ყველას ნახვა

უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ

უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ
უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბის სე­რია არ სრულ­დე­ბა. რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, ხში­რად წერს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სა­უბ­რო თემა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც.
აქამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ჭო­რე­ბის სა­ხით იყო ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ლავ სთო­რი­ზე“ ჯერ კი­დევ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­უბ­რობ­დნენ.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა მისი და დუ­მის დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.
მი­უ­ხე­და­ვად ჭო­რე­ბი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მუდ­მი­ვად რჩე­ბო­და სან­დრა რუ­ლოვ­სი, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, რო­მე­ლიც მის მხარ­დამ­ჭე­რებს დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სან­დრა მი­შას გვერ­დით აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სან­დრას როლი შე­იც­ვა­ლა, რო­გორც მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად თქვა.მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მე­უღ­ლის ამ­პლუ­ა­ში ლიზა იას­კო გა­მოჩ­ნდა. ქალი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ახალ წელს და შო­ბას ის უკ­რა­ი­ნა­ში შეხ­ვდა და ბოლო მი­მარ­თვებ­ში საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი აღარ უხ­სე­ნე­ბია. შე­საძ­ლოა ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ 31 დე­კემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყოს, რომ­ლი­თაც მან სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჭო­რებს მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო შვი­ლის შე­სა­ხებ და ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო.


4 იან­ვარს უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news-მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან შე­ძე­ნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი აღი­ა­რა. ის (სოფო ნი­ჟა­რა­ძე) გა­სულ ზა­ფხულს მას­თან იყო ოდე­სა­ში..." - ასე არის და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი სტა­ტია, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და სოფო ნი­ჟა­რა­ძე­ზე გვიყ­ვე­ბა. წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის წინ სწო­რედ strana-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა ლიზა იას­კო გახ­ლდათ.
უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:
"ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, 36 წლის სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რა ახა­ლი წლის ღა­მეს ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ არხზე. სო­ფია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, იგი წარ­მო­ად­გენ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და სამი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯდა ტე­ლეპ­რო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში. სოფო რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს­თან ერ­თად.

რო­გორც ჩანს, მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მო­მა­ვალ­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტსაც დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ეს ისევ ჭო­რე­ბად დარ­ჩა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლი კვამ­ლი გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და 4 წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ღე­რალს ნიუ-იორკში 2 000 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა უყი­და.

2020 წლის ივ­ნის­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სან­დრა რუ­ლოვსზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი ზრდას­რუ­ლი ვაჟი ჰყავს, ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი. მი­ხე­ილ­მა შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­დე­ო­თი გა­მო­ა­ცხა­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ლიზა იას­კოს­თან, რა­დას დე­პუ­ტატ­თან, რო­მე­ლიც ორ­ჯერ უმ­ცრო­სია მას­ზე.

გა­სულ ზა­ფხულს "სტრა­ნამ" გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია "იდუ­მა­ლი ქალი", რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

ასე­ვე სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვილს. მი­ხე­ი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყო­ფი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს. მარ­თლაც, სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ დროს სა­ა­კაშ­ვილს უკვე ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ლიზა იას­კოს­თან. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიშა და ლიზა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი-ორი წე­ლია ერ­თად არი­ან" - წე­რია "სტრა­ნას" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 31 დე­კემ­ბერს ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ისე გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ლიზა იას­კო მე­დი­ას­თან აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.
ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით კვლა­ვაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ის რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­იყ­ვა­ნეს.



რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
სენსაციური განცხადება ეს უკვე მოულოდნელია - "ჩემსა და მიშას შორის ისეთი რამ მოხდა, რომ ეს ისეთი...."-სანდრა
ეს თუ სიმართლეა უდიდესი სკანდალია დასჯა სააკაშვილის გამო... რა ჩაიდინა ისეთი მესამე პრზიდენტმა რომ...
ახლახანს გახდა ცნობილი ეს სკანდალური ინფორმაცია, ვისი დავალებით გაიყვანეს ქვეყნიდან ნიკა გვარამიას მკვლელობის შემკვეთები?
სანდრა რულოვსის მორიგი განცხადება - ამას არავინ ელოდა
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
სენსაციური განცხადება ეს უკვე მოულოდნელია - "ჩემსა და მიშას შორის ისეთი რამ მოხდა, რომ ეს ისეთი...."-სანდრა
ეს თუ სიმართლეა უდიდესი სკანდალია დასჯა სააკაშვილის გამო... რა ჩაიდინა ისეთი მესამე პრზიდენტმა რომ...
ახლახანს გახდა ცნობილი ეს სკანდალური ინფორმაცია, ვისი დავალებით გაიყვანეს ქვეყნიდან ნიკა გვარამიას მკვლელობის შემკვეთები?
სანდრა რულოვსის მორიგი განცხადება - ამას არავინ ელოდა
რეკლამა საიტზე