ყველას ნახვა

ლავროვის სკანდალური განცხადება რა გადაწყვეტილება მიიღო მან აფხაზეთთან დაკავშირებით

ლავროვის სკანდალური განცხადება რა გადაწყვეტილება მიიღო მან აფხაზეთთან დაკავშირებით
“მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს”,- განაცხადა რუსულ მედიასთან, “კომსომოლსკაია პრავდასთან” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ლავროვის განცხადებითვე, მის გაკვირვებას იწვევს, რომ ეს საკითხი დღემდე დაურეგულირებელია და მოსკოვი აღნიშნულ თემას მალე და უფრო ენერგიულად დაუბრუნდება.რუსი კოლეგის მოსაზრებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.
“როგორც ვხვდები, ცალკეული კითხვები, რომელიც “კომსომოლსკაია პრავდას” რედაქტორის მიერ იყო მისთვის დასმული, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული.
დავა ქონებრივი საკითხების ირგვლივ აფხაზეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა შორის, მათ შორის აფხაზებშიც, იჩენს თავს. ამ პრობლემას ეთნიკური განზომილება არ აქვს და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით წყდება.
რაც შეეხება ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო ორგანოს ამ საკითხში ერთიანი მიდგომა აქვს ყველა ეროვნების, მათ შორის ქართველების მიმართ. ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც აფხაზეთის კანონმდებლობა ქონებრივი საკითხების თვალსაზრისით ითვალისწინებს, ეს არის იმ მოქალაქეებისთვის შეზღუდვა, ვინც იბრძოდა ან დღესაც იბრძვის აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინც აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ან საოკუპაციო ჯარებს ეხმარებოდა”, – აცხადებს დაურ კოვე.
 
აფხაზეთში უძრავი ქონების ან მიწის შეძენის შესახებ დისკუსიები პერიოდულად მიმდინარეობს. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას დაიკანონონ შეძენილი ქონება. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, აფხაზები ბევრჯერ გაკიცხვის ობიექტიც გამხდარან მოსკოვის მხრიდან.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა