ყველას ნახვა

ცნობილი ხდება გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება... ამას არავინ ელოდა...

ცნობილი ხდება გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება...  ამას არავინ ელოდა...
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ენმ-ს შეთავაზებას. მათ სურთ, რომ იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, თავმჯდომარეებად საკუთარი წარმომადგენლები გაიყვანონ, ხოლო სხვა საკვანძო თანამდებობები „ბალანსის დაცვით” გადანაწილდეს „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის. ამის შესახებ „რეზონანსთან” პარტიის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა სუბარმა.ამ საკრებულოებთან დაკავშირებით ენმ-ის პოზიცია პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის” შეთავაზება, რომ თავმჯდომარეებად მათი წარმომადგენლები აირჩიონ მისაღებია იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ექსპრემიერის პარტია სხვა საკვანძო თანამდებობებზე ენმ-ის წარმომადგენლებს დაუჭერს მხარს.
ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი პარტია შეეცდება ბალანსის დაცვას და შესაბამისად, საკვანძო თანამდებობების ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის გადანაწილებას. გარდა ამისა, ორშაბათს მისი პარტია ახალ წინადადებას წარმოადგენს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუშლის საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველი პარტიის მიერ გადაბირებას.
„ჩვენ თავდაპირველად „ნაციონალურ მოძრაობასაც” და „ქართულ ოცნებასაც” შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარეებად მათი კანდიდატები წარედგინათ, მაგრამ ამ ორმა პარტიამ ეს ვერ შეძლო და ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ იმ მუნიციპალტეტებში, სადაც ჩვენ აგვირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები წარვადგინოთ.
„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოალიციას ვქმნით რომელიმე პარტიასთან. უბრალოდ ვცდილობთ კრიზისი ავირიდოთ და ცივილიზებული გადაწყვეტილება მივიღოთ, თორემ „ოცნება” უკვე არჩევნების გაუქმებაზე საუბრობს. ამით ჩვენს მთავარ პრინციპს – ბალანსს დავიცავთ. ასევე, სხვა პარტიების ინტერესებსაც, რის გამოც აგვირჩია მოსახლეობამ.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა