ყველას ნახვა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა - “იცით, ცხედარი რა დღეში იყო? თვალში მტვერს გვაყრიან…"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა - “იცით, ცხედარი რა დღეში იყო? თვალში მტვერს გვაყრიან…"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა - “იცით, ცხედარი რა დღეში იყო? თვალში მტვერს გვაყრიან…"

„საგამოძიებო ექსპერიმენტიდან მე არაფერ შედეგს არ ველოდები. ისევ თავიანი თავისთვის აკეთებენ, რომ საქმე გაიწელოს და დრო მოიგონ. მე ასე ვფიქრობ. ჩვენს სახეიროდ არაფერი არ ხდება ”, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით განა.
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ხუთი დღის განმავლობაში არ მდგარა.
„რა თქმა უნდა, არ იდგა. ესენი ეცდებიან, ექსპერიმენტით დადგინდეს, რომ მანქანა იდგა, მაგრამ ფაქტია, არ იდგა. ფაქტობრივად, ამ ყველაფრით თვალში მტვერს გვაყრიან. ეს მანქანა 21 ივლისს, გამთენიისას მოიტანეს. იცით, ცხედარი რა დღეში იყო? ასე დახურულ სივრცეში ეგეთი რაღაც არ ხდება, რაც ბავშვზე იყო ”, - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი ვიღაცას ეძებდა.
„ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში არაფერი საინტერესო არ არის, მხოლოდ ძველი ზღაპრები. გუშინ ვუყურე ვიდეოკამერების ჩანაწერებს. არის შიგ რაღაც-რაღაცები. ძალიან ცოტა დავათვალიერეთ, ჩანს მისი გადაადგილება. ჩანს ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე, მისულა ფონიჭალის განყოფილებასთან, იქიდან მოატრიალა და წავიდა ზემო ფონიჭალისკენ. ჯერჯერობით კამერებში არ ჩანს, მაგ მომენტში შევიდა თუ არა ვინმესთან, თუმცა დასათვალიერებელია კიდევ. ჩემი აზრით, დანიშნულების მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ვინ ელოდა ან იქ რა უნდოდა, საქმც ეს არის. რა უნდოდა იმ სოფელში, ვის ეძებდა? ვიღაცას ეძებდა, ათვალიერებდა. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ შეხვედრა დაუნიშნა ამ ადგილზე ”, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი 20 აგვისტოს ჩატარდა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა