ყველას ნახვა

ეს ყველამ უნდა იცოდეს... სანდრამ უმძიმესი საიდუმლო გაამხილა...

ეს ყველამ უნდა იცოდეს... სანდრამ უმძიმესი საიდუმლო გაამხილა...
ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი:
პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით“ მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხალ­ხი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი – ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და.
წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, იკ­ლებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი, ვარ­დე­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბო­და მი­ტინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბიც კი გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უყ­ვარ­და, და­ნარ­ჩენს კი ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და.

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ახ­ლდა მე­უღ­ლეს ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებ­ზე, რის შემ­დე­გაც მე­დია მისი ჩაც­მის სტი­ლის გამო კრი­ტი­კას არ იშუ­რებ­და ხოლ­მე.
თუმ­ცა მის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ჭორი იყო, რო­დე­საც ბო­რო­ტი ხმე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ის ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბის ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი. მარ­თა­ლია, ამ შემ­ზა­რა­ვი ჭო­რის ხალ­ხის დიდ ნა­წილს არ სჯე­რო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში ამა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ლა­პა­რა­კობ­დნენ, პე­რი­ო­დუ­ლად წერ­და ულტრა­რა­დი­კა­ლუ­რი და ყვი­თე­ლი მე­დია.
ამის თა­ო­ბა­ზე სან­დრა რუ­ლოვ­სი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: “ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი… ხალ­ხი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ არ შე­გაქვს სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­შიო, რაში დავ­კარ­გო დრო, ხუთი ექ­ვსი თვე, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ით და­ვამ­ტკი­ცო სი­მარ­თლე? – ვი­ღა­ცებს დღემ­დე სჯე­რათ და ეს მა­წუ­ხებს ძა­ლი­ან, სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია”.

2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა იმ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ლე­დის პი­რა­დად შე­ე­ხო.
“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.
ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი”, – გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში 2016 წელს.

სან­დრამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ის­წავ­ლა სა­ექთ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და. ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ის­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ ოც­დე­ბოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­დე­საც მო­რი­გე ექთ­ნის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლი ლედი შე­დი­ო­და მათ­თან.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
ამ წუთებში უმაგრესი ინფორმაცია ვრცელდება... ყველასათვის სასიხარულო ფაქტი გილოცავთ მიშას მომხრეებს, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია
პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."
სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს
ამას არავინ ელოდა, ამ წუთებში ცნობილი ხდება სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია, ეს ყველამ უნდა იცოდეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
ამ წუთებში უმაგრესი ინფორმაცია ვრცელდება... ყველასათვის სასიხარულო ფაქტი გილოცავთ მიშას მომხრეებს, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია
პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."
სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს
ამას არავინ ელოდა, ამ წუთებში ცნობილი ხდება სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია, ეს ყველამ უნდა იცოდეს
რეკლამა საიტზე