ყველას ნახვა

ახლახან ვრცელდება ინფორმაცია, რას ამბობს ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით

ახლახან ვრცელდება ინფორმაცია, რას ამბობს  ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით
ახლახან ვრცელდება ინფორმაცია, რას ამბობს  ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით
დღეს მთა­ვარ ინ­ტრი­გად რჩე­ბა ის სა­კი­თხი, მარ­თლა წა­ვი­და თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. არ­სე­ბობს მით­ქმა-მოთ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ მათი ოჯა­ხი ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­დის, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აქვს. სულ ახ­ლა­ხან, 18 თე­ბერ­ვალს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 65 წელი შე­უს­რულ­და.
AMBEBI.GE ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარს, ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლეს ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას არ აპი­რებს.
- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვე­ბენ...

- არა, აქ არი­ან და წას­ვლას არ­სად აპი­რე­ბენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვე­სა­უბ­რე, ორი­ვეს - მა­საც და ეკა­საც მი­ვუ­ლო­ცე. - ანუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ყო­ფილ­ხართ?
- არა, არ ვყო­ფილ­ვარ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის.
- ამ­ჟა­მად სად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი?
- კო­ვი­დის გამო ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ ვერც მე და ვერც ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობს. რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. არც მე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან რისკ-ფაქ­ტორ ჯგუფ­ში შე­ვიდ­ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი, მათ ვერ ვნა­ხავ, თუმ­ცა სულ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ვიცი, რომ კარ­გად არი­ან. ერთი კვი­რის წინ, მათი ოჯა­ხი თბი­ლის­ში იყო. შე­იძ­ლე­ბა ახლა აბას­თუ­მან­ში არი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში არი­ან. იცით, არც მი­კი­თხავს, ტე­ლე­ფო­ნით ამა­ზე არც ვსა­უბ­რობთ.
- საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას აპი­რე­ბე­ნო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია...
- არა, ღმერ­თო ჩემო, რე­ებს ბო­დავს ეს ხალ­ხი. საფ­რან­გეთ­ში მათ დიდი ხა­ნია სახ­ლიც აქვთ, მი­წაც, ქო­ნე­ბაც და აქამ­დე არ წა­სუ­ლან.
- მათ აბას­თუმ­ნის ან კვა­რი­ა­თის სახ­ლში ყო­ფილ­ხართ?
- რა­ღაც გა­და­ცე­მებს ამ­ზა­დე­ბენ და სა­სახ­ლე­ებ­ზე მი­თებს ავ­რცე­ლე­ბენ. თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე, სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოა. ისი­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სახ­ლე­ბი რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეთ? მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რს მათ­ზე უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და ქო­ნე­ბა აქვს, უფრო მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ. შიგ­ნით რომ შეხ­ვალთ, ასე­თი სადა, უბ­რა­ლო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოა...
 მათი აზრი თუ იცით იმ გა­და­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ­ზე ვრცელ­დე­ბა?
- იცით, ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იცავ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას ლან­ძღავ­და. მას აუ­გად არა­ვინ მო­უხ­სე­ნი­ე­ბია, პი­რი­ქით, ყვე­ლას მი­მართ არის თა­ნაგ­რძნო­ბით და ყვე­ლა­ზე კარ­გად, დე­ტა­ლუ­რად იცის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ჭირ­ვე­ბა. ამ ურა­პატ­რი­ო­ტი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფებ­მა ტვი­ნი წა­ი­ღეს, კრი­ზი­სი­აო. კრი­ზი­სი მათ ტვი­ნებ­ში აქვთ. არ მინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გავ­ბრაზ­დი... ეს 50 კაცი მარ­თლა რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს მა­შინ, როცა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს და ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ. სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბა...
მიშა და ბი­ძა­მი­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ცნო­ბი­ლი კე-გე-ბე-ს აგენ­ტე­ბი არი­ან და ახლა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლე­ბენ, რუ­სებს და მი­შას უნ­დათ ამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა, სხვას არა­ვის! ჩემი ინ­ტე­რე­სია ჩემი ქვე­ყა­ნა და სიმ­შვი­დე ამ ქვე­ყა­ნა­ში. თუ შე­დი­ან, შე­ეთ­რი­ონ ამ პარ­ლა­მენ­ტში. ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­და მათი ის­ტე­რი­კე­ბის მოს­მე­ნა და ატა­ნა, მაგ­რამ როცა ჩემს ქვე­ყა­ნას ასე სჭირ­დე­ბა, ამა­ზეც თა­ნახ­მა ვარ. კე-გე-ბე-ს პირ­ვე­ლი სლო­გა­ნი იყო: და­აბ­რა­ლე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ვინ ას­ხამს წყალს, ეს აშ­კა­რაა.
არა­ნა­ი­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ მაქვს, რომ ჩემი სტა­ტი­ე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდეს, მაგ­რამ იმ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­მელ­საც მარ­თლა ეთ­ქმის სი­ტყვა. ჩემი ცხოვ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად არ იც­ვლე­ბა. ამ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის არც სა­ხე­ლე­ბი ვიცი, არც გვა­რე­ბი და არც მჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვხე­დავ, რომ "ოც­ნე­ბა­ში" არი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს კი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბომ­ჟე­ბი და ისი­ნი დაე, იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში.

განაგრძეთ კითხვა
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ვრცელდება ძალიან მძიმე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით...
სასწრაფოდ! ამ წუთებში პარლამენტის წინ მხუთავი აირი გაუშვეს
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
რეკლამა საიტზე