ყველას ნახვა

ყველასთვის მოულოდნელი ამბავი, ახლახანს გახდა ცნობილი ამას არავინ ელოდა... ხალხი გაოგნებულია

ყველასთვის მოულოდნელი ამბავი, ახლახანს გახდა ცნობილი ამას არავინ ელოდა...  ხალხი გაოგნებულია
ბიძინა ივანიშვილი, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი გარიგებულნი არიან ერთმანეთთან. ყოფილი ხელისუფლების ლიდერები ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და ამ საქმეს მალე ბოლომდე მიიყვანენ, აცხადებს „ალიას“ წყრო. „არც ვანო მერაბიშვილისთვის, არც დავით კეზერაშვილისთვის ამ ხელისუფლებას არც ერთი ბიზნესი არ წაურთმევია. უარეს შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრები რამდენიმე სახის ბიზნესში ჩაუჯდნენ და იმ ბიზნესებს ახლა ისინი აკონტროლებენ, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი წილები მისდით. ტყუილია,რომ  მერაბიშვილს სასამართლომ კვარიათში, „მადნეულის“ ყოფილი დირექტორის, ლობჟანიძეს სახლი წაართვა და ის ჩამორთვეს. ეს სახლი მერაბიშვილისა არასდროს ყოფილა, ლობჟანიძის სიდედრზე იყო გადაფორმებული, მერაბიშვილი  მხოლოდ ცხოვრობდა ამ სახლში, მისი არასდროს ყოფილა. ბოლომდე ეს სახლი ლობჟანიძის სიდედერის სახელზე იყო გაფორმებული. მერაბიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო და დღესაც ასეა. დავით კაზერაშვილს მცირე ბიზნესის დათმობა მოუწია, მაგრამ ყველა მსხვილი ბიზნესი შეინარჩუნა. დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ლაპარაკობენ, რომ კეზერაშვილს საკუთარი ბიზნესიდან, ყოველწლიური მოგების სახით მილიონობით დოლარი მიაქვს საქართველოდან და მის ბიზნესებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მისი ახლობლები აკონტროლებენ
მოკლედ, მერაბიშვილიც ხელშეუხებელია და კეზერშვილიც. ამხელა შემოსავლების დაკარგვა არც ერთს არ სურდა და გარიგება შედგა ბიძინა ივანიშვილსა და მათ შორის. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი ვანო ჩხარტიშვილმა დააკავშირა ივანიშვილს. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის, მერაბიშვილის ციხეში ჯდომის ჩათვლით, ყველა გაუგებრობა ამოწურულია. ახლა პარტნიორები არიან. მერაბიშვილი და კეზერაშვილი „ნაცმოძრაობას“ ისეთ პარტიად აქცევენ, როგორიც ივანიშვილს  სურს და რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაეხმრება არჩევნების მოსაგებად. სანაცვლოდ კი, მიიღეს ბიზნესის ხელშეუხებლობის სრული გარანტია. ვინმე იკითხავს, თუ კეზერაშვილი გარიგებულია ივანიშვილთან, მაშინ მას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული 5 მილიონი ევროს დაბრუნება რატომ მოსთხოვაო?კეზერაშვილი სასამართლომ რატომ გაამტყუნაო? ჯერ ერთი, დავით კეზერაშვილს ინტერპოლი  ეძებდა, ახლაც ძებნილია და 6 სასამართლო მოუგო ამ ხელისუფლებას, ვერც ერთი ბრალი ვერ დაუმტკიცა პროკურატურამ. ვერ დაუმტკიცა თუ არ დაუმტკიცა, ესეც საკითხავია, მაგრამ უხერხული იყო საზოგადოების თვალში, რომ კაცი, რომელიც არაერთ მძიმე დანაშაულში იმხილება, ერთ საქმეშიც არ გაემტყუნებინათ. 5 მილიონი ევრო ვიღაცისთვის ბევრია, მაგრამ როდესაც უცხოეთში ცხოვრობ და  ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი მიგაქვს შენი ქვეყნიდან, 5 მილიონი ევრო კაპიკებია. კეზერაშვილს ამ თანხის გადახდის პრობლემა არ აქვს, მაგრამ შეიძლება არც გადაიხადოს და ამით კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთოს ხელისუფლებას. კეზერაშვილის ყველა მსხვილი ბიზნეს-კომპნია საქართველოში, მისი ახლობლების სახელზეა გადაფორმებული. ამ ეტაპზე  5 მილიონი ევროს საქმის გამო, ინკასო ადევს ტელეკომპანია „ფორმულას“ საბანკო ანგრიშებს, რომლის დამფუძნებელიც კეზერაშვილია. ამბობენ, რომ კეზერაშვილი 5 მილიონს არ გადაიხდის და „ფორმულა“ დაიხურება, რაც კიდევ ერთი საჩუქარი იქნება ივანიშვილისთვის – ერთ ოპოზიციურ  არხს ჩამოიშორებს მისი ხელით. ვნახოთ, გადაიხდის თუ არა კეზერაშვილი ამ 5 მილიონს და გადაარჩენს თუ არა „ფორმულას“. მის პირად ქონებას თავი რომ დავანებოთ, ყველამ იცის,რომ კეზერაშვილი განკარგავს „ნაცმოძრაობის“  შავ ბიუჯეტს და ეს არის იმ ფულის ნაწილი, რაც ამ პარტიის ლიდერებმა იშოვნეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მას შეუძლია, ამ ე.წ. ობშიაკიდან გადაარჩინოს „ფორმულა“. კი, ტელევიზიას დახურავენ, თუ 5 მილიონი ევრო არ გადაიხადა, მაგრამ შეუძლია, ორ კვირაში უკეთესი ტელევიზიის გაკეთება იმავე გუნდით. ტელევიზიას შემოვლითი გზით დააფინანსებს, დავუშვათ, მედიის განვითარების  ფონდს ან რაღაც ამგვარს დააფუძნებს და „ფორმულა“ ისევ გავა ეთერში. ის ფული, რაც კეზერაშვილს აბარია, გათეთრებულია და სხვა და სხვა იურიდიულ და კერძო  პირებზე  ირიცხება  უცხოეთის სხვა და სხვა ბანკებში. შესაბამისად, უცხოეთიდან ტელეკომპანიის დაფინანსება იოლია. შესაბამისად, კეზერაშვილს შუძლია, რომ ამ ფონდის თუ მსგავსის დამფუძნებლად უცხოეთში მყოფი ქართველი ან უცხოელი  გახადოს და თანხის ტელევიზიის დამფინანსებლებიც ისინი იქნებიან, თავად არც გამოჩნდეს. „ფორმულას“ არსებობა, ლოგიკურად  ხომ „ნაცების“ ინტერესებში შედის და წესით, უნდა გადაარჩინონ ტელევიზია. მალე გამოჩნდება, სიმართლეს ვაბობ თუ არა. თუ „ფორმულა“ დაიხურა იმ 5 მილიონი ვეროს გამო, მაშინ მართალს ვამბობ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მართალს ვამბობ და „ფორმულას“ დახურვა მხოლოდ დროის ამბავია. საქმე გვაქვს ოლიგარქების სერიოზულ გარიგებასთან, სადაც მილიარდებზეა ლაპარაკი. იქ კი, ყველა სხვა ინტერესი, მეორეხარისხოვანია. ერთიც უნდა ვთქვა. „ნაცმოძრაობა“ რეფორმირებას აღარ ექვემდებრება. „ქართულ ოცნებასთან“ 8 არჩევნები წააგეს, მათ შორის, გაყალბებით, მაგრამ დასავლეთისგან სერიოზული მხარდაჭერა არ ჰქონია. ადრე  „ალიასთან“ არაერთხელ განვაცხადე, რომ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი  დასავლეთმა ჩამოწერა, მათ ხელისუფლებაში აღარ დაბრუნებენ და ყველაფერი აქეთკენ მიდის. დასავლეთმა აქამდე ის არ გააკეთა, რომ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ წაეყვანათ და მას ხელისუფლებაში დააბრუნებენ?  უბრალოდ, მერაბიშვილი და კეზერაშვილი სხვებზე ადრე მიხვდნენ ამას და  გადაწყვიტეს, პარტიის გამოყენება საკუთარი ბიზნეს-ინტერესებისთვის. ამ საქმეში პარტიის ძველი ლიდერებიც არიან ჩართულნი, მათაც ბიზნეს-ინტერესები აქვთ საქართველოში და მათაც მიიღეს გარანტიები ამ გეგმისთვის ხელის არ შეშლის სანაცვლოდ, გაჩუმდნენ. ერთი მათგანი კობა ნაყოფიაა. კი, აკრიტიკონ ივანიშვილი, ხელისუფლება, ეძახონ მოღალატენი, მიტინგებიც მოაწყონ მათ წინააღმდეგ, მთვარია, გეგმა არ ამხილონ და არ ჩაშალონ. მათი ვითომ ოპოზიციონერობა, ხისტი რიტორიკა და მიტინგები „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. მათი გეგმა ხომ ის არის, ხალხს დაანახონ, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ ანგარიშგასაწევი ძალაა და თუ ხალხი „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს, მაშინ  მერაბიშვილი და კეზერაშვილი დაბრუნდებინ  ხელისუფლებაში და „მიშა-2“, რომელიც მიშა სააკაშვილზე სასტიკი და სისხლიანი იქნება, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან „ნაცები“ – განუცხდა „ალიას“ წყარომ.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
სასწრაფოდ; რა ხდება ამ წუთებშ დედაქალაქის ქუჩებში, თბილისი პარალიზებულია (იხ. ფოტომასალა)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
სასწრაფოდ; რა ხდება ამ წუთებშ დედაქალაქის ქუჩებში, თბილისი პარალიზებულია (იხ. ფოტომასალა)
რეკლამა საიტზე