ყველას ნახვა

"უახლოეს დროში საქართველოში შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ - მმართველი პარტიაც"...

"უახლოეს დროში საქართველოში შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ - მმართველი პარტიაც"...
"უახლოეს დროში საქართველოში შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ - მმართველი პარტიაც. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც 2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ასეთი შანსი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომა გამოაცხადა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურს ძალის გამოყენება ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ შტაბ-ბინაში ჩაიკეტნენ და ამით ხელს უშლიდნენ პოლიციის მიერ პარტიის

თავმჯდომარის დაპატიმრებას", - ნათქვამია რუსულ გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") გამოქვეყნებულ სტატიაში - "საქართველოს პრემიერი განუხორციელებელი სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდა: მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი მიეცათ" (ავტორი - გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლად არის გადმოცემული ის მოვლენები და ფაქტები, რომელიც წინ უძღოდა გიორგი გახარიას გადადგომას: ოპოზიციონერ ნიკანორ მელიასთან ასევე დაგაინტერესებთ

დაკავშირებული ისტორია, სასამართლოს ვერდიქტი მისი დაპატიმრების თაობაზე, სპეცოპერაციის ჩატარების განზრახვა და ა.შ.
"პრემიერმა გადადგომა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქართული პოლიციის "სპეცრაზმმა" ალყა შემოარტყა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს და შტურმისათვის მოემზადა - ნიკა მელიას დასაპატიმრებლად. ერთ-ერთი ინფორმაციით, წინა ღამით პრემიერსა და მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ცხარე დისკუსია გამართულა სასამართლოს დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით - გამოყენებულიყო თუ არა ძალა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად. დილით გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მობილიზება წინასწარ არ შეათანხმა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთელი ძალაუფლება გააჩნია", - წერს ავტორი.

"პრემიერ-მინისტრის გადადგომა "ნაციონალმა" ნიკანორ მელიამ "ოპოზიციის სრულ გამარჯვებად" მიიჩნია, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერები სხვაგვარად ფიქრობდნენ: ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია მხოლოდ გადაიდო მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე. გუშინვე გაირკვა, რომ მმართველ პარტიას განზრახული აქვს ახალ პრემიერად ყოფილი პრემიერის, ამჟამად კი თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - "ერთიანი ნაცმოძრაობის" ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ითვლება", - ნათქვამია პუბლიკაციაში.


"თუმცა, მოსალოდნელია, რომ, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიაც გააძლიერებს შეტევას "ქართული ოცნების" მთავრობაზე, რომლის აწ უკვე ყოფილი მეთაური გიორგი გახარია ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას წარმოადგენდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ვადამდელი ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. იგი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ორი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია "დაკარგა", "ნაცმოძრაობა" აუცილებლად გაიმარჯვებს "ქართულ ოცნებაზე", რევანშს აიღებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს, ასევე, გააუქმებს ყველა იმ სასამართლო დადგენილებებს და განაჩენებს, რომელიც "ნაციონალების" წინააღმდეგაა გამოტანილი, ანუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა", - აღნიშნულია სტატიის დასასრულს. (წყარო)
წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
რეკლამა საიტზე