ყველას ნახვა

სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს - "ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო..."

სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს - "ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო..."
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი ნიდერლანდებიდანაა. ის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა, მოგვიანებით კი სწავლა ბრიუსელსა და სტრასბურგში გააგრძელა. სწორედ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლისას შეხვდა სანდრა მომავალ მეუღლეს. ისინი მალევე გადავიდნენ ნიუ-იორკში, სადაც ყოფილმა პირველმა ლედიმ იურიდიულ ფირმაში გააგრძლება მუშაობა. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც წყვილი საქართველოში ჩამოვიდა, სანდრა რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და ნიდერლანდების სამეფო საკონსულოში დასაქმდა. სხვადასხვა დროს ის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორიც იყო და დოქტორის ხარისხიც მიიღო. სანდრა


რულოვსი, მშობლიური ენის გარდა, ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს და ქართულ ენებს ფლობს.სანდრა რულოვსი ავტობიუგრაფიული წიგნის,, „ იდეალისტის ისტორიის“ ავტორია. მან 2007 წელს შექმნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური კავკასიაში, ხოლო 2009 წელს - კიბოს სადიაგნოსტიკო რამდენიმე ცენტრი.
სანდა რულოვსი ონკოლოგიური პაციენტი თავადაც გახდა, რის შესახებაც მან რამდენიმე წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუს დროს ისაუბრა:„2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი, ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე, ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი“ - თქვა სანდრა რულოვსმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე