ყველას ნახვა

ახლახანს ვრცელდება ინფრომაცია, სრულიად მოულოდნელი... ყველაზე საშიშია...

ახლახანს ვრცელდება ინფრომაცია, სრულიად მოულოდნელი...  ყველაზე  საშიშია...
დაანონსებული ცხელი შემოდგომა მართლაც დადგა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბუღი დამდგარიყო ივანიშვილის სასახლესთან, როგორც ხალხს პირდებოდნენ, დაცხა “ნაცმოძრაობაში”. ისე აირია სიტუაცია, ვინ ვის მომხრეა, ვეღარ გაიგებ, ზოგი ნიკა მელიას უჭერს მხარს, ზოგი წერს, მე თავიდანვე ვიცოდი, რომ არასწორი გზით მიდიოდა პარტია, მაგრამ მივყვებოდიო, ზოგი ახალ თავმჯდომარეს ელოდება, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ? რა არ გააკეთა ნიკა მელიამ? არ მოაწყო რევოლუცია? რას ედავებიან? არ იარა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებზე? არ ეხმარებოდა ენმ–ის მომხრეებს? და სად იყო პოლიტსაბჭო? ერთპიროვნულად წყვეტდა მელია? თუ ერთპიროვნულად წყვეტდა – ისევ – სად იყო პოლიტსაბჭო? ბაძავდნენ მელიას? და პარლამენტი რომ დატოვა მელიამ, იმაში რომ მიებაძათ, არა? ჩვენო, დასავლელ პარტნიორებს რომ ველაპარაკოთ, მაგიტომ გვინდა მანდატიო. სიმართლე ვთქვათ, სად იყო მაგათი მანდატები, უმანდატო შალვა ნათელაშვილი რომ ჩავიდა ამერიკაში და ვის აღარ შეხვდა, ივანიშვილი დაასანქცირეთო, თხოვნით. ჩავიდა უმანდატო მელია ამერიკაში და არ მიიღეს? როგორ გამოდის ახლა, ხან უჯერებდნენ მელიას და ხან – არა?


 
“ალიას” ესაუბრება ძალოვანი სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ამ ეტაპზე, ვინაობის გამჟღავნება არ სურს და პირველი კითხვა სწორედ ეს დავუსვით, რატომ არ სურს ვინაობის საჯაროდ თქმა? რისი ეშინია?
– ნახავდით, ალბათ, ნიკა მელიას ინტერვიუს “მთავარ არხთან”, ნიკა მელია მათგან არ ელოდება იმ კითხვას, ვადამდელი არჩევნები რომ დაგეგმე, აბა, რა გააკეთე მერე ამისათვისო, ყველასგან ელოდა ამ კითხვის დასმას, “მთავარი არხის” გარდა, რადგან, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ მათ კარგად უნდა იცოდნენ რა არ გააკეთა და რატომ. მაგრამ ახლა ჯერ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორ გაბრაზდა, ეს კითხვა რომ “აკადრეს”, როგორ აიჭრა, რა სიტყვებით მიმართა კვესიტაძეს, ხოდა, ეკამ უთხრა მაშინ, თქვენ ახლა რა დღეში ვარდებით კითხვის დასმის გამო და ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ, რაღას იზამთო და მართალია. სამწუხაროდ, არავის უყვარს ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს, არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას. ივანიშვილიც იძახდა თავიდან, მე ხალხს მოვუსმენ და პირდაპირ დამისვით კითხვებიო, მაგრამ, აბა, ივანიშვილი? სადაა? პირველი ნიშანი იმისა, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური აღსასრული ახლოვდებოდა, სწორედ “მთავარ არხთან” ჩაწერილი ინტერვიუ იყო. ნიკა მელია მაშინვე და იქვე მიხვდა, რომ კითხვები, რომლებიც ჩათვალა, რომ “აკადრეს”, არ იყო მხოლოდ ერთი ჟურნალისტის პოზიცია, პრინციპში, მას პირდაპირ მიანიშნეს, როცა ჰკითხეს რატომ არ იყო ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებზე, რომ ეს კითხვები აქვს მასთან გვარამიასაც. ამიტომ გაღიზიანდა ასე ნიკა მელია…
ძალიან საინტერესო რაღაცები იწერება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში, ერთნი, ნიკა მელიას მომხრენი, ამბობენ, – ნიკა მელიამ გადააყვანინა მიშა კლინიკაში და პირობა დაუდო “ოცნებას”, რომ მიტინგებს არ მოაწყობდაო, მიტინგები რომ მოაწყოს ციხეში დააბრუნებენ მიშას, ან მოკლავენო”. ხოდა, მაშინ რა შეუშლის ბიძინას ხელს, რომ მოსთხოვოს მელიას, არც ევროპაში ჩაიტანო ჩვენზე ცუდი ამბები, თორემ, დავაბრუნებ მიშას ციხეშიო? ან, არ გახვიდეთ პარლამენტიდან, თორემ მიშას მოვკლავო, ან და დაუსრულებრივ ასე, ნებისმიერი პირობა რომ მოსთხოვოს, დაშალე პარტიაო, მაგალითად – რას იტყვის, გაუძალიანდება მელია?
მეორენი წერენ, ახლა გამოჩნდა, რომ ნიკა გვარამიამაც გვიღალატაო, ნიკა მელიას როგორ მოექცა მისი არხი და მიშას ბანერი გაქრა მისი ტელევიზიიდანო და გვარამია კი არ ჩასვეს, თავად ჩაჯდაო.მესამენი კითხულობენ, რატომ მიშას არ ასახელებთ პარტიის თავმჯდომარედო, რეებს იმიზეზებთ, არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს, მაგრამ რა გუნდიც ჰყავდა, იმ გუნდს ამის გამო მასზე უარი არ უთქვამსო.
მეოთხენი წერენ, უკრაინაში წასული ქართველი მებრძოლები უნდა დაბრუნდნენ, მაგათ გარეშე ვერ გავიმარჯვებთო. არის მაგაში ლოგიკა, წლებია, ქართველებს გამარჯვება არ გვიზეიმია და იქ, იმ ადამიანებმა გამარჯვების სუნი იგრძნეს, ბრძოლის შედეგი დაინახეს და სხვა ძალა აქვთ ამ სუნით გაჟღენთილებს.
მოკლედ, ძალიან დიდი არეულობაა “ნაციონალებში”, ასე დავარცხნილად არ არის საქმე, რომ კეზერაშვილი ებრძვის მელიას და მორჩა – უამრავი ქვედინება ამოტივტივდა ერთდროულად, შეთქმულების უამრავი ვერსია ვრცელდება ერთდროულად, ათასობით ვერსია ჟღერდება და არავის დაავიწყდეს, რომ ახლა ზის ერთი კაცი კლინიკაში და ამ ათასობით ვერსიიდან, შეთქმულების ათასობით ვარიანტიდან ერთს არჩევს, იმას, რომელიც მას მოეწონება და მისთვის იქნება მისაღები. კეზერაშვილის წინააღმდეგ წავიდა მელიაო – ეს ის მელიაა, რომელმაც თქვა, თავის დროზე, კეზერაშვილმა რომ შემომითვალა, რომ ჩემთან საუბარი სურს, მიშას თანხმობის გარეშე არ შევხვდიო და მიშას თანხმობით ჩამოვართვი ხელიო და ახლა მიშას ნებართვის გარეშე დაუქნევდა ხელს?
ნიკა მელიამ გააკეთა ის, რაც სთხოვეს, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რაც მოსთხოვეს, რომ გაეკეთებინა. კეზერაშვილი სცენაზე უნდა შემოვიდეს, ვითარცა ერთ–ერთი მხსნელი. რას აპროტესტებენ პარტიის მხარდამჭერები? – პარტია არ იბრძვის მიშასთვისო, ხო? ანუ, ვინც მოვა მელიას ადგილას, მან წინასწარ იცის, რომ მიშას დასახსნელად მეტად უნდა იბრძოლოს და კეზერაშვილმა, იმ თავის ერთადერთ ბოლოდროინდელ განცხადებაში, დაწერა: – არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ნიკა მელიას მოშორება კი არა, კეზერაშვილის, მერაბიშვილის, ლევან ვარშალომიძის და ზოგადად მიშისტების მოყვანა უნდათ. პრობლემა მელია კი არაა, რეალურად, პრობლემა ისაა, რომ მიშისტებს უნდათ ტაშის ფონზე შემოვიდნენ პარტიულ თანამდებობებზე. თორემ, რა მოსაშორებელი მელია იყო, რომელი ძლიერი ფიგურა მელიაა, რომ მაგას ებრძვიან?
ათქმევინეს სიტყვა, გადააგდებინეს ხალხი, ათქმევინეს, გადააგდებინეს, მელიას არასოდეს ჰქონია ერთპიროვნული მმართველობა პარტიაზე, მარტო არც სიტყვის თქმას წყვეტდა, არც სიტყვის უკან წაღებას. ხო, ახლა პარტიულ ძალაუფლებებს დაიკავებენ მიშისტები და რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე დიდი არეულობა მოჩანს და ათასი ვერსია ვრცელდება, ზედაპირს ქვემოთ ისეთი სიმშვიდეა, ისე კარგად იცის ყველამ თავისი საქმე და საკეთებელი. არც კი გაქანებულან უკრაინიდან მერაბიშვილი და ვარშალომიძე, ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია არახამიას, დუმს ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი მხოლოდ იღიმის და რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც სურდათ. უñტაñტაñტა, აბა, დააქცია ნიკა მელიამ პარტია, თორემ… პირიქით, ნიკა მელიამ გაწმინდა პარტია და დაანახა მიშას, რეალურად, ვინაა მიშისტი და ვინ – არა… ბევრი კითხულობდა, რატომ ყველა აქტივობას არ აფინანსებდა კეზერაშვილი? – მარტივია, იხდიდა მხოლოდ მაშინ, როცა ამის საჭიროებას ხედავდა. კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ მას მიშა და მიშისტები სჭირდება, რადგან ვერც ხაბეიშვილი და ვერც ლევან ვარშალომიძე, ვერც მერაბიშვილი ვერ მოუტანს იმდენ ხმებს, რამდენსაც მოუტანს მიშას განმათავისუფლების სახელი – თუნდაც ამის შემდეგ მიშამ ქვეყანა დატოვოს და მართლაც წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს ან ჩართოს ლაივი.
დაიწმინდა რეალურად სიტუაცია სააკაშვილის მხრიდანაც, აღარაფერს ითხოვს, აღარაფერს აანონსებს, აღარაფერს წერს ქართულ პოლიტიკაზე და იმიტომ კი არა, რომ არ აინტერესებს, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეს იმ ქვეყნის პოლიტიკა, რომელ ქვეყანაშიც პოლიტპატიმრად მიიჩნევს თავს? გიჟია? ამდენადაც არა. პირიქით, ჩუმად იმიტომაა, რომ თითქმის მიაღწია იმას, რაც სურდა, აღიარებინა დასავლეთს თავი პოლიტპატიმრად, ჩააწერინა რეზოლუციაში, რომ პუტინის რეჟიმის ტყვეა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიას ევროპარლამენტში, გააკეთებინა რეზოლუციაში დამატება სააკაშვილის გათავისუფლებასა და მკურნალობაზე, იმათ კი არა, ვინც მისი მომხრეა ევროპარლამენტში – “ქართული ოცნების” პარტნიორ პარტიას გააკეთებინა ეს ჩანაწერი. ჩამოიყვანა ევროპარლამენტარები, მოათხოვნინა ციხეში შესვლის უფლება და გააბუნძულებინა “ოცნებას” უარით.
რეალურად, დღეს ყველაზე ძლიერი და საშიშია სააკაშვილი, მას შემდეგ რაც დააკავეს. ასეთი ძლიერი პოზიციები მას არ ჰქონია დაკავებამდე. სუსხი მოტეხა საქართველოშიც და ვერც ერთი მისი ოპონენტი ვეღარ ეტყვის, რომ ბიძინას ეშინია და ვერ ჩამოვიდა მისი შიშით. ისეთ ადამიანებს ათქმევინა თავისუფლება მიშასო – მიშას რომ წლობით ებრძოდნენ. ადვოკატად ჰყავს ადამიანი, რომელიც მის რეჟიმს ასევე წლობით ებრძოდა. ეს ყველაფერი ჰქონდა დაკავებამდე? ექნებოდა? – არა.
მიუხედავად იმისა, რომ წელიწადია გვესმის, რომ მიშას კლავენ, რომ ბოლო დღეშია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი 6 თვეზე მეტია გაჰყვირის, ტოქსიკოლოგმა გამოიკვლიოს სააკაშვილის, ყველა ნიშანი მოწამვლას მიმანიშნებსო, თუნდაც უნებლიე მოწამვლას, მედიკამენტების და ვიტამინების ზედოზირებითო, არასწორი დიაგნოზითო – არავის მოუთხოვია ტოქსიკოლოგის კვლევა აქამდე. ნაბიჯ–ნაბიჯ მიჰყვებოდნენ ექიმების რეკომენდაციებს, თითქოს აქაც რაღაცა ელოდნენ და მხოლოდ მაშინ ჩაინიშნა ტოქსიგოლოგიური კვლევა, როცა… ხო, როცა ამერიკელმა ექიმებმა თქვეს, ახლა ტოქსიკოლოგის ჯერიაო. მხოლოდ გულუბრყვილოს შეუძლია დაიჯეროს, რომ ამერიკის გარეშე წყდება რამე და ნიკა მელიამ ეგ კი მართალი თქვა “მთავარ არხთან”, როცა კითხეს, რა გააკეთე ვადამდელი არჩევნები რომ დაანონსე მერეო და ამერიკაში წავედიო… ხოდა, რატომ წახვედი ამერიკაში, განა იქ წყდება ვადამდელის ბედიო, წამყვანმა და ხო, იქ წყდება, იქ, აბა, სადა გადაწყდება იმ ქვეყნის ბედი, რომელიც სრულად დაფინანსების შემყურეა და რომლის ბიუჯეტსაც ხრავენ, ხრავენ და ხრავენ ჩინოვნიკები? დავუბრუნდები მიშას ჯანმრთელობის საქმეს და ტუბერკულოზიც ახლა აჩვენა ანალიზებმა, დემენციაც და მოწამვლის ნიშნებზეც სწორედ ახლა ალაპარაკდნენ ადვოკატები და თუ მოიპოვეს დოკუმენტი, თუნდაც მედიკამენტოზურ მოწამვლაზე – მერე, ძალიან ადვილად შეეძლებათ იმის თქმა, რომ მოწამვლას და დემენციას მსგავსი ნიშნები ქონდათ და აერიათ, მოწამვლა იწვევს დემენციის ნიშნებს, თორემ…
თუ გახსოვთ, 3 თვეც არ იყო გასული მიშას დაკავებიდან, იმაზე რომ დაიწყეს საუბარი, მიშას ჩვენი სახელები ეშლებაო, თუმცა, უკრაინული ქალაქების სახელების და უკრაინელი მეგობრების გვარების დამახსოვრების პრობლემა არ უდგას მიშას, როგორც მისი წერილებიდან ჩანს. შაბათს, “ტვ პირველზე” თქვა ადვოკატმა, კუნთების ატროფია აქვს, მგონი, მიშასო და კუნთების ატროფია გადაადგილების შეზღუდვას ნიშნავს და დამბლით მთავრდება, სასწრაფოდ გააპროტესტეს ექსპერტებმა, ატროფიის დადგენა ასე არ ხდება ტელევივიზიიდან, გვაცადეთ კვლევის დასრულებაო. მოკლედ, ჩემი აზრით, ყველა დიაგნოზი იქნება მძიმე, მეტადაც დამძიმდება, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, რომ ხალხმა იფიქროს, მორჩა, მიშა რომც გადარჩეს, ის მიშა ვეღარასოდეს იქნება, რაც იყო და არც კი ღირს მისთვის ბრძოლაო. ხალხი გაბრაზდება ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი რომ გარდაეცვალოს, ან ციხეში მყოფი პრეზიდენტი, ისე რომ დაავადმყოფდეს, ვეღარ გაიაროს, ვეღარ იაზროვნოს, მაგრამ თუ ხალხი გაიგებს, რომ ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს, უკვე მხოლოდ კი არ გაბრაზდება, რეაქციაც ექნება და ამ დროს, უკვე აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ან იქნება ის ადამიანი ვინც მიშასთვის იბრძოლებს, ან იქნება გარდამავალი პერიოდი, ისე რომ არც ერთ ლიდერს არ დაბრალდეს არეულობის მოწყობა. ნიკა მელია არ მოაწერს ხელს იმას, რასაც მოაწერს ხელს ვანო მერაბიშვილი, ლევან ვარშალომიძე,კეზერაშვილის დახმარებით. ამიტომ ვამბობ, რომ ნიკა მელიას გაშავება იმიტომ კი არ ხდება ახლა, რომ ვინმეს მისი შიში აქვს, ან მისი ინტერესი, ნიკა მელიას გაშავებით კეზერაშვილის, ვარშალომიძის, ადეიშვილის და სხვათა გათეთრება ხდება და პარტიის სათავეში რადიკალების დაბრუნება. შესაბამისად, საერთოდ არ მგონია დამთხვევა, მიშას მოწამვლაზე დაწყებული საუბრებთან პარტიაში მიმდინარე არჩევნები, პირიქით, ერთი დიდი გეგმის ნაწილი მგონია.
აი, რატომ ჩამოვიდა რეალურად, სააკაშვილი.
გავიხსენოთ, შარშან, დეკემბერში ჩაწერილი ინტერვიუ თემურ ალასანიასთან, რა დროსაც, მან ერთ–ერთ მედიასთან განაცხადა, “ვიღაცამ მოატყუა, შეაცდინაო… მიშასნაირი ადამიანის მოტყუება და შეცდენა ძალიან ძნელია. რომ სდომოდა, შეეძლო ისე დამალულიყო, რომ ვერ ეპოვათ, მაგრამ ესე იგი, არ უნდოდა” და მერე ალასანიამ ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ მიშა არის გულადი, ძლიერი და ა.შ. კი, ბატონო, მიშა ნამდვილად არის რისკიანი ადამიანი, ბევრჯერ გარისკა, მაგრამ ამჯერად, იმიტომ კი არა, რომ გულადია, იმიტომ რომ სწორი დროს მოახლოება დაინახა. განსხვავებით წინა წლებისგან, დასავლეთს მალე დასჭირდება საქართველოში რადიკალური ანტირუსული ძალა, რომლის სახელის მოსაპოვებლად ასე იბრძვის ახლა დღეს ყველა პარტია. მიშას კი უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის არის ამ კუთხით უალტერნატივო და თითქოს ფორაც მისცა სხვებს, აგერ მე ციხეში და აბა, ნახეთ, კი, ბატონო, სხვები რას იზამენ, რას გარისკავენ, როგორ მოიქცევიან და მიშას მისცეს ასე მოქცევის უფლება, სხვაგვარად ის საქართველოში ვერ აღმოჩნდებოდა, ოღონდ, ის მკაცრად გააფრთხილეს, რომ ყველა მითითებას უნდა დამორჩილებოდა და უნდა ჩაბარებოდა.

განაგრძეთ კითხვა...

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
სოფო ნიჟარაძე რჩეულს აღარ მალავს – ნახეთ მომღერალმა შეყვარებულთან გადაღებული რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
სოფო ნიჟარაძე რჩეულს აღარ მალავს – ნახეთ მომღერალმა შეყვარებულთან გადაღებული რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა
რეკლამა საიტზე