რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე "სტუმრად მიშასთან კიევში ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ"

“კიევში ჩემს მეგობრებთან ვიყავი ჩასული, რომლებიც უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ ვნახე მიშა, როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი.
წინასწარ ვუთხარი, უკრაინაში რომ ვაპირებდი გამგზავრებას და ზუსტად იმ დროს დავამთხვიე, როცა თავადაც ჰქონდა თავისუფალი დრო. მასთან ვიყავი სახლში სხვა ქართველებთან ერთად.
ტრადიციულად გვიმასპინძლა, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, სადაც ვისაუბრეთ პოლიტიკაზეც.” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.