ყველას ნახვა

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში, გილოცავთ სრულიად საქართველოს ეს დიდი გამარჯვებაა

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში, გილოცავთ სრულიად საქართველოს ეს დიდი გამარჯვებაა
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს ჩემს პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციითა და დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის.
აქვე, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულშემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს. 
დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა. 
და მთავარი და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მთავარ მოკავშირეს, ჩემს ოჯახს, სოფოს და ბავშვებს, ვინც თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მეც მამხნევებს და მაიმედებს, რომ ჩემს ბრძოლას აზრი აქვს და გამარჯვება გარდაუვალია. პერსონალური მადლობა სოფოს, რომელიც ჩვენი მოკრძალებული ძალებით, მაგრამ დიდი სიმართლით წარმატებულად ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ჩემი საქმის და, ზოგადად, საქართველოში დამყარებული ავტორიტარული ეკვილიბრიუმის თაობაზე. 
მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. 
წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ ყველას, ვინც იბრძვის თავისი სიმართლისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. წარმატება გმირ უკრაინელ ხალხს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გამარჯვება აუცილებლად მოვა!
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი...
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგმა ასე გადაწყვიტა... ნიკა გვარამია პატიმრობაში...
ვის შეუძლია შეძენა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება
სასწრაფოდ: შოკისმომგვრელი ფოტომასალა ელისო კილაძის პოსტი ინტერნეტ სივცეში უდიდესი ნაღმია
მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა სააკაშვილის შეწყალებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა