ყველას ნახვა

"ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო, სულ ცოტა, 15 მაღალჩინოსანი დაისჯება! ესენი არიან...."

"ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო, სულ ცოტა, 15 მაღალჩინოსანი დაისჯება! ესენი არიან...."
7-8 წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას საქმე «ნაციონალური მოძრაობის» კონტროლქვეშ იყო და იმჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეცვალეს _ სამხილები გააქრეს და სურთ, საზოგადოებამ ის აბსურდული ვერსია დაიჯეროს, ზურას გარდაცვალებიდან 15 წუთში, დილის 8 საათზე ტელევიზიით ივანე მერაბიშვილმა რომ გაავრცელა.
ყველაფერი ხელახლა იქნებოდა დასაწყები და, ალბათ, ამიტომაც გაგრძელდა ამდენ ხანს ჟვანიას საქმის გამოძიება. გამქრალი სამხილების მოძიებას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდებოდა. თანაც, ზურას ოჯახის წევრებისგანაც ვიცი, რომ არ აძალებენ პროკურატურას, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიეთ ეს საქმეო; მოთმინებით ელიან დღეს, როდესაც, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პრემიერმინისტრის მკვლელობა გახსნილად გამოცხადდება.

მესმის, რომ ამ საქმეს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა ახლავს თან. ათას რამეს ამბობენ და წერენ. ითქვა, ჟვანიას საქმე გახსნილია და ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე დევსო, რაც აბსურდია. რა უნდა ზურაბ ჟვანიას საქმეს ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე? ისიც კი თქვეს, ზურაბ ჟვანიას მეუღლე და ძმა წინააღმდეგი არიან, პროკურატურამ უკვე გახსნილი საქმე გამოამზეუროსო. ეს ყველაფერი არის «ნაციონალური მოძრაობის» მიერ დაყრილი ხმები, რადგან ისინი დღესაც ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ზურას გარდაცვალების დღიდან მოქმედებდნენ. გახსოვთ, ალბათ, რა სიბინძურეებსაც ავრცელებდნენ, ამიტომ ნუ ავყვებით მოარულ ხმებს. ბოლოსდაბოლოს, ზურას ახლობლებსაც გვაქვს უამრავი ინფორმაცია, საკმაოდ მყარ არგუმენტებზე დამყარებული ვერსიები და ზუსტად ვიცით, როდესაც ამ საქმის გამოძიება დასრულდება, უამრავი ადამიანი, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს ციხეში გამომწყვდეული შს ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი, აუცილებლად აგებენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე პასუხს. დიახ, ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამის გამო არა მხოლოდ ეს ადამიანები, სულ ცოტა, 15 კაცი მაინც დაისჯება!

 ეს არის  ჯგუფური, პოლიტიკური, სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობა, რის გამოც უამრავ ნაცლიდერს მოხვდება მათრახი. საუბარი იმაზე, რომ მათ შემთხვევით შემოაკვდათ ზურა, აბსურდია. მგონია,
რომ მოხდა ინციდენტი, რის შემდეგაც საჭირო შეიქნა ზურას მკვლელობა. რაულ იუსუპოვი კი საჭირო გახდა იმ ბინძური სურათის შესაქმნელად, რომელიც «ნაცმოძრაბამ» შეთხზა.

_ საზოგადოებას გია ბარამიძესთანაც აქვს კითხვები, თუმცა ის რამე  კავშირსაც კი უარყოფს ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმესთან…

_ გია ბარამიძემ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცის, მაგრამ ამ მკვლელობაში მისი დადანაშაულება წარმოუდგენელია. ბარამიძემ, სხვების მსგავსად, დუმილის სანაცვლოდ გარანტიები მიიღო და ამიტომაც არის ჩუმად, თუმცა, მგონია, რომ, ადრე თუ გვიან, დადგება დრო და გია ბარამიძე სიმართლეს იტყვის.

რას არ დავთმობდი, ოღონდაც ზურა ცოცხლი ყოფილიყო, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ისიც ვიცი, «ნაცმოძრაობა» ვერ შეძლებდა 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას.  მათ მიერ დამყარებულ დიქტატურასა და ბაკქანალიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

_ თქვენი აზრით, რატომ მოიშორეს ზურაბ ჟვანია?
_ იმიტომ, რომ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიასი ეშინოდა, რადგან იგი ვერც ინტელექტით, ვერც ურთიერთობებით, ვერც პოლიტიკური ალღოთი თუ პროგნოზირების ნიჭით ვერ უტოლდებოდა ზურაბს. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზურა იყო კაცი, ვაჟკაცი, მეგობარი და თანამოაზრე. სააკაშვილის ასევე ეშინოდა ზურას გუნდის, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ერთგული იყო. სააკაშვილის გარშემო კი არსებობდნენ ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არც ინტელექტით და არც განათლებით არ გამოირჩეოდნენ და არც პოლიტიკაში ბრწყინავდნენ. სააკაშვილი ხვდებოდა, რომ ზურა მასზე წონიანი პოლიტიკოსი იყო და ხელს არ აძლევდა ასეთი კაცის არსებობა.
დიახ, იმთავითვე ფსიქიკურად გაუწონასწორებელ სააკაშვილში ზურასნაირი ადამიანები შიშს ბადებდნენ. უნდა გენახათ, როგორი არარაობა იყო სააკაშვილი ზურას გვერდით, უნდა გენახათ სააკაშვილის სახე, როდესაც ზურა მის პოზიციას არაფრად აგდებდა _ შეგეცოდებოდათ.
ერთ ამბავს გიამბობთ: ზურა მინისტრთა კაბინეტის სხდომას ატარებდა. ამასობაში მე მისი თანაშემწე გოგოების ოთახში ვიჯექი. ეს სხდომა რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს სოფლის მეურნეობის მინისტრის, გია შერვაშიძის, დაპატიმრების ამბავი. იმხანად სააკაშვილმა სატელევიზიო დაპატიმრებები მოდური გახადა. როცა ეს ინფორმაცია მყისიერად აცნობეს ზურას, მან შეაჩერა მთავრობის სხდომა, დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომას არ ესწრებოდა ერთ-ერთი მინისტრი და, ვიდრე ეს მინისტრი არ მივიდოდა,  მთავრობის სხდომას არ გააგრძელებდა. მახსოვს, დაახლოებით 20 წუთში გია შერვაშიძე მოვიდა და ზურამ გააგრძელა მთავრობის სხდომა. ამით ჟვანიამ სააკაშვილი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ ასე ვეღარასდროს მოიქცეოდა.

იმხანად სატელევიზიო დაჭერები მეხის გავარდნასავით იყო, ზურას გარდაცვალების შემდგომ კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გახსოვთ, ალბათ, 2004 წელს როგორ დაფრინავდა მთვრალი სააკაშვილი პარიზიდან მილანში ან პირიქით, თან ვიღაცებს დააწანწალებთა. ხან ციგით სრიალებდა და ხანაც საბავშო ბაღებში ჭამდა. მახსოვს, თვითმფრინავის ტრაპთან საკმაოდ შეზარხოშებული სააკაშვილი როგორ იძლეოდა იდიოტურ კომენტარებს. დიახ, 2004 წელს, ვიდრე სააკაშვილი აქეთ–იქით დაბოდიალობდა, ქვეყანას ზურაბ ჟვანია მართავდა, სააკაშვილის მიერ გაფუჭებულ საქმეებს აგვარებდა  და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდა. მაგრამ სააკაშვილსა და მის გუნდს ზურასნაირი პრემიერი და ნორმალური საქართველო არ სჭირდებოდათ. როგორი ქვეყანა და პრემიერიც უნდოდათ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ვიხილეთ. ზოგს პანღურს ურტყამდა, ზოგსაც _ ალიყურს და ასე მართვდა სააკაშვილი საქართველოს  ჟვანიას თავიდან მოცილების შემდეგ.

ზურას დაღუპვა ჩემთვის შოკი იყო. დილაადრიან ჩემმა ძმამ შემატყობინა და ვერც კი გავაცნობიერე, რა მოხდა. მაშინვე ზურას სახლში მივვარდი… გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მაკიაჟი მე გავუკეთე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ კეფაზე, თხემის ძვალთან ჰქონდა მოგრძო და ღრმა ჭრილობა, რომელსაც მარჯვენა მხარეს სილურჯე ემჩნეოდა. მაშინვე ვანახე ეს ჭრილობა  ხათუნა გოგორიშვილს და ვკითხე, ზურას ტრეპანაცია თუ გაუკეთეს-მეთქი. მიპასუხა, მგონი, არაო.

_ პრემიერის გარდაცვალების შესახებ აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
_ ამ დასკვნაზე მე კი არა, თავის დროზე ხათუნა გოგორიშვილსა და გია ბარამიძესაც უამრავი კითხვა ჰქონდათ. იმხანად ჩემთვის ეს დასკვნა არ იყო ხელმისაწვდომი და ყველა ინფორმაციას ხათუნასა და გიასგან ვიღებდი და სამივე ერთ პოზიციაზე ვიყავით. მათგან გავიგე, რომ 5 პარამეტრი უნდა ყოფილიყო შენობაში დაცული, ადამიანი გაზით რომ მოწამლულიყო. ფანჯრები ჰერმეტულად უნდა ყოფილიყო დახურული, ფარდები სქელი ქსოვილისა უნდა ყოფილიყო, ქარის მიმართულებაც კი იყო მითითებული და ა. შ. გია და ხათუნა ამბობდნენ, რომ იმ ბინაში ხის ძველი კარ-ფანჯარა იყო და არც სქელი ფარდები ეკიდაო, მაგრამ ცოტა ხანში ამ ადამიანებს რაღაც დაემართათ და მთლიანად შეიცვალეს პოზიცია. იმასაც მივხვდი, რომ ამ ადამიანებთან არათუ ურთიერთობა, არამედ მათთვის კითხვის დასმაც წყლის ნაყვა იყო. ასე რომ, აღარ მაინტერესებდა, რა დაასკვნა ეფბიაი-მ და რა _ საქართველოს
პროკურატურამ. სიმართლე იყო ის, რომ პრემიერი მოკლეს და ძიება არ მიმდინარეობდა.

_ «ნაცმოძაობის» წევრებმა პრემიერის გარდაცვალებიდან მალევე, მის ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტეს…

_ არ მითხრათ, რომ სინდისმა შეაწუხათ და იმიტომო. მათ სურდათ, ზურას ოჯახის წევრებიც დაეყოლიებინათ იმ ვერსიაზე, რომელიც თვითონ გაავრცელეს. ზურას ოჯახი კი არ ჩუმდებოდა, არც თვალი დახუჭეს მომხდარზე და არც ფინანსურ შეთავაზებას დათანხმდნენ. მეტი რა ექნათ, ჟვანიას ოჯახსაც ხომ არ მოუწყობდნენ ლიკვიდაციას? თუმცა, საშუალება რომ ჰქონოდათ, ამასაც სიამოვნებით გააკეთებდნენ. ამიტომ ერთადერთი დარჩათ ის, რომ სრული იგნორირება გამოეცხადებინათ ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის. სააკაშვილმა დაამკვიდრა ტენდენცია, თუ ჟვანიას ოჯახთან გაქვს ურთიერთობა, ე. ი. ჩვენი მტერი ხარ. აი, ამის გამო შეწყვიტეს ურთიერთობა.
_ მაინც რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია?

_ 2004-2005 წლები საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების პერიოდი იყო. იმხანად არა მხოლოდ პოლიტიკის, ბიზნესის გადანაწილებაც ხდებოდა. ასპარეზზე გამოვიდნენ ფინანსურად დაინტერესებული პირები, როგორიც იყო, მაგალითად, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი და კეზერაშვილი, ახალაიების ოჯახი, ვანო მერაბიშვილი… ამ ადამიანებს შორის დაიწყო ბრძოლა. ისინი «ნაციონალურ მოძრაობაშიც» ცდილობდნენ გავლენის ბერკეტების მოპოვებას. თემურ ალასანია კი ცდილობდა, თვითონ გაეკონტროლებინა საქართველოში ეკონომიკური ბერკეტები. თემაზე, რატომ შეეშინდა თემურ ალასანიას ზურაბ ჟვანიასი, ძალიან საინტერესოდ საუბრობს ირაკლი კაკაბაძე. ის ამბობს, რომ ჟვანიას მკვლელობა უკავშირდება იარაღით ვაჭრობას, რომელსაც უშუალოდ თემურ ალასანია განაგებდა. დარწმუნებულ ვარ, ზურა ნამდვილად არავის მისცემდა უფლებას, ასეთი შავი ბიზნესი ეკეთებინა თავის ქვეყანაში.

_ სხვათა შორის, ირაკლი კაკაბაძემ თავის ნაწარმოებ «მარგინალურ ბოდვებში» აღწერა სიტუაცია, როგორ დაიგეგმა ამერიკაში, თემურ ალასანიას ბინაში, ჟვანიას მკვლელობა, რომელსაც შემთხვევით შეესწრო და მოითხოვდა კიდეც, რომ ამ საკითხზე პროკურატურას დაეკითხა.
_ ირაკლი ზურას მეგობარი იყო და მისი ნათქვამი დამაფიქრებელი და სანდოა.
_ თქვენ არ დაგკითხათ პროკურატურამ?
_ წესით, ზურას კეფაზე ნანახი ჭრილობის თაობაზე უნდა დაინტერესებულიყვნენ და დავეკითხეთ, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
სენსაციური განცხადება ეს უკვე მოულოდნელია - "ჩემსა და მიშას შორის ისეთი რამ მოხდა, რომ ეს ისეთი...."-სანდრა
ეს თუ სიმართლეა უდიდესი სკანდალია დასჯა სააკაშვილის გამო... რა ჩაიდინა ისეთი მესამე პრზიდენტმა რომ...
ახლახანს გახდა ცნობილი ეს სკანდალური ინფორმაცია, ვისი დავალებით გაიყვანეს ქვეყნიდან ნიკა გვარამიას მკვლელობის შემკვეთები?
სანდრა რულოვსის მორიგი განცხადება - ამას არავინ ელოდა
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ეს ყველამ უნდა ნახოს... მოულოდნელი ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ...
სენსაციური განცხადება ეს უკვე მოულოდნელია - "ჩემსა და მიშას შორის ისეთი რამ მოხდა, რომ ეს ისეთი...."-სანდრა
ეს თუ სიმართლეა უდიდესი სკანდალია დასჯა სააკაშვილის გამო... რა ჩაიდინა ისეთი მესამე პრზიდენტმა რომ...
ახლახანს გახდა ცნობილი ეს სკანდალური ინფორმაცია, ვისი დავალებით გაიყვანეს ქვეყნიდან ნიკა გვარამიას მკვლელობის შემკვეთები?
სანდრა რულოვსის მორიგი განცხადება - ამას არავინ ელოდა
რეკლამა საიტზე