ყველას ნახვა

სკანდალური განცხადება - მოლაშვილი გახლდათ ნარკოდამოკიდებული, იგი ღვიძლზე მკურნალობდა საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში და 2016 ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა”

სკანდალური განცხადება - მოლაშვილი გახლდათ ნარკოდამოკიდებული,  იგი ღვიძლზე მკურნალობდა საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში და 2016 ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა”
სკანდალური განცხადება - მოლაშვილი გახლდათ ნარკოდამოკიდებული,  იგი ღვიძლზე მკურნალობდა საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში და 2016 ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა”
“მოკლედ სულხან მოლაშვილის ე.წ. წამების შესახებთავიდანვე ვიტყვი რომ სამწუხაროდ იმედნი დრო არ მაქვს მაგ ქვეყანაში რუსების მიერ ნავრცელებ პროპაგანდას და მათ პროპაგანდისტებს ყოველ ჯერზე ვუპასუხო. რას აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში? დავიჯერო ენმ–ში აღარავინ დარჩა ვინც რაღაც ინფორმაციებს ფლობს იმ ე.წ. სისხლიან 9 წელზე??
სულხან მოლაშვილი დააკავეს 2004 წლის გაზაფხულზე. პირველი კითხვა, იყო თუ არა მოლაშვილი დასაკავებელი? რა თქმა უნდა იყო. რადგან თავიდან ფეხებამდე კორუფციაში იყო ჩაფლული. არა მხოლოდ თავად, მისი ოჯახის წევრებიც. 300 ლარიან ხელფასზე მყოფი საჯარო მოხელე იმ ქონებას ვერ აგროვებს ვერსად რაც სულხან მოლაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში დააგროვა! მაგრამ სხვა საკითხია საქმე რაზედაც მას ბრალი წარედგინა – 37 ათასი ლარის მითვისება! ამაზე კი იმდროინდელი გენერალური პროკურორია ფეხებით ჩამოსაკიდებელი!
ახლა რაც შეეხება სულხან მოლაშვილის ე.წ. წამებას. როგორც კი ეგრეთწოდებულმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მისი წამების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სასწრაფო წესით წავედი სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში სადაც სულხან მოლაშვილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაყვანილი.
მე–7–ში შესავლამდე ტელევიზიით რაც მოვისმინე იყო შემდეგი: ნანა კაკაბაძემ განაცხადა რომ სულხან მოლაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს და ამ წამებაში არც მეტი არც ნაკლები უშუალოდ “მონაწილეობდა” გიგა ბოკერია.
მოლაშვილი ამოვაყვანინე ციხის ადმინისტრაციას საკნიდან და შევხვდი პირადად (მას შემდეგაც რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი ციხეში). მოვუსმინე რასაც აცხადებდა. თქვა რომ მას თვალები ჰქონდა ახვეული და ზუსტად არ იცის მაგრამ მწამებელის ხმა ბოკერიას ხმას მიამსგავსა. შემდეგ უკვე ვნახე ის დაზიანებები რაზადაც ის მიუთითებდა როგორც წამების შემდეგ დატოვებულ კვალზე. იმ სახის დაზიანებები რაც მას აღენიშნებოდა ფეხებზე, ძალიან საეჭვო იყო რომ ყოფილიყო წამების შედეგი (მოგვიანებით თვით სტრასბურგის სასამართლომაც კი არ მიიჩნია იგი სარწმუნოდ). მოლაშვილმა ასევე მიუთითა სიგარეტის “ბიჩოკების” დანადებ რამოდენიმე ადგილზე.
თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ საქმეს როცა რეალური წამება მსგავსი ფორმებით მოეხდინოს ვინმეს სადმე. თუ ვინმეს წამება უნდოდათ წინასწარი დაკავების იზოლატორებში უმეტესად იყენებდნენ თავის და ფეხის გულების ადგილებს რომ წამების კვალი არ დატყობოდათ დაკავებულებს. ეს იყო გავრცელებული ფორმა წამების შევარდნაძის დროიდან მოყოლებული და უბრალოდ წარმოუდგენელია თუ ვინმეს მოლაშვილის წამება უნდოდა ის ისეთი მეთოდით ეწამებინა რომელი წამების კვალიც უმარტივესი აღმოსაჩენი იქნებოდა!
ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ იზოლატორში სადაც მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა, მათან ერთად იმყოფებოდა მოლაშვილის ძმა და მისი მეგობარი ერთ–ერთი მაღალჩინოსანი და თავად თბილისის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი გრიგალაშვილი.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სულხან მოლაშვილის წამების გარემოებები თვით სტრასბურგის სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია და სახელმწიფოს დამატებითი გამოძიება მოსთხოვა. ეს იმ დროს როდესაც უკვე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. თუმცა, თეა წულუკიანს ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია! რატომ არ დაიწყო თეა სწულუკიანმა ხელახალი გამოძიება, ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს!
ასევე, მას შემდეგ რაც მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგმა დამატებითი გამოძიების ჩატარება მოითხოვა წამების გარემოებებს არასარწმუნოდ არსებობის გამო, აღნიშნულს გამოეხმაურა ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს იმდროინდელი უფროსი გრიგალაშვილი (ვალერი გრიგალაშვილის ძმაა), რომელიც ამ თანამდებობაზე მოლაშვილის დაპატიმრების მომენტში მუშაობდა და გამოთქვა უკმაყოფილება რომ თეა წულუკიანის უწყება გამოძიებას აგვიანებდა. ის ამ საქმეზე ჩვენების მიცემას სთხოვდა წულუკიანის უწყებას, მაგრამ თეა წულუკიანის პროკურატურამ ეს საქმე დაიკიდა.
გრიგალაშვილი აცხადებდა, რომ იმ ვითარებაში, რომელზეც მოლაშვილი მიუთითებდა, წამება შეუძლებელი იყო, რადგან იმ ღამეს, რომელზეც მოლაშვილი აპელირებდა, მოლაშვილთან ერთად წინასწარი მოთავსების იზოლატორში, როგორც უკვე ზემოთაც ავღნიშნე, იმყოფებოდა მოლაშვილის ძმა, მოლაშვილის მეგობარი თანამდებობის პირი და თავად გრიგალაშვილიც. საქმეში მოლაშვილის წამების ფაქტს უარყოფს ის მაღალჩინოსანიც რომელიც იმ ღამით იზოლატორში მასთან ერთად იმყოფებოდა.
ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ ზურა აბაშიძეს. ახლა კი ქოცია, მაგრამ იმ დროს იგი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო და თავად შესწავლილი აქვს ეგ საქმე და მან ყველაფერი ძალიან კარგად იცის და იცის თუ რეალურად საედან აღმოჩნდა სიგარეტის რამოდენიმე ნამწვავი მოლაშვილის სხეულზე (იმ დროს ციხეები იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა).
P.S. მოლაშვილი 2008 წელს იქნა განთავისუფლებული. შესაძლოა ყველასთვის ეს ცნობილი არაა, მაგრამ მოლაშვილი გახლდათ ნარკოდამოკიდებული. იგი ღვიძლზე მკურნალობდა საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში და 2016 ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.”


რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე