ყველას ნახვა

სკანდალური განცხადება რომელიაც ამ წუთებში ვრცელდება-პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

სკანდალური განცხადება რომელიაც ამ წუთებში ვრცელდება-პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება
პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გარდა ამისა, ორკოდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.
„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია, როგორც გადაჰყავთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, ლიანა ორკოდაშვილი ამბობს, რომ ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა.
„ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს – რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, – განაცხადა ორკოდაშვილმა.
მოსამართლე ასევე საუბრობს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ამბობს – „ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა“.
რაც შეეხება საკითხს, რომ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა განიხილონ, ორკოდაშვილისთვის ეს შეურაცხმყოფელია.
„მე, როგორც მოსამართლეს, ეს შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.
ამასთან, ორკოდაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის წინა სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა.
„როგორც მოსამართლემ თუ იცი, რომ თუნდაც ნული მთელი მემილიონედი რაღაც დაგიშავებია, გაჩუმდები, მაგრამ როგორც ადამიანი და მოსამართლე, რომელსაც არაფერი დაგიშავებია, არ მიგიღია იმ ადამიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და როდესაც შენზე ასეთ ინფორმაცია ვრცელდება… ექიმთან წასვლაც დამჭირდა ნერვებთან დაკავშირებით, ისეთი სერიოზული განცდა მქონდა. ძალიან ვინერვიულე“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
რეკლამა საიტზე