ყველას ნახვა

ერთი არ დავქუხოთ და საპასუხოდ ჩვენც არ გავიდეთ ქუჩაში! მართლა ძალიან ბევრნი ვიქნებით

ერთი არ დავქუხოთ და საპასუხოდ ჩვენც არ გავიდეთ ქუჩაში! მართლა ძალიან ბევრნი ვიქნებით
მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს. იხსენებს დროს, როდესაც თვითონ იდგა საპროტესტო აქციაზე და შედარებას აკეთებს. დასძენს, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციებზე თავისუფლებას მოითხოვენ, არ იციან რას აპროტესტებენ მათგან განსხვავებით, ვინც 12-15 წლის წინ აპროტესტებდა ხელისუფლებას.
 
ლორთქიფანიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას იმასაც ამატებს, რომ თუ ეს ყველაფერი არ დამთავრდება, საპასუხოდ გამოვლენ ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” და მის მიერ ორგანიზებული აქციების წინააღმდეგია.
 
 
ნანა ლორთქიფანიძე: – მიმდინარე მოვლენებზე ვნერვიულობთ და განვიცდით. თუმცა არც ერთი წუთით არ ვუშვებ, რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბება თუ უნდოდათ, უფრო კარგად შეიძლებოდა გაეყალბებინათ, სათავისოდ.
 
– უფრო კარგად ანუ რა შედეგით?
 
– ბევრად უარესი შედეგით, როგორც აყალბებენ, ან როგორც ადრე ხდებოდა.
 
– ანუ ხალხის პროტესტი უაზრობად მიგაჩნიათ.
 
– რასაკვირველია. მე არა მგონია, “ნაციონალურ მოძრაობას” პროცენტები აღელვებდეს და ამისთვის იბრძოდეს. მე მგონია, რომ რა პროცენტიც არ უნდა მიეღოთ, ეს სცენარი მაინც განვითარდებოდა. მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა.
 
 “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით სხვა პარტიებიც დგანან დღეს.
 
– რომელი პარტიები? ნინო ბურჯანაძეს რატომ უკვირს, რომ საერთოდ ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა? არ მესმის. რატომ გონია, რომ ვინმეს შეიძლებოდა, რომ მისთვის ხმა მიეცა ოჯახის წევრების და ნათესავების გარდა?!
“ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია, რომ ამნეზია და სკლეროზი გვაქვს. ცნობილი გამყალბებელი, ხათუნა გოგორიშვილი რომ ბედავს და გამოდის და არჩვენების გაყალბებაზე ლაპარაკობს, ვრწმუნდები, რომ შუბლის ძარღვი საერთოდ გაუწყდათ. თითებს გვიქნევენ. მთელი ათი წელიწადი როგორ ტყუილებზეც და ფასადურ პოლიტიკაზეც იდგნენ, ისეთივე ტყუილებით არიან ახლაც.
– და იმ ხალხსაც ტყუილში დაადანაშაულებთ, ვინც თავისი ხმის გაყალბებას აპროტესტებს?
 
– ვინ ხალხზე მელაპარაკებით? ვიწრო პარტიული აქტივის გარდა, ვინ დგას იქ? ის 27 პროცენტი, რაც აიღეს, მხოლოდ ის ჰყავთ. მაგრამ ის ხალხიც არ გამოდის.
 
ალბათ, 500 ათასმა მისცა ხმა ნამდვილად, მაგრამ სად არის ის ხალხი? მე ვერ ვხედავ. მე ვხედავ რაიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ვუთანაგრძნობ. გაჭირვებულ ხალხს 20-20 ლარიანი “პადაჩკებისთვის” (ბოდიში სიტყვისთვის) რომ ჰყავთ ჩამოყვანილი.
 
თბილისიდან ის ხალხი გამოდის, ვინც ამ პისისხლიანი რეჟიმის დროს თავს კარგად გრძნობდა. თავიანთი კომპლექსები დაკმაყოფილებული ჰქონდათ ხალხის წამებით, ხოცვით, ცემა-ტყეპით და წართმევით. აი, ეს ხალხი დგას ისევ ქუჩაში და ისევ უნდათ ისინი. მე ტრაგედიად მიმაჩნია, რომ იმ 500 ათას ადამიანს ისევ იმ სადისტი ხელისუფლების უკან მობრუნება რომ უნდა. ამ ხალხის არსებობა უფრო ტრაგედიაა ჩემთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”.
 
ძალიან დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, ვინ უნდათ და ვის აძლევენ ხმას. ის მოცეკვავე ბავშვები, ვინც პარლამენტის წინ დგანან, მართლა ვერ აცნობიერებებენ რა უნდათ. წინადადებას ვერ აყალიბებენ, რისთვის არიან მისულები.
 
– სოციალურ ქსელში წერთ – “რა ჰგონიათ, დავთმობთ ამ სიმწრით მოპოვებულ თავისუფლებასო?” რას აპირებთ?
 
– არ დავთმობთ. როგორც ვიბრძოდით ისევ ისე ვიბრძოლებთ. ჩვენც გავალთ ქუჩაში და დამერწმუნეთ, ბევრად უფრო მეტნი ვიქნებით.
 
რასაც ეს ბავშვები ითხოვენ, იგივე ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი რომ გაუთავებლად კივის, თავისუფლებას მიზღუდავენ და თავისუფლებისთვის ვიბრძვიო, რას უზღუდავენ და რას ვერ აკეთებენ? იმის მეასედს, რასაც ესენი ახლა მიტინგებზე ბედავენ, ბედავდა ვინმე “ნაციონალური მოძრაობის” დროს?
 
მთელი ჩემი თაობა ქუჩაში იდგა. მზესუმზირას რომ შევჭამდით და წყალს დავლევდით, იმ ტერიტორიას ვალაგებდით და ისე მივდიოდით იქიდან. საპროტესტო აქციებს რომ ვმართავდით, მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა.
 
შარშან, 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე, კი ულამაზესი სკამები დალეწეს და როგორც ქვეყნის მტრები ისე რომ იქცევიან, ეს არის სამშობლოს სიყვარული? საშველი გვადგება, კეთდება, ლამაზდება ქალაქი, მწვანდება და ესენი რა დღეში არიან.
 
იმ წლებში იყო მიტინგზე დგომა რთული, ცოცხლები მივიდოდით თუ არა სახლებში და შვილები უვნებლები დაგვიბრუნდებოდნენ თუ არა, არ ვიცოდით. ნაჟეჟები მოდიოდნენ სახლში და ახლა იქ ტლინკაობას, არაფერი უნდა.
 
პარლამეტის წინ ცეკვავენ და მღერიან და თან რა დროს? როცა ნახევარი საქართველო ჭირისუფალია. როცა დღეში ამდენი ადამიანი იღუპება კოვიდისგან და გამოტენილია საავადმყოფოები დასნეულებული ხალხისგან. ესენი კონცერტებს მართავენ. რაში უნდა გავუწიო თანაგრძნობა, როგორ უნდა ვუგულშემატკივრო ამ ყველაფერს?
ამდენად, თუ აღარ გაჩერდებიან, მართლა ერთი არ დავიხუვლოთ და არ გამოვიდეთ! ნამდვილად ძალიან ბევრნი ვიქნებით. უკვე მართლა აღარ შეიძლება ასე დაუსრულებლად ამის ყურება. მშვიდობიანი მიტინგია სპეცნაზელებს რომ ურტყამენ და ლოდებით მიცვივდნენ ცესკოსთან?
 
ხატია დეკანოიძე წყლის ჭავლზე რომ აღშფოთდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, როცა ბიჭებს ქუჩაში ხვრეტდნენ.
 
მოგვეშვან და დაგვანებონ თავი მაგათმა! თუ უნდათ ამ ქვეყნისთვის რამის გაკეთება, შერძანდნენ პარლამენტში და იქიდან აკეთონ საქმე. ხომ შეიძლება კრიზისებიდან გამოსავალზე იფიქრონ და არა ვინ უფრო მაღალ სკამზე დაჯდება.

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე