­ნო­დათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხვდე­ბა, რა­ტომ ჰყავს ივა­ნიშ­ვილს სა­ა­კაშ­ვი­ლი დი­ლეგ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი.
- სა­ა­კაშ­ვილ­მა რომც მო­ინ­დო­მოს, "ოც­ნე­ბა“ არ გა­უშ­ვებს პო­ლი­ტი­კი­დან, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, 2024 წლამ­დე მა­ინ­ცო, - ამას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი...
- რო­მელ­მა და რა დარ­გის ექ­სპერ­ტმა თქვა? მიშა 10 წელი ლა­მის არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა შე­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და რა­ტომ იყო ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი? ენმ-ს გარ­და, რამ­დე­ნი პარ­ტია იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ რა­ტომ არ აძ­ლევ­დნენ ხმას? მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დით მუ­შა­ობს ეს ხალ­ხი. ბევ­რი ვა­ი­პო­ლი­ტი­კო­სის­გან მო­მის­მე­ნია, აი, მიშა თუ არ იქნა პო­ლი­ტი­კა­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, მიშა ყო­ფი­ლა ხე­ლის­შემ­შლე­ლი. თა­ვად პარ­ტი­ე­ბი აქვთ და 0,3%-ს ვერ სცდე­ბი­ან, ცოტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა, ხომ? ცხა­დია, ებ­რძვი­ან იმას, ვინც ძლი­ე­რია და თა­მა­შიც მას­თან უნ­დათ. "ბარ­სე­ლო­ნა“ სან­ტან­დე­რის "რა­სინ­გის­გან“ ბუნ­დღას არ და­ტო­ვებს, მაგ­რამ "რე­ალს“ აღი­ა­რებს, რო­გორც მე­ტო­ქეს. ასე­ვე აღი­ა­რე­ბენ მე­ტო­ქედ სა­ა­კაშ­ვილს და მის­გან ქმნი­ან მტრის ხატს იმი­ტომ, რომ ძლი­ე­რია და მისი შიში აქვთ. აბა, ახლა, არ მინ­და სა­ხე­ლი და გვა­რი ვახ­სე­ნო, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სის­გან მტრის ხა­ტიც არ გა­მო­ვა. აშა­ვე­ბენ მას, ვი­სიც ეში­ნი­ათ. ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სია, მათი გა­სა­შა­ვე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტი არ მი­ნა­ხავს და მიშა სა­ა­კაშ­ვილს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, "იმე­დით“ (და სხვა სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ით) და მთავ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა უტევს. სა­ა­კაშ­ვი­ლი საფრ­თხეა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ქურ­დე­ბის­თვის და უმაქ­ნი­სე­ბის­თვის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - უკ­რა­ი­ნა­ში, ამი­ტომ იყო, იქაც ამ­დე­ნი მტე­რი რომ გა­ი­ჩი­ნა.
- რა­ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ ენმ-ს ე.წ. რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის ნიკა მე­ლი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. მარ­თა­ლია თუ არა და რით აიხ­სნე­ბა ეს? სხვა­თა შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში­სა­ცე­მია ენმ-ს ზო­გი­ერ­თი წევ­რის აგ­რე­სი­უ­ლი "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სე­ბიც..."
- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის დიდი პარ­ტია, იქ არი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და იქ აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი. ამ პარ­ტი­ა­ში აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სცე­მენ პა­ტივს, სწო­რედ ამა­შია ენმ-სა და "ოც­ნე­ბას“ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნი­ათ, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტა­ვენ ღიად, სა­ჯა­რო­დაც არა­ვინ არა­ვის ერი­დე­ბა და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, უბ­რა­ლოდ, მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ აი, და­პი­რის­პი­რე­ბაა პარ­ტი­ა­შიო. და­პი­რის­პი­რე­ბა რა, ერ­თმა­ნეთს ხელი გა­ვარ­ტყით, ფი­ზი­კუ­რად და­ვუ­პი­რის­პირ­დით, თუ რა? პარ­ტი­ა­ში რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია, ეს არა­ნორ­მა­ლუ­რი არ არის. ეს პო­ზი­ცი­ე­ბი სა­დღა­ცამ­დე თუ მი­დის, პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, მერე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად არ­სე­ბობს პო­ლიტ­საბ­ჭო, სამ­დივ­ნო და ა.შ. ასე რომ, ხმა­მაღ­ლა ნათ­ქვა­მია, რომ პარ­ტი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბაა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი რომ არ­სე­ბობს, ეს არის ორ­ჯერ-ორი, რომ დავ­მა­ლო და ვთქვა, არა-მეთ­ქი, თა­ვად მე­უბ­ნე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ წე­რენ სტა­ტუ­სებ­სო და ამ აზრს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა.
- ენმ-ც და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ელო­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას. და­ვუშ­ვათ, რომ მან მარ­თლაც და­ა­დას­ტუ­რა ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, მერე რა ხდე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში და რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს თქვენს პარ­ტი­ას?
- მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვე­ლო­დე­ბი გან­ცხა­დე­ბას პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს მა­ინ­ტე­რე­სებს. შე­იძ­ლე­ბა ეს გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ის­თვის იყოს სა­ინ­ტე­რე­სო და ეს ნორ­მა­ლუ­რი­ცაა, თქვენ ელო­დე­ბით პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს, მგრამ მე ვე­ლო­დე­ბი მის გაყ­ვა­ნას და ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ამის მერე რომ ვთქვა, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, ეს ჭო­რა­ო­ბა გა­მო­დის. თუ რამე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა, არ მო­მე­რი­დე­ბა და მერე მერე მო­გახ­სე­ნებთ ჩემს პო­ზი­ცი­ას. მარ­თლა გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ახლა ამა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ. ადა­მი­ა­ნი ცუ­და­დაა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბაა პრობ­ლე­მა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
სოფო ნიჟარაძე რჩეულს აღარ მალავს – ნახეთ მომღერალმა შეყვარებულთან გადაღებული რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
სოფო ნიჟარაძე რჩეულს აღარ მალავს – ნახეთ მომღერალმა შეყვარებულთან გადაღებული რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა
რეკლამა საიტზე