ყველას ნახვა

ჩემი გარდაცვლილი ძმა ხიდან მამაჩემს ჩამოუხსნია, მერე დივანზე მის გვერდით იწვა და ეძინა, ასე ნახეს პოლიციელებმა - 11 წლის ბიჭის და აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და
11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას , ფრიდონ აბჟანდაძეს 26 აგვისტოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია. თავად ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ შვილის სიკვდილში დამნაშავე არ არის. 49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ცამდე მართალია.
ambebi.ge 11 წლის ბიჭის დას, ნათია აბჟანდაძეს საბერძნეთში დაუკავშირდა:
"როგორც მითხრეს, ფანჯრის წინ, ალუბლის ხეზე იყო ჩამოკიდებულიო, ან იმ პატარა ტოტზე როგორ ჩამოკიდა თავი, ან რანაირად ვერ შენიშნეს, იქვეა ოთა ა ანჯარა. მისაღებ ოთახში გაშლილ დივანზე იწვა თურმე ჩემი ძმა, გვერდზე მიწოლილი იყო მთვრალი მამაჩემი, რომელსაც ჩაძინებია. თურმე პოლიციას კარი რომ შეუღია და მამა-შვილი დაუნახავს დივანზე, უთქვამთ, რა ამბავი ატეხეთ, სძინავთო. მამაჩემი გაუღვიძებიათ და რომ მოკიდეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარდაცვლილი იყო . ისეთი მთვრალი იყო ეტყობა, გონება გათიშული ჰქონდა და მიუწვა თავის შვილს, არ ვიცი ფსიქიკურად აიჭრა თუ არა, ვერ გეტყვით იქ რა მოხდა.
მამაჩემი იჯდა სახლში და დედაჩემი უგზავნიდა ფულს, აქედან არჩენდა. დედა ეტყოდა ხოლმე მამას, მიხედე ავთოს, მე თქვენი არაფერი მინდა, ბავშვს არაფერი მოაკლოო. ბოლო დღეები რა ხდებოდა, არ ვიცი, დალევა რომ დაიწყო და რომ დათვრა, ისევ აურია ალბათ. ბებიაჩემი სახლში იყო, იმას ეცოდინება, მაგრამ ხმას არ იღებს. ბებია სხვა დროს იცავდა ძალიან შვილიშვილს, ჩვენც, გოგონებსაც გვიცავდა, როცა იქ ვცხოვრობდით. ახლა როგორ ვერავინ ვერ დაეხმარა ავთოს.წლის და თვეების იყო დედა სამუშაოდ რომ წავიდა, მას მერე მე მომეკედლა, შვილივით ვზრდიდი. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფროსი და 26 წლის არის, შუათანა 25 წლის. 
დედის წასვლის შემდეგ პირველი მე შევქმენი ოჯახი, მერე დაოჯახდნენ ჩემი დები. ტყიბულში გავთხოვდი, მაგრამ ჩემს ძმას მაინც არ მოვცილებივარ დიდი ხნით. ან იქ ვიყავი, ან ის იყო ჩემთან. ბედნიერი ლაღი და თავისუფალი ბავშვი იყო. დედა იძულებული იყო სამუშაოდ წასულიყო. ბოსელს ცეცხლი წაეკიდა და რაც გვყავდა საქონელი, დაგვეწვა. არადა, თავს მაგით ვირჩენდით სოფელში.
მამა არსად მუშაობდა, გვეხმარებოდნენ მეზობლები, ბებიაჩემი, ბავშვებს არ მოვაკლოთ საჭმელიო და გვაწვდიდნენ საჭმელს, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავით სხვის კმაყოფაზე. რომ წავიდა, დედა იქიდან აგზავნიდა ფულს, ჩვენც გვერდში ვედექით მამას და ასე მოვიწყვეთ ისევ პირობები. იმ სახლში მარტო კედლები არ აუშენებია დედას, დანარჩენი ყველაფერი დედაჩემის შრომით არის გაკეთებული ... "- განაცხადა ნათია აბჟანდაძემ. წყარო
:" ამბები.ჯი "
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ირაკლი კობახიძეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით
გიორგი ყიფშიძე - "მთავრობას პანჩური უნდა ამოვარტყათ, ან თქვენი ნები გაა..ვით"
სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფორმაცია რა ჩაიდინა პოლიციამ - პოლიცია გადმოდის ხალხის მხარეს
სასწრაფოდ! სასიხარილო ინფორმაცია ამ წუთებში გავრცელდა გილოცავთ...
სასწრაფოდ; რა ხდება ამ წუთებშ დედაქალაქის ქუჩებში, თბილისი პარალიზებულია (იხ. ფოტომასალა)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა