2021 წლის 30 სექტემბერს, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რომ უწყებაში დაწყებულია გამოძიება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში სუს-ში ნიკა გვარამია დაიბარეს და მას მიეცა რეკომენდაცია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

წყარომ „ქრონიკა+“- ის რედაქტორს გადასცა შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლების პასპორტის ასლები და ასევე დაუსახელა იმ პირის ვინაობა, რომელიც ალექსანდრე მაისურაძის მოკავშირე იყო რამზან კადიროვთან.
იგივე წყაროს ინფორმაციით, პირი რომელმაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მას მიაწოდა, ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და სუს-იდან რუსებისთვის ინფორმაციის გადაცემის შემდეგ მოკლეს. საფრთხე ემუქრება პირადად მასაც და ამის გამო საქართველო უკვე დატოვა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეკვეთილი მკვლელობის დეტალებზე ვრცელი მასალა „ქრონიკა+“-ის 17 იანვრის ნომერში გამოქვეყნდება. ორშაბათს CNews-ზე მკვლელობის ფიგურანტების ფოტოებიც გავრცელდება.