ყველას ნახვა

ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
„თუ ვინმე ქუჩის აქციებიდან კაბინეტში შევიდა და თუ ვინმემ ქუჩის აქციებს კომფორტული თბილი ცხოვრება და ოთახში მოწყობილი საგამოძიებო დეპარტამენტი არჩია, ეს იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილი“ - ეს განცხადება CNews-თან საუბრისას ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჟორჟოლიანის თქმით, ხაბეიშვილი, რომელსაც ახლა გაახსენდა მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესებიდან გვერდზე გადგა და კაბინეტში გადაინაცვლა.
მისი შეფასებით მისი მხრიდან სააკაშვილის საკითხის ახლა წამოწევა, არის ტაქტიკური სვლა და არანაირი კავშირი არ გააჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.
„მაშინ როდესაც ქუჩის აქციები უნდა ყოფილიყო და მაშინ როდესაც ეს თემები აქტუალური უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ არჩია ხაბეიშვილმა კომფორტული გარემო და კაბინეტში რაღაცების გამოძიება და საბუთებში ქექვა, ეს ერთი.მეორე, მე ხაბეიშვილთან პირადი გამოცდილება მქონია მიშას თემასთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია, რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ახლა მიშას თემით სპეკულირებენ, რადგანაც იციან, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი გამარჯვების გზა შიდა პარტიულში აქვთ ის, რომ ეს გამარჯვება მიშაზე უნდა გავიდეს იმიტომ, რომ სულ რომ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილი და არა სხვა რომელიმე ლიდერი რომლებიც 2016-ში გამოეყვნენ და 3%-იანები გახდნენ და არც ერთი ლიდერი, რომელიც ახლა მანდ არ არის, პარტიაში ლიდერი ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს დაადასტურა ყველა ფაქტმა და მათ შორის იმ ფაქტმაც, როდესაც ნიკა მელია მყარი და მკაფიო არ იყო საკუთარ პოზიციებში მიშასთან დაკავშირებით და თავისი ბავშვური ეჭვიანობა უფრო პრიორიტეტული გახადა, მაშინვე უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმა ის რაც უთხრა, მაგრამ...“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟურნალისტის შეფასებით, თუ პარტიაში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ რა შიდა ბრძოლები მიდის და რისთვის, მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ნიკა მელიას უპირისპირდება, ისევ მელია სჯობს, თავისი დაშვებული შეცდომებით.
„მე ნიკასთან მქონია პირადი კონფლიქტები, მე ნიკასთვის ხმა ამიწევია, რა თქმა უნდა მიშასთან დაკავშირებით, და ყოველთვის ვუწუნებდი სტრატეგიას და ყოველთვის ვუწუნებდი მიშასთან მიდგომას ნიკას, ეს მისთვის პირში მითქვამს. ეს არ არის ახალი რასაც წაიკითხავს, მაგრამ ახლა მიშასთვის კი არ ხდება ბრძოლა, ახლა დაპირისპირებული კლანები ძველი ჩინოვნიკი და ჩინოვნიკები და შემდეგ მოსული პირები ებრძვიან ერთმანეთს. არავინ არ დაიჯეროს, რომ პარტიაში რაც ხდება რაიმე კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ან რაიმე კავშირშია მის გამოყვანასთან ან დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის ყველა წევრს მეტნაკლებად მასთან მიუძღვის, არა ეს არის კუნთების თამაში და ახლა რა ძალებიც ებრძვიან ნიკა მელიას და ახლა ვინც ებრძვის ნიკა მელიას დამიჯერეთ ასჯერ დაშვებულ შეცდომებიანი ნიკა მელია ჯობია მათ ყველას“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა CNews-თან საუბარში.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი ჩალაძეს შესთავაზა, რომ შექმნას ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის საქმეს უხელმძღვანელებს.




რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ნანუკა ჟორჟოლიანის მწარე სიმართლე, და ყველასთვის მოულოდნელი განცხადება რას წერს ის სააკაშვილზე?
სასწრაფოდ! ელისო კილაძის ინფორმაცია, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია...
ყველასათვის მოულოდნელი განცხადება, რა საიდუმლოს ხდის ფარდას ის? რას წერს ედუარდ სააკაშვილი მამაზე?
სასწრაფოდ! მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გზავნილი კლინიკიდან... რას ავრცელებს ის ამას არავინ ელოდა
ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის… სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ხალხი შოკირებულია
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ნანუკა ჟორჟოლიანის მწარე სიმართლე, და ყველასთვის მოულოდნელი განცხადება რას წერს ის სააკაშვილზე?
სასწრაფოდ! ელისო კილაძის ინფორმაცია, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია...
ყველასათვის მოულოდნელი განცხადება, რა საიდუმლოს ხდის ფარდას ის? რას წერს ედუარდ სააკაშვილი მამაზე?
სასწრაფოდ! მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გზავნილი კლინიკიდან... რას ავრცელებს ის ამას არავინ ელოდა
ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის… სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ხალხი შოკირებულია
რეკლამა საიტზე