ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ვალერი გელაშვილის შოკისმომგვრელი სკანდალური განცხადება სანდრა რულოვსთან დააკვშირებით

სასწრაფოდ! ვალერი გელაშვილის შოკისმომგვრელი  სკანდალური განცხადება  სანდრა რულოვსთან დააკვშირებით
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. მას ედა­ვე­ბი­ან სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის გაფ­ლან­გვას, მათ შო­რის, ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე, ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სა და ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის საქ­მე­ებ­ზეც. ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე კა­ნო­ნი­ე­რად ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი უკვე არ­სე­ბობს. 2018 წელს სა­ა­კაშ­ვილს 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას. იმა­ვე წელს და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლეს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ამ­ნის­ტი­ით ეს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, რაც ზემ­დგო­მი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ უც­ვლე­ლად და­ტო­ვა.
საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2005 წლის 29 ივ­ნისს გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რო­მელ­შიც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ იმის გამო, რომ მას წა­არ­თვეს ქო­ნე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც არ უნა­ზღა­უ­რებ­დნენ. ამა­ვე სტა­ტი­ა­ში მან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფრა­ზე­ბით ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯის მიზ­ნით, პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს და­ა­ვა­ლა გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რა­ზეც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან უარი მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს და­ვა­ლე­ბა შს იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს მის­ცა. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ერეკ­ლე კო­დუ­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლა - 2005 წლის 15 ივ­ლისს სოდ-ის ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლე­ბი თბი­ლის­ში, მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თავს და­ესხნენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­სა და მის თან­მხლებ პი­რებს. ერეკ­ლე კო­დუ­ას და­ვა­ლე­ბი­თა და სოდ-ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს გი­ორ­გი სი­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გე­ლაშ­ვი­ლი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს, კონ­და­ხე­ბით სას­ტი­კად სცე­მეს და გა­ი­ტა­ცეს მისი კა­ნო­ნი­ე­რი ია­რა­ღი, 10.000 აშშ დო­ლა­რი და 50.000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბე­ჭე­დი. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.ამ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია. გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია მე­რა­ბიშ­ვი­ლის, კო­დუ­ა­სა და სი­რა­ძის მი­მარ­თაც.ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" იმ უმ­ძი­მეს ფაქ­ტებს იხ­სე­ნებს.

- ეს დღე­ე­ბია, ატ­რი­ა­ლე­ბენ, პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლიო, რაც სა­სა­ცი­ლოა, პი­ჯა­კე­ბის საქ­მე სახ­სე­ნე­ბე­ლიც არ იყო, ისე­თიI მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ჩემს საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა წლე­ბის შემ­დეგ ჩა­ტარ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და სა­ბო­ლო­ოდ 6 წელი და­უ­ტო­ვეს.
- პირ­ვე­ლად რო­დის გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი გზე­ბი?
- 1999 წლის ბო­ლოს და 2000 წლის და­სა­წყის­ში, როცა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი იყო. მე მა­შინ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბი­ძა­ჩე­მი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო, ბი­ძაშ­ვი­ლი - ცი­ხე­ში. მა­შინ მი­ვე­დი სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თან. მი­ვე­დი იმის­თვის, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. მი­შამ მი­თხრა, შენ­თან ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძეა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და ამ საქ­მე­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვიო. მერე 2003 წელს შე­მო­მით­ვა­ლა, თუ მას­თან მი­ვი­დო­დი, სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში ჩემს ორ კაცს ჩას­ვამ­და, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი.
- რა­ტომ, ფულს გთხოვ­დათ სა­ნაც­ვლოდ?
- არა, და­ფი­ნან­სე­ბა არ უთხო­ვია, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი გვერ­დით ვჭირ­დე­ბო­დი, უნ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მას­თან მი­დი­ოდ­ნენ. ბო­ლოს გა­და­ვიკ­ვე­თეთ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის გამო. 2003 წლის ბო­ლოს ჩემს სახ­ლში შე­ვი­და სან­დრა რუ­ლოვ­სი თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად, ჩემი მა­რა­ნი გახ­სნეს და ღვი­ნო და­ა­ჭაშ­ნი­კეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კეს, შენი სახ­ლი გვინ­დაო. რე­ზი­დენ­ცი­ის წინ იდგა ჩემი სახ­ლი. 2004 წლის 3 იან­ვა­რი იყო. ამ სა­კი­თხზე ჩემს სახ­ლში შევ­ხვდი და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვილს. ითხოვ­დნენ სახ­ლი მათ­თვის და­მეთ­მო. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი მო­ი­ჯა­რე მე ვიქ­ნე­ბო­დი რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ჩემს სახ­ლს გა­დავ­ცემ­დი მათ და სა­მა­გი­ე­როდ მი­ვი­ღებ­დი სა­მო­სახ­ლო ად­გილს სხვა­გან. მშე­ნებ­ლო­ბა სწრა­ფად ვერ მი­დი­ო­და. გა­ვაფრ­თხი­ლე მი­ხე­ი­ლი, რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა ასე მალე და ასე ად­ვი­ლად არ დამ­თავ­რდე­ბა-მეთ­ქი. მერე მთხო­ვა, გე­ნე­რა­ლუ­რი მო­ი­ჯა­რე­ო­ბი­დან გავ­სუ­ლი­ყა­ვი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვალ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, რად­გან პერ­სპექ­ტი­ვა ვერ და­ვი­ნა­ხე, ოღონდ ვთხო­ვე, ჩემი კომ­პა­ნი­ის­თვის ჩემი ფული გა­და­ე­ხა­დათ. ფუ­ლის გა­დახ­დას არ აპი­რებ­დნენ, არც სახ­ლის ფულს მაძ­ლევ­დნენ და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ისე მო­ვე­ქე­ცი, რო­გორც ისი­ნი მო­ექ­ცნენ ჩემს ოჯახს. ამის მერე იყო ჩემ­ზე თავ­დას­ხმა, ეს იყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იმის გამო, რომ პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე. მისი დაკ­ვე­თა იყო, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ვე­სა­ჯე, რო­გორც დე­პუ­ტა­ტი, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ მერე სხვე­ბის­თვის ეს მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე