მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა… გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გარეთ გავიდეო”, – განაცხადა კვაშალმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა: „თემური, როგორც ბევრი ადამიანი, დღეს კოვიდინფიცირებულია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
