ყველას ნახვა

ეს უმთავრესია ყველაფერ იმას შორის, რაც აქამდე ჩაუდენია ივანიშვილს, ყველაფერი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით

ეს უმთავრესია ყველაფერ იმას შორის, რაც აქამდე ჩაუდენია ივანიშვილს, ყველაფერი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით
ახალი სიტყვა: ვხედავ ქალი-პოლიტიკოსის სიკვდილს - ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა...

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 85

2015 წელი, 8 სექტემბერი

მთავრობის მიერ ჟურნალისტების მიმართ აგორებული პოლიტიკური ინტრიგები მათ სასიკეთოდ არ დამთავრდება. მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს თემა ძალზე სახიფათოა მათთვის და ჩემ მიერ დანახული მოვლენების განვითარება ნამდვილად არასასურველი იქნება ამჟამინდელი მთავრობისთვის! ეს პროცესები ძალიან რთულ სახეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ძნელბედობის ჟამს ერთიანდებიან. მათი ერთიანი ძალა კი ტაიფუნს ჰგავს, რომელიც ყველაფერს წალეკავს.

მოკლედ, მთავრობისა და ჟურნალისტების დიდ დაპირისპირებას ვხედავ!

ხოლო ის ჟურნალისტი, რომელიც რჩევებს იძლევა და მთავრობის მეთაური შეცდომაში შეჰყავს – ეს არის ადამიანი სიბინძურე (წინასწარმეტყველებათ დედანში ვინაობა დაკონკრეტებულია, — რედ.). ჰოდა, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, იგი ძალზე ცოდვიანია, მას ადამიანს არავინ უწოდებს. მალე აგებს პასუხს თავის ბინძურ საქმეებზე – მოყოლებული წარსულიდან. მომავალში იგი იწოდება როგორც ადამიანი არავინ — მას ისტორია არასდროს მოიხსენიებს. ან, რატომ უნდა მოიხსენიოს?!
ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი პოლიტიკა საერთოდ არც ასრულდება, სულ სხვა მიმართულებას ვხედავ, რომელიც ჩემ საყვარელ ქვეყანას გადაარჩენს. ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის. ქართული პოლიტიკის კურსი ერთია — ევროპა და ამერიკა. და ამას ვერავინ შეცვლის, რა პოლიტიკაც არ უნდა გაატარონ.2015 წელი, 10 სექტებერი

ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, ევროპა აღშფოთდება და მუსლიმებს დაერევა-მეთქი. დღეს სწორედ ამას ვხედავ. ევროპის ქვეყნები ერთამენთის მიყოლებით იტყვიან უარს ახლო აღმოსავლეთიდან წასული ლტოლვილების მიღებაზე და დაიწყება ინტენსიური მუშაობა მათ საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. კი, ვხედავ, რომ მათ შორის ნამდვილად არიან ომით გაჭირვებული და გაწამებული ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტანი. ამიტომ ამ ტალღის მოთხოვნა, იმ მოტივით შეუშვან ევროპაში, რომ ომს ეწირებიან და იხოცებიან, დიდ ტყუილს ჰგავს. ისინი კარგი ცხოვრების საძიებლად არიან ჩასულები ევროპაში – მოკლედ და კონკრეტულად. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაიშიფრება.

პრინციპში, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ძალიან კარგად იციან, რაც ხდება, მაგრამ აქაც რუსეთ-ამერიკას შორის თამაში მიდის ლტოლვილებთან დაკავშირებით. თუმცა რუსული გეგმა, ფაქტობრივად, ვერ გაამართლებს. ევროპა კარებს გადაკეტავს და არცერთ ლტოლვილს აღარ შეუშვებს. დიახ, ეს რუსეთის გეგმა იყო — მუსლიმ ლტოლვილთა დიდი ტალღა შესეოდა ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით, რომელთა შორის — ფრთხილად! — არიან ლტოლვილების ტყავში გახვეული ტერორისტებიც და მათი რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილად ლტოლვილებისა. ამ პერიოდში ევროპა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება, ვინაიდან გახშირდება ქურდობები, მკვლელობები და ბევრი სხვა რამ. ბებერ ევროპას მყუდროება დაერღვევა. სიმშვიდე რომ აღადგინონ, საჭიროა ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ მიწა-წყალზე. ეს დანაშაული არ არის. მოკლედ, ევროპელები ლტოლვილებს თავიდან მოიშორებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება.

რაც შეეხება ტრაგედიებს, რომლებიც ლტოლვილებს შეემთხვათ ზღვასა თუ ხმელეთზე, სპეციალურად იყო მოწყობილი. დიახ, სპეციალურად! თუმცა დღეს ამაზე არ ილაპარაკებენ; ალაპარაკდებიან მომავალში.

ვხედავ, რომ ევროპის ძირეული მოსახლეობა ლტოლვილებს არაფერს აპატიებს — არც ქურდობას, არც ძარცვას, არც მკვლელობას — და თვითნებურად, ადგილზევე დაიწყებენ მათ დასჯას. ეს ყველაზე საშიში პროცესია და ამიტომ ევროპის ქვეყნების მთავრობები იძულებულები გახდებიან, მიიღონ ზომები, ანუ ლტოლვილები დააბრუნონ საკუთარ სამშობლოში.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა ძალიან სწორი ნაბიჯია. სწორედ ეს საზედამხედველო სამსახური გააკონტროლებს ბანკს ისე ეფექტურად, რომ ფულის გათეთრება შეუძლებებლი გახდება. უფრო მეტიც: ვხედავ, რომ ასეთი საზედამხედველო სამსახურები სხვა უწყებების გასაკონტროლებლადაც უნდა შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტრის კარს, ისეთი შედეგები შეიძლება მივიღოთ. საქართველო დღეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, რომ ბანკებს ასე ენდო. უნდა აკონტროლო აუცილებლად. ნამეტანი დემოკრატიული ნაბიჯები საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ანუ ეს ცვლილება, რომელიც მოხდა, აბსოლუტურად გამართლებულია. საერთოდ ისეთი წესები უნდა დამტკიცდეს, რომ ყველა ბანკი გაკონტროლდეს.

მე წარსულში არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული არქეოლოგიური აღმოჩენები მოხდებოდა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ხვამლის მთა ამ წინასწარმეტყველებაში არ მოიაზრება. ხვამლის მთისნაირი საქართველოში უამრავია, ანუ ისეთი, რომლებიც არანაირ საიდუმლოს არ ფარავენ. საერთოდ, ვინც ააგორა ეს ტალღა, ძალიან საინტერესეოა, საიდან დაასკვნა, რომ ხვამლის მთაში რამე არის და საერთოდ, რა იდუმალების გაცხადებას ელოდება იქიდან? ჩემს ხედვებში და კოსმიურ ზოლზე ამ მთის ფენომენალურობა საერთოდ არ არსებობს, ერთი ჩვეულებრივი მთაა. კოსმოსისთვის ეს მნიშვნელოვანი წერტილი არ არის და მორჩით ხალხის გალენჩებას.

დღეს მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკა. ახლოსაა მესამე მსოფლიო ომი, რუსეთის დაშლა და კიდევ უამრავი პოლიტიკური საკითხი, რომლებიც უფრო საინტერესო უნდა იყოს ადამიანებისთვის, ვიდრე შეთხზული იდუმალი იტორიები. დედამიწა კოსმოსში დღეს ძალიან რთულ ფაზაშია მოხვედრილი და თვითონ ადმიანებმა უნდა გადაარჩინონ იგი. თუმცა, როგორც წესი, როცა საშველი არსაიდან არ არის ხოლმე, მაშინ კოსმოსი ერთვება საქმეში. იცოდეთ, რასაც ახლა ვამბობ, ძალიან სერიოზულია.

დღეს საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთისკენ მიილტვიან – რუსეთისკენ, რომელიც თითქმის უკვე აღარ არსებობს. რატომ უნდა შეუერთდეს საქართველო რუსულ დანგრეულ პოლიტიკასა და გაჩანაგებულ ეკონომიკას?

ფრთხილად, რუსეთუმეებო! ვხედავ, კოსმოსი მოგაშორებთ ასპარეზს და გადაგიკეტავთ ყველა გზას, ანუ მოღვაწეობის ასპარეზს ჩამოგაჭრით, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს იმ გემზე სთავაზობთ ასვლას, რომელიც შუაზეა გახლეჩილი და იძირება. არ გამოგივათ!!! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, მისი ნაწილი, და რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ გაჰყვება.

ის კი არა, სომხეთიც კი (გაიხსენეთ წარსულში წარმოთქმული წინასწარმეტყველებები) აუმხედრდება და თავის დაღწევას მოინდომებს რუსეთისგან. იგივე მოხდება აფხაზეთშიც. ის პარტიზანული ბრძოლები, რომლებიც წლების წინ ვიწინასწრამეტყველე, აუცილებლად დაიწყება, ვინაიდან დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ რუსებისთვის აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიაა, ხოლო აფსუები – საერთოდ არავინ. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი მათ გადაყლაპავდა, ასეც მოხდა.

თუმცა საბოლოოდ, რუსეთი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, თავისი ხელით დაგვიბრუნებს მიტაცებულ მიწებს. რანაირი ჰუმანურებიც უნდა ვიყოთ ქართველები, ეს უკვე კოსმოსის ნება იქნება, რომ სამაჩაბლოში ოსები, ხოლო აფხაზეთში აფსუები აღარ იქნებიან. დიახ, აქ ქართველები არაფერ შუაში არ ვართ, ისინი რუსულ პოლიტიკას შეეწირნენ და კვლავაც შეეწირებიან.

ჩემო ქართველებო, საქართველოს მიმართ გატარებული უარყოფითი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაშლითა და განადგურებით ემუქრება, საქართველოს მტრები ვერ მოესწრებიან — კოსმოსი მათ დიდ დარტყმას აყენებს!

მინდა აღვნიშნო, რასავ ვწერ, ვხედავ და ვწინასწარმეტყველებ, ყველაფერი დაცულია. შადიმანებო, მცირე უარყოფითად შეხებაც კი მათზე და კოსმოსი ტაიფუნივით დაგარტყამთ ისე მძლავრად, რომ ვერავითარი ძალა ვერ აგაწყობთ ვერც საკუთრივ თქვენ და ვერც თქვენს გვარსა და ჯილაგს. დღეს დედამიწაზე შური და ბოროტება მეფობს, რომელსაც კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს, იმიტომ, რომ შურიანსა და ბოროტს თავისი ბოღმა მიახრჩობს და გასუფთავებდა ჩემი საქართველო.

ქართველებო, გამოიჩინეთ მოთმინება, იყავით გულმოწყალენი და კეთილნი, ვინაიდან კოსმოსი გაკვირდებათ – გულდასმით გაკვირდებათ.

ვხედავ, მოდიან მეცნიერები – მრავალი წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ძალა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და ისე გააძლიერებს, რომ ყველა ევროპული ქვეყნისა და ამერიკისთვისაც მისაღები სახელმწიფო გავხდებით.
ვხედავ, ლარის კურსის დევალვაცია, მისი დაცემა გაგრძელდება. თუმცა მომავალში რუსეთის რუბლის გამოსწორებას ვერა, მაგრამ ჩვენი ლარის გამყარებას კი ვხედავ.

და კიდევ, ხალხნო, დაიმახსოვრეთ: სანამ პროდუქტებს გააძვირებდეთ, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, რომ ეს ღარიბი ხალხის ჯიბეს ურტყამს და არა მდიდრებისა… თუმცა, რაღაც პერიოდში ვხედავ, რომ მდიდრებიც გაღარიბდებიან.

ქართულ პოლიტიკაში გრძელდება რთული პერიოდები, ვინაიდან პოლიტიკოსების მოსაზრებები არ ემთხვევა ერთმანეთს და მათ შორის არ არის კეთილგანწყობა, ყველა პარტია ცალკე თამაშს თამაშობს, რაც ძალზე ძვირი დაუჯდებათ მომავალში.

ვხედავ ქალი-პოლიტიკოსის სიკვდილს. ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, თორემ არ დავინახავდი. სხვათა შორის, დაისმება კითხვა: ბუნებრივია ეს სიკვდილი, თუ მოწყობილი? მე კი ვხედავ და ვიცი პასუხი, მაგრამ თავს შევიკავებ გამოქვეყნებისგან.

ვხედავ ძალიან საინტერესოს: საქართველოში რამდენიმე ოლიგარქი ცდილობს ფეხის მოკიდებას. ვიცი, ვინც არიან, მაგრამ მათ ვინაობას არ დავასახელებ. ყველაფერი ნელ-ნელა თავისით გამოჩნდება. მათ შორის დიდი ომები გაიმართება, ვინაიდან თითოეულს ქართულ პოლიტიკაში შესვლის დიდი სურვილი და ამბიცია ამოძრავებს.

ვხედავ, მათ დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილი და სწორიც იქნება. ის არ მისცემს ამ ოლიგარქებს საშუალებას, რომ საქართველო კვლავ არიონ. ვხედავ, მათ ყოველთვის ჰქონდათ სურვილი, საქართველოს პოლიტიკაში მოსულიყვნენ, მაგრამ ახლა მათ სურვილს დაემთხვა ისიც, რომ მიიღეს დაკვეთა – ერთი მხრივ ამერიკისგან, მეორე მხრივ – რუსეთისგან. მაგრამ ივანიშვილის მხარეს დგება კოსმოსი და იცოდეთ, ეს სახუმარო საქმე არ არის!!! ეს ივანიშვილის მისიაა, რომ დაიცვას საკუთარი სამშობლო ამ ახალი ძალების შემოსვლისგან. არის ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ ვერ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ მუდმივად დავრჩეთ რუსული ჩექმის ქვეშ, მაგრამ კოსმოსის ნებით, სწორედ იმიტომაა ივანიშვილი დღეს საქართველოში, რომ მისი ხელით აცილდეს განსაცდელი ქვეყანას.

ეს ღია ინფორმაცია იქნება, არაფერი დაიმალება, ყველაფერი ითქმება.

ხალხი, როგორც წესი, არავის არაფერს არ უფასებს, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა ვიბრძოლოთ მისთვის. ნუ მივაქცევთ ყურადღებას, დაგვიფასებს თუ არა ვინმე ქვეყნისთვის ნაღვაწს.

ეს ფაქტი, რომელიც ახლა დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, უმთავრესია ყველაფერ იმას შორის, რაც აქამდე ჩაუდენია ბიძინა ივანიშვილს, ყველაფერი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, რაც აწი უნდა მოხდეს. ეს ჩემი ქართველებისთვის, ჩემი ხალხისთვის კეთდება, ჩემი ხალხის ნათელი მომავლისთვის და ამაში, შადიმანებო, ცხვირსაც ვერ შეყოფთ. არ მოგცემთ კოსმოსი საქართველოს გაყიდვის უფლებას. ავყიებსა და ბოროტებს ვურჩევ, ენებს კბილები დაჭირონ და ხმა გაკმიდონ. თუმცა ესეც არ უშველით, მაინც განადგურდებიან.

და ისევ ვხედავ, რომ კიდევ ბევრ პოლიტიკოსს ჩამოეხსნება ნიღაბი.

რაც შეეხება მოლდოვას, რაც იქ ხდება, ვხედავ, მნიშვნელოვან ადგილს ვერ იკავებს მსოფლიო პოლიტიკაში — იმიტომ, რომ მოლდოვა ევროპის ნაწილად რჩება და რუსეთი მას, ასე ვთქვათ, ვერ დაითრევს.

მე წარსულში ვიწინასწარმტყველე, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის „მისტრალის“ თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდებოდა და რუსეთი ვერაფერსაც ვერ მიიღებდა. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასრულდა. ვხედავ, საფრანგეთის ხელისუფლება, როგორც უნდა მოინდომოს კრემლმა და რაც უნდა გააკეთოს, მაინც არ მისცემს მათ „მისტრალებს“. გადაყრიან, ჩაძირავენ, ცეცხლს წაუკიდებენ, მაგრამ არ მისცემენ!

თანაც ვხედავ, რომ ეს ხომალდები თანამედროვე შეიარაღებისთვის გამოუსადეგარია. მათით მხოლოდ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნების დაშინებაა შესაძლებელი და მეტი არაფერი. რაღა დროს „მისტრალია“, როცა ღილაკებზეა დამოკიდებული დედამიწის არსებობის ბედი.

ვხედავ, ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამერიკა დირიჟორობს და საკუთარ თამაშებს განაგრძობს. დიახ, დიდი მშვიდობის მტრედი არც ამერიკაა, მაგრამ ისეთი მონსტრის დასაოკებლად და შესაჩერებლად, როგორიც რუსეთია, სწორედ ამერიკაა საჭირო და კოსმოსმაც მასში ჩადო ენერგია. ვხედავ, ამერიკა ნაკლები ბოროტებაა ორ ბოროტებას შორის, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკაში სიკეთის ერთი წერტილიც კი არ დევს.

ძალიან დიდი დანაშაულია, როცა ქართველი პოლიტიკოსები რუსეთისკენ იშვერენ ხელს. ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში ეკონომიკა არ არსეობს, დანგრეულია და დაშლილი. ეს იციან აქაურმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ ზოგი მათგანი მაინც იქით გვექაჩება.

ჰოდა, ვხედავ, ეს იაფფასიანი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან გაქრებიან და მათ სწორედ ივანიშვილი მოუღებს ბოლოს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიყენოს კოსმოსის მიერ მინიჭებული დიდი ძალა და გამოიყენებს კიდეც!

გახსოვდეთ, რაშიც კოსმოსი ჩაერევა, იმ საქმეში ყველა და ყველაფერი მიწიერი არის უძლური. კოსმოსი არის ყველაფერი და ყოვლისშემძლე. 400 წლის წინ სწორედ კოსმოსი იყო ჩარეული, როცა ქართველები აყარეს და ირანის გზას შეუყენეს, ნაწილიც თურქეთში გარეკეს… მოკლედ, მუსლიმურ სამყაროში გადაასახლეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საუკუნეების მერე, როცა მსოფლიოს უდიდესი საფრთხე დაემუქრებოდა ირანისგან, ზოგადად მუსლიმური სამყაროსგან, იქ მცხოვრებ ქართველებს, რომელთა გულებშიც საქართველოს სიყვარული არასდროს ჩამქრალა, ახლა კი უზარმაზარი ძალით იფეთქებს, ყველა ხერხითა და ღონით დაეცვათ ისტორიული სამშობლო — საქართველო, მათი მეორე ქვეყნის აგრესიისგან. თურქეთის, არაბეთის, ირანისა თუ სხვა ქვეყნების ლამის 90 პროცენტს ქართული ფესვი აქვს, რომ იცოდეთ. ეს არის წინასწარმეტყველება და შესაბამისად, ასპროცენტიანი სიმართლე.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. საუკუნეების მიღმა ჩათესილი მარცვალი ღვიღვდება და ამოდის მაშინ, როცა საჭიროა. ასე მოხდება ახლაც.

2015 წელი, 15 ნოემბერი

ვხედავ, მომავალში (და ეს არც ისე შორსაა) მსოფლიო არ აპატიებს „ისლამურ სახელმწიფოს“ ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულს და ის ომი, რომელიც არა მარტო ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს გამოუცხადეს, დიდი წაგებით დამთავრდება. როგორც ფაშიზმი გაანადგურეს საკუთარ ბუნაგში, ისე გაანადგურებენ „ისლამურ სახელმწიფოს“, ანუ ტერორისტულ დაჯგუფებას. მათ წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდება, მსოფლიო არ აპატიებს მათ საფრანგეთში, პარიზში ჩადენილ ტერაქტებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობის, ახალგაზრდების, ბავშვების სიცოცხლე — უამრავი სიცოცხლე შეეწირა.

ზუსტად ასეთი, ანალოგიური ტერაქტი რუსეთსაც ელის და ესეც წლების წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები. ფრთხილად, რუსეთო! შენი სიკეთისა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ სჯერა. დროა, შეაჩეროთ დამპყრობლური ომები უკრაინასა და საქართველოში! დროა, პოლიტიკაც შეცვალოთ და მთავრობაც! და ამას მალე თავად რუსი ხალხი გააკეთებს.

ვხედავ, არც ევროპა და არც ამერიკა, არცერთი წამყვანი ქვეყანა რუსეთს არაფერს დაუთმობს. ხოლო საფრანგეთის ტერაქტში რუსეთის პრეზიდენტს დაადანაშაულებენ და ამას ფაქტებით დაუმტკიცებენ. ვხედავ, ეს ორმაგი თამაშია და ამგვარი პოლიტიკა კი ორმაგ დარტყმას მიაყენებს რუსეთს.

რაც შეეხება ამერიკის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, ის რადიკალურად შეიცვლება და ეს იქნება ის პოლიტიკა, რომელიც ძირფესვიანად მოთხრის ტერაქტების სამშობლოს. ასევე იაქტიურებს ევროპაც, ვინაიდან ყველაზე დიდი დარტყმა ტერორისტებმა ევროპას მიაყენეს. სხვათა შორის, ჩემი წიგნი იწყება ასე: „ეიფელის კოშკს ნგრევა დაემუქრება“ (ჩაწერილია 1992 წლის 22 მარტს).

ვიმეორებ, რუსეთს ამჯერად აღარ ძალუძს, რომ საქართველოს მიმართ ომი წამოიწყოს — დიახ, ომი! თუმცა, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოა და მეტი არავინ და არაფერი.

ვხედავ, ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად დაიჭერო და ყველა თავისი ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედებს. დროს არ კარგავენ, იმ პოლიტიკას გაატარებენ, რომელიც მათ სახელმწიფოებს სჭირდება — ეს ომები იქნება თუ სხვა რამ.

რაც შეეხება რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებს, ვიმეორებ, იგი არ დალაგდება. პირიქით, არცერთი არ ფიქრობს მშვიდობაზე, უთანხმოება უფრო იზრდება და ვხედავ, თითქოს ომშიც გადაიზრდება. თუმცა ეს ყველაფერი მალე შეჩერდება.

ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეშთი, ევროპას კიდევ უფრო შეაშფოთებს. ლტოლვილების ტალღა უნდა შეჩერდეს, ამიტომ მალე ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებენ. ვხედავ, ევროპა დაიწყებს ლტოლვილების გაყრას, დიახ, გაყრას. თითქმის ყველას დააბრუნებენ საკუთარ ქვეყნებში. სად არის დემოკრატია და ტოლერანტობა? ეს ევროპას არ აინტერესებს, ვინაიდან შუაგულ ევროპაში ახალი ახლო აღმოსავლეთის შექმნას არ დაუშვებს. დიახ, ახალი ახლო აღმოსავლეთის შექმნას. ამინ!

2015 წელი, 12 დეკემბერი

ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოხდება. აქ არ იქნება რუსეთის დიდი გავლენა. ეს იმდენად მცირე დოზით გამოიხატება, რომ ყველა ხვდება, რუსეთს საკუთარი პოლიტიკა აქვს მისახედი და საქართველოსთან წააგო. ეს ნათლად გამოჩნდება მომავალში. და მთავარი: ის მიწები, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჯერ ისინი დაგვიბრუნონ რუსებმა და მერეღა ილაპარაკონ საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

ვიმეორებ: თურქეთი რუსეთს არაფერს დაუთმობს. თურქეთის პრეზიდენტი უარესი ჯიუტია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. ვხედავ, შავ ზღვაზე ერთმანეთს მაინც შეეჯახებიან. „შავი ზღვის ომი“ — ასე დაარქმევენ ამ შეჯახებას. ვხედავ, როგორ იძირება გემები, როგორ ესვრიან ერთმანეთს. კიდევ კარგი, რომ ჯერ ხმელეთზე არ იომებენ.

თუმცა ვხედავ, რომ ახლო აღმოსავლეთში არაფერს დათმობენ. საშიში ის არის, რომ მომავალში, როგორც სახელმწიფოები, ერაყი და სირია თითქმის მთლიანად განადგურდებიან. ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაშენდნენ წარსულში ქვეყნები, ცივილიზაციები და ა.შ. იმ დროსაც ასე ხდებოდა, იყო ომები და ერთმანეთის განადგურება. დღეს იგივე მეორდება და ამას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.

ვხედავ, კოსმოსი დედამიწას ასუფთავებს დიდი ბოროტებისგან. დიახ, კოსმოსი შავბნელ ძალებს შეებრძოლება და ბოლომდე გაანადგურებს მათ, არავის დაინდობს! წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწას რამდენიმე წელში განადგურება დაემუქრებოდა, იმიტომ, რომ დაიწყებდნენ აკრძალული იარაღის გამოყენებას. მაგრამ ეს არ მოხდება, ამინ! ანუ, დიდი დოზით არ გამოიყენებენ.

ვხედავ, ყველაზე საშიში დედამიწისთვის — ეს არის ქიმიური ომი, რომელიც ისეთ დაავადებებს გამოიწვევს, რისგანაც ადამიანი თითქმის ვერ განიკურნება. ეს ქიმიური იარაღი მხოლოდ ადამიანებს აზიანებს და სხვას არაფერს პლანეტაზე. ვიმეორებ: მხოლოდ ადამიანების ორგანოებს! სხვა არაფერი — ბალახია თუ წყალი და ჰაერი, არ იწამლება, არა!!! ამ იარაღს ახლო აღმოსავლეთში დღეს უკვე იყენებენ. რა თქმა უნდა, ამას სამხედროები მალავენ, მაგრამ ამის დამალვა შეუძლებელი იქნება.

ვხედავ, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მუსლიმების გენოციდშიც დაადანაშაულებს და ასევე ქიმიური იარაღის გამოყენებაშიც. და არა მხოლოდ. რუსეთის პრეზიდენტი მთელი კაცობრიობის წინაშეა დამნაშავე, არადა, ამ ბრალს რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს უყენებს და ბევრ სხვა რამესაც დააბრალებს. მოკლედ, ვხედავ, დიდი ქაოსი იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც დღეს ომები მიმდინარეობს.

ზუსტად ამ ქვეყნებს არ აცდებათ სასამართლოები. ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ და ვხედავ, არა მარტო მას. დიახ, ვხედავ, კაცობრიობა მათ პასუხს მოსთხოვს ყველა ქმედებაზე, ადამიანების მიმართ დანაშაულის ჩადენის გამო. ასე იქნება! აქედან თავს ვერავინ დაიძვრენს. დიახ, თუ იწყებ მსოფლიო ომს, პასუხიც უნდა აგო!

რუსეთის პრეზიდენტს თავი მესია ჰგონია. არა, ბატონებო, ის მესია არ არის. ის დამნაშავეა და ამას თვითონ რუსი ხალხი იყვირებს, ისეთ დღეში ჩაყრის მათ საკუთარი პრეზიდენტი, რომელსაც ასე აღმერთებდნენ.

მაგრამ მთელი სიმართლე კი ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს სულ სხვაგვარი ფიქრები აწუხებს უკვე. აღარაფერი უნდა. არადა, წასვლით ვერ წავა, თავისივე გარემოცვა მოკლავს და არც წასვლის უფლებას მისცემენ. ეს ასეა. დანარჩენი ყველაფერი კი დროის ამბავია. მინდა აღვნიშნო, რომ მისი ფსიქიკა, ნერვული სისტემა მთლიანად დანგრეულია. როცა ერთი პერიოდი პრეზიდენტი არ ჩნდებოდა, არსად ჩანდა, ზუსტად მაშინ მას მკურნალობას უტარებდნენ ცნობილი ფსიქიატრები. ამას არ კი არა, ვერ დამალავენ. ამას მალე გაამჟღავნებენ. ამიტომ არის რუსული პოლიტიკა შიზოიდური, გიჟური. და ასე გაგრძელდება, ოღონდ უკვე პატარა დროით.

თვითონ დრო გადარეცხავს რუსეთის პრეზიდენტს. ძალიან ბევრ რამეს პოლიტიკური ნიღაბი მოეხსნება. ეს ძალზე საინტერესოა.

ვხედავ, აფხაზეთში დიდი ომები დაიწყება. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ასევე სამაჩაბლოშიც. ჩრდილოეთ ოსეთში კი ტერაქტებს ვხედავ. ეს იქნება რუსული პოლიტიკის შედეგი და ამას ვერავინ და არანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. საერთოდ, კავკასია — ეს არის რუსეთის წყევლა. მაინც მოუხდება რუსეთს მთელი სამხრეთ კავასიის დატოვება.

საქართველო იწმინდება. ვხედავ პიროვნების სიკვდილს. ამაზე ყველა ილაპარაკებს. რამდენიმე პარტია დაიშლება. მომავალში სულ სხვა სახეები გამოჩნდებიან, ნიჭიერი და საქმის მცოდნე ადამიანები.

ვხედავ, დგება მძიმე წელი. სიმშვიდე ქრება და ისადგურებს შიში, შიში მომავლისა, ვინაიდან ადამიანები მხოლოდ განკითხვაში არიან და პასუხი კოსმოსიდან არ დააგვიანებს...
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
ამ წუთებში უმაგრესი ინფორმაცია ვრცელდება... ყველასათვის სასიხარულო ფაქტი გილოცავთ მიშას მომხრეებს, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია
პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."
სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს
ამას არავინ ელოდა, ამ წუთებში ცნობილი ხდება სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია, ეს ყველამ უნდა იცოდეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
ამ წუთებში უმაგრესი ინფორმაცია ვრცელდება... ყველასათვის სასიხარულო ფაქტი გილოცავთ მიშას მომხრეებს, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია
პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."
სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს
ამას არავინ ელოდა, ამ წუთებში ცნობილი ხდება სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია, ეს ყველამ უნდა იცოდეს
რეკლამა საიტზე