რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ყველას ნახვა

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ ხალხი შოკშია

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ ხალხი შოკშია
– ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, – მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას.
– ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? – გაეღიმა ნიკას.
– შესაძლოა, – პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, – ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია?
– კი, ვიცი, – ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს.
– გასაგებია, – პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო.
– იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, – უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, – პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ.
– იქაური ხართ?
– არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს.
– ფეხით რატომ მოდიხართ?
– ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, ნახალოვკაში პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო.
– პირველი შვილია?
– კი.
– ბიჭია?
– გოგოა.
– გათენებას რატომ არ დაელოდეთ?
– ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი.
– არ მატყუებთ?
– არა, გეფიცებით.
პოლიციელი ჩაფიქრდა.
– რა ხდება მანდ? – გასძახა პოლიციელს მეწყვილემ.
– ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, – მიუგო პოლიციელმა.
– რა სჭირს, ორსულადაა, – იხუმრა მეწყვილემ.
– პირველი შვილი შეეძინა, გოგონა.
– დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, – საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა.
– დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? – ჰკითხა ნიკამ.
– დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება.
– მაინც რა ერქვა? – დაინტერესდა ნიკა.
– მარიამი, – მიუგო მეწყვილემ.
– მართლა? – გაუხარდა ნიკას.
– კი, მართლა, – თავი დაუქნია მეწყვილემ, – მაგრამ ასე რამ გაგახარა?
– იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის…
– მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, – თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას.
– საქმე ისაა, რომ ამცდება, – გაეცინა ნიკას.
– ვითომ რატომაო? – ჩაეძია მეწყვილე.
– იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა.
პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ.
– მართლა? – ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა.
– რა თქმა უნდა, – შესძახა ნიკამ.
– წავედით სამშობიაროში, – აღმოხდა მეწყვილეს, – არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ.
– მერე ჯარიმა? – ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა.
– რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!…
პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ ნახალოვკისკენ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძის სკანდალური ინფრომაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით - "რას გვიმტკიცებთ ქოცებო-16 წლის ბავშვი უკვეთავდა ძალადობას"
ექსკლუზიური დეტალები ეს ყველამ უნდა ნახოს ახლხანს ვრცელდება რა მოხდა სინამდვილეშ რატომ გადადგა გიორგი გახარია
სასწრაფოდ! უდიდესი სკანდალი, შოკისმომგვრელი ჩანაწერი ამას არავინ ელოდა ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერი
არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ფულით და პირიქით, ვიცი, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს მიაკერებენ ახლა და იტყვიან, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობსო
თეა წულუკიანის განცხადება გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და თანამდებობიდან წასვლაზე
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა