ყველას ნახვა

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს
ზურა მანჯავიძის სკანდალური განცხადება - "ნაცმოძრაობა"   უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს" "საწუწუნო შეიძლება სხვაზე მეტი მქონდეს, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს"

მომღერალ ზურა მანჯავიძეს, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობისა, მაინც იმედი აქვს, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება და ყველა შეძლებს, საყვარელ საქმეს დაუბრუნდეს. მასთან ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბრეთ - ძველზეც და ახალზეც.

- არაერთმა თქვენმა კოლეგამ გამოთქვა პროტესტი, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ არ იზრუნა მომღერლებზე და ისინი სოციალური პაკეტის გარეშე დარჩნენ.
- უფულობა და უმუშევრობა კარგი არავისთვისაა,

მაგრამ ვხედავ, რომ ხელისუფლება რაღაცას მაინც ცდილობს და აკეთებს. ჩვენ ამერიკასავით ძლიერი ქვეყანა არ ვართ, რომ უსაზღვროდ შესძლებოდა სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების დახმარება. საწუწუნო შეიძლება სხვაზე მეტი მქონდეს, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს.

- კორონაპანდემია და არჩევნები ერთ პერიოდს დაემთხვა და ვფიქრობ, ამან გაამწვავა ზოგადი ფონიც და საზოგადოებაში დაპირისპირებაც.
- ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა ერთმანეთთან ქიშპობა. ქართველის ყველაზე დიდი მტერი ისევ ქართველია. ერთ მუშტად შეკრულები რომ ვყოფილიყავით და შიდა დაპირისპირება არ გვქონოდა, დღეს უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნებოდა.

- თქვენი აზრით, ვის შეუძლია სიტუაცია შეცვალოს და სასიკეთოდ შემოატრიალოს?
- ვისაც ეს ხელეწიფება, ეკლესიაა, მაგრამ ახლანდელ ოპოზიციას ეს არ აწყობს, პირიქით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ბევრს ხელები ეფხანება, ისე ამოვიდა ყელში მათი უმსგავსობა.

თავს ვიკავებთ, რომ რადიკალური ზომების გამოყენება არ დავიწყოთ და ჩვენც მათ არ დავემსგავსოთ. ხელისუფლებას ვადანაშაულებ, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ ამდენი ხანი რომ "აბლატავებენ" ამ ნამუსგარეცხილებს, რომელთაც ძალადობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ვერ მოიძებნა გზა, რომ სამართლებრივად მიეჩინათ მათთვის ადგილი. პოლიტიკაში ყოფნის კი არა, ხმის ამოღების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ქუჩაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეთ.

- ალბათ ხშირად გეკითხებიან, რატომ ხართ ასე კატეგორიულად მათ წინააღმდეგ განწყობილი, პირადად თქვენ რა დაგიშავეს?
- ესე იგი მე თუ არ დამიშავეს და ჩემს მეზობელს დაუშავეს, სხვისი ჭირი ღობის ჩხირია, არა? თუმცა პირადად მეც დამიშავეს - ვიღაცას რომ სასტიკად მოექცნენ და ეს გავაპროტესტე, ჩემ მიმართაც წამოვიდა აგრესია. ჩუმად რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კარგ "ტალღაზე" ვიქნებოდი და ახლაც...

ჩვენი დაპირისპირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც 3 ნოემბერს მიტინგზე გამოვედი. ზღვარი გირგვლიანის მკვლელობა იყო. ამის შემდეგ განსაკუთრებული შეტევა დაიწყო ცნობილ ადამიანებზე, ვინც ხალხს უყვარდა, რათა მათ ხალხზე გავლენა არ მოეხდინათ. ყველანაირ ხერხს იყენებდნენ - ძალას, მოთაფვლას, ახლობლების მოგზავნას, მოქრთამვას, პოლიტიკურად დამუშავებას... იქით რუსეთია, აქეთ - ეს ნათელი წერტილი მიშა, რომელსაც, მართალია, ცოტა უხეშად გამოსდის რაღაცები, მაგრამ მომავლისთვის ასე ჯობიაო, გვეუბნებოდნენ. ეს თუ არ გაჭრიდა, მერე იწყებოდა შეპარული მუქარა, დაშინება. მთელი სისტემა მუშაობდა, რომ ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, როგორმე ან გაეჩუმებინათ, ან გადაებირებინათ.

- არ გეშინოდათ?
- თავი ისე მეჭირა, ვითომ არ მეშინოდა და იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ოჯახი მყავდა, უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო და შეიძლებოდა, ნარკოტიკი ან რამე ჩაედოთ. ახლობლები მაფრთხილებდნენ, შენი დაჭერა უნდათო. რაზე-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, დაგიჭერენ და რა მნიშვნელობა აქვს, ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან - იარაღს, ან წამალს გაგიკეთებენ ძალითო. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო, განსაკუთრებით - ჩემზე თავდასხმის შემდეგ. როდესაც დავით ბაქრაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა ამ თავდასხმის შესახებ, თავისი განუმეორებელი ქვეშქვეშა ღიმილით უპასუხა, იმდენი ხალხი თვრება, სად ვაკონტროლებთ, ვინ ვის დაესხმება თავსო. რატომ გამახსენეთ ახლა ამდენი ცუდი ამბავი... ეს მოგონებები ჩემს მეხსიერებაში "ჩავკეტე", შვილებსაც არ ვუყვები ხოლმე.

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს. პარლამენტში თუ არ შევლენ, გახდებიან მარგინალები, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში და მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება - ჯერ არ გადაუთქვამთ სიტყვა თუ რა!



რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ამ წუთებში ვრცელდება ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი ვინ არიან მასზე თავდასხმელები (იხ.ვიდეო)
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ამ წუთებში ვრცელდება ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი ვინ არიან მასზე თავდასხმელები (იხ.ვიდეო)
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
ანონიმუსი საქმეე გადავიდა ამ წუთებში ცნობილი... ხდება უდიდესი მიღწევაა ეს
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
რეკლამა საიტზე