ყველას ნახვა

გარდაცვლილი გოგონას დედის სულისშემძვრელი მიმართვა საზოგადოებას მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე – დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას

გარდაცვლილი გოგონას დედის სულისშემძვრელი მიმართვა საზოგადოებას მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე – დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას
გარდაცვლილი გოგონას დედის სულისშემძვრელი მიმართვა საზოგადოებას მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე - დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას
23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახებში და მთელი საქართველო გლოვობს.
 
25 წლის, რუსთაველი მედეა დევსურაშვილი სწორედ ამ ავარიას შეეწირა. სამი გადარჩენილიდან ერთ-ერთი კი მისი და, 23 წლის ხატია დევსურაშვილია, რომელიც ამჟამად კომაშია.
 
პრაიმტაიმი “ ოჯახის ახლო ნათესავს ესაუბრა:
 
- ოჯახს სამი გოგო ჰყავს, მედეა უფროსია, მას ბებიის სახელი დაარქვეს, მომდევნო ხატიაა და ჰყავთ კიდევ ნაბოლარა შვილი, 11 წლის ლიზიკო. საუკეთესო გოგონები აღზარდეს, მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან. ხატია და მედეა ზრუნავდნენ ავადმყოფ ბებიაზე. დილით, ვიდრე სამსახურსა და სასწავლებელში წავიდოდნენ, ბებიას აპურებდნენ, ბანდნენ, უცვლიდნენ ტანისამოსს, ლიზისაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ. უფროსი დები კარგა მოზრდილები იყვნენ, როცა ნაბოლარა დაიბადა და დიდი წვლილი მიუძღვით მის გაზრდაშიც.
 

 
ინტერნეტში მოძებნეს ტური და წასვლა ისე დაგეგმეს. რა იცოდნენ, რომ სიკვდილის შესახვედრად მიდოდნენ?
წინადღეს იყიდეს პროდუქტი საგზლისთვის, დედას ლობიანები დააცხობინეს, დილის 4 საათზე იყო გასვლა დეგეგმილი და მამამ წაიყვანა მანქანით, მიკროავტობუსში ჩასვა და გააცილა.
თურმე თავიდანვე არ უნდოდა შვილების გაშვება, - ცუდი წინათრგძნობა მქონდა, გული ცუდს მეუბნებოდა, მაგრამ გოგონებს ისე უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა, რომ უარი ვეღარ ვუთხარიო. არა და, რომ დაემშვიდობნენ, დედას პირჯვარი გადაუსახავს მათთვის და ცუდად გამხდარა. თავადვე შეუძახია თავისთვის, - ბავშვები არ დავთარსოო და ცდილობდა, ცუდზე არ ეფიქრა.
 
ბოლოს მედეამ დედას დაურეკა და უთხრა, ჯვრის უღელტეხილი გადმოვიარეთ და შინ ვბრუნდებითო.
 
დედა ცდილობდა შემდეგ დაკავშირებას. გადიოდა ზარი და არავინ პასუხობდა. რას წარმოიდგენდნენ მშობლები, რომ ამ დროს მათი ერთი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე კი სიკვდილს ებრძოდა.
მერე ტელეფონი ხან დაკავებული იყო, ხან არ იჭერდა. აფორიაქდა გოგონების დედა.
 
შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შატილიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. უკვე პანიკაში იყვნენ მშობლები. შემდეგ 112-დან მოვიდენ და წაიყვანეს დედ-მამა - ვინც იყო მიკროავტობუსში, ყველას მშობლები მიგვყავსო.
 
შემთხვევის ადგილამდე არ მისულან, რადგან შეატყობინეს, რომ იქ სამაშველი სამუშაოები დასრულებული იყო და დაშავებულებიც და გარდავლილებიც უკვე გადაყვანილი იყვნენ.
 
მალევე დაადგინეს, რომ მედეა გარდაცვლილი იყო და დაიწყეს ხატიას ძებნა.
 
რადგან დაშავებულები და გარდაცვლილები სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს, ამიტომ ცოტა გაჭირდა მისი მოძებნა.
 
აღმოჩნდა, რომ სამი ადამიანის ვინაობა იყო დაუდგენელი და გამომძიებელმა მამას აჩვენა იმ სამი ადამიანის ფოტოები, - რომელიმე შენი ხომ არ არისო.
მამამ შვილი მხოლოდ წარბებით იცნო. - ეს გოგო ცოცხალიაო, უთხრეს. გახარებულმა მამამ ტელეფონზე დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ ხატია ცოცხალი იყო.
 
ეს ერთგვარი შვება იყო გაუბედურებული მშობლებისთვის. მართალია, ხატია კომაშია, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ გადარჩება.
 
ეს დები შატილიდან, იმ საბედისწერო მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ - ავტოკატასტროფის უმძიმესი შედეგები
 
მშობლებმა არ იციან, რომელ დარდს გაუძლონ - მიცვალებულს მიხედონ თუ ცოცხალს.
 
საშინელება ტრიალებს… ვიდრე მედეას შინ გადმოასვენებდნენ, დედა ხატიასთან იყო, კლინიკაში და რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა. მაშინვე ხატებთან დაიჩოქა და ლოცვა აღავლინა შვილის გამოსაჯანმრთელებლად.
 
მედეა ხომ წაიყვანე ღმერთო და ხატია მე დმიტოვე, ნუ წაიყვანო, - ტირის საცოდავი ქალი.
 
არ ვიცი, რა ეშველება ამ ოჯახს და როგორ გაუძლებენ ამხელა ტრაგედიას.
 
გოგონების დედის თხოვნაა, რომ ყველამ ილოცოს მისი შვილის გამოჯანმრთელებისათვის და ახლად შესვენებული მედეასთვის.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
რეკლამა საიტზე