ყველას ნახვა

ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფრომაცია უდიდესი სკანდალი ეს ნამდვილად ბომბია

ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფრომაცია უდიდესი სკანდალი ეს ნამდვილად ბომბია
"როგორც ცნობილია, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად უილიამ ბერნსი შეარჩია - დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე დიპლომატი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე. 64 წლის კორიფე აშშ-ში არა მარტო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დიდოსტატია, არამედ რუსეთის საქმეების ბრწყინვალე მცოდნე, კარგად იცის 
რუსული ენა... უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში აშშ-ის ელჩიც იყო რუსეთში, არაერთხელ ჰქონია შეხვედრა თან, დიმიტრი მედვედევთან, სერგეი ლავროვთან. ეს ჭკვიანი და ენერგიული ამერიკელი, ჯო ბაიდენის გუნდის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, რუსეთს და რუს ხალხს ძალიან კარგად იცნობს. მით უმეტეს საინტერესოა, თუ როგორ გამოავლენს საკუთარ თავს კარიერული დიპლომატი ახალ თანამდებობაზე - "ხანჯლისა და მოსასხამის რაინდების" უწყების შეფობის დროს.

2019 წელს უილიამ ბერნსმა გამოსცა მემუარების წიგნი, რომელიც უკვე რუსულ ენაზეც დაიბეჭდა სახელწოდებით "უჩინარი ძალა: როგორ მუშაობს ამერიკული დიპლომატია".
ამონარიდი:

"რთული საუბარი ბუხართან"
ჩვენ ბარვიხაში მივედით. პრეზიდენტის თანაშემწე შეხვედრისათვის მომზადებულ სასადილო დარბაზში შეგვიძღვა, სადაც დიდ მაგიდასთან უკვე ისხდნენ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები თითქმის სრული შემადგენლობით. მისალმებისას ვლადიმერ პუტინმა სარდონულად ჩაიცინა და თქვა, რომ კონდოლიზა რაისმა, როგორც რუსეთის ისტორიის სპეციალისტმა, ალბათ უკვე შეაფასა ასეთი გარემო. ეს თანამედროვე პოლიტბიუროს ჰგავდა, რუსეთის მეფესთან დაახლოებული პირების თავმოყრას.
მომენტი რთული იყო, ისევე როგორც თვითონ ვლადიმერ პუტინის პიროვნება. მან კონდოლიზა რაისს განუმარტა, რომ სტუმრები დაბადების დღის აღსანიშნავად არიან შეკრებილნი: ახლახან საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს 61 წელი შეუსრულდა, მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი მედვედევი 41 წლისა გახდაო.
მაგიდასთან მხიარულება სუფევდა, წარმოითქვა სადღეგრძელოები (...)სადილის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კონდოლიზა რაისი მისაღებ ოთახში პრივატული საუბრისთვის მიიწვია. მათ მე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შევუერთდით. ბუხრის წინ დავსხედით. პუტინი და რაისი პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე კითხვა დაუსვა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ (...)

რუსეთის პრეზიდენტის განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე ლაპარაკი დაიწყო და რუსეთს მოუწოდა არ დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის საკითხთან დაკავშირებით....

- მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების მარიონეტია, - თქვა ვლადიმერ პუტინმა, - დაანებეთ თავი, ნუ აწვალებთ "ძაფებით", სანამ რაიმე უბედურება არ მომხდარა... ახლა მე ერთ რაღაცას გეტყვით, რაც იქ მსხდომებმაც კი არ იციან (მან ხელით სასადილო დარბაზის კარზე მიანიშნა): თუ საქართველო ოსეთში სისხლისღვრას მოაწყობს, მე იძულებული ვიქნები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიარო და მას [საქართველოს] ძალითვე ვუპასუხო. (...)
დაძაბული სიტუაცია თანდათან განიმუხტა და ფეხზე მდგარი ვლადიმერ პუტინი და კონდოლიზა რაისი ისევ დასხდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ისევ გაღიზიანებული ჩანდა, თუმცა მან შედარებით მშვიდად დაასრულა: "ჩვენ ამ საკითხზე მარადიულად შეგვეძლო ლაპარაკი, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ ერთი რამ გაიგოთ: თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს განიზრახავს, ჩვენ მას სწრაფად შევაწყვეტინებთ".

ამ განცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მობოდიშებით თქვა, რომ სასადილო ოთახში გავალ, მედღეობეებს და სტუმრებს გავაცილებ, დავემშვიდობებიო. მოგვიანებით მან ესტაფეტა სერგეი ივანოვს გადასცა, რომელიც შეეცადა კიდევ ერთხელ განემარტა ჩვენთვის ვლადიმერ პუტინის სიგნალის მნიშვნელობა საქართველოსთან მიმართებით. თუმცა ამის აუცილებლობა აღარ იყო. პუტინის საომარმა განწყობამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა - რუსეთი უკვე ის რუსეთი აღარ იყო, რომელიც მე ათი წლის წინ ვნახე - ორივე ბეჭზე წაქცეული, სტრატეგიულად დაკნინებულ-დასუსტებული. ნავთობის მაღალი ფასებით მომძლავრებულ კრემლს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა აღარ სურდა, მოსკოვი 15 წლის განმავლობაში ინახავდა გულში წყენას. რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკამ ისარგებლა მისი ისტორიული სისუსტით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და ახლა მოსკოვს ფეხზე წამოდგომის ნებას არ აძლევს. ვლადიმერ პუტინს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მან ისევ გადააქცია რუსეთი ძლიერ სახელმწიფოდ და ჩვენ მისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია".
(წყარო)
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ; რა ხდება ამ წუთებშ დედაქალაქის ქუჩებში, თბილისი პარალიზებულია (იხ. ფოტომასალა)
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ; რა ხდება ამ წუთებშ დედაქალაქის ქუჩებში, თბილისი პარალიზებულია (იხ. ფოტომასალა)
სასწრაფოდ: ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე...
სასწრაოდ: ეს ყველამ უნდა ნახოს... ინფორმაცია ყველსათვის მოულოდნელი
სასწრაფოდ: ინფორმაციამ სრული ინტერნეტი მოიცვა უცნაური ნათება საქართველოს ცაზე, ეს რუსული ბალისტიკური რაკეტაა
ილიკო სუხიშვილის სკანდალური მიმართვა სრულიად ონლაინ სივრცეს იპყრობს საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია
რეკლამა საიტზე