ყველას ნახვა

რა საიდუმლოს ხდის ფარდას ედუარდ სააკაშვილი? ყველასთვის მოულოდნელი განცახდება...

რა საიდუმლოს ხდის ფარდას ედუარდ სააკაშვილი? ყველასთვის მოულოდნელი განცახდება...
მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილის განცხადებით მამამისს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან "ვი­ვა­მე­დის" კლი­ნი­კა­ში მამის მონახულების შემდეგ იდსაუბრა.
"მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა და ეს უკვე მისგან არაერთხელ გამიგია... მე მგონი, ამას მიხვდა და დანარჩენს ვნახავთ. მას აღარ უნდა, რომ აქ იყოს, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო, დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა," - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…
მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
სასწრაფოდ: მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა