პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის, ე.წ. მესამე ძალის ლიდერი გახდეს.
ამასთანავე, როგორც არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, გახარია იქნება იმგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება.
“პარადოქსალური რამე შემიძლია გითხრათ, შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ძალას რომ ვამბობთ ხოლმე. შეიძლება გახდეს ასეთი ლიდერი, მაგრამ ის არ იქნება “ქართული ოცნების” იდეოლოგიის ოპოზიციაში, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის იქნება იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე შეფასებით, სიტუაცია იმდენად რადიკალიზებული და დაძაბულია, რომ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოხდეს. არეშიძის თქმით, საქართველო ძალიან ცუდ ზღვარზე დგას, ამიტომ სიტუაციის პროგნოზირება რთულია.