სასწრაფოდ! რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე - "რა მოხდა ოცნების გუნდში... ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობას ატოვებინებენ?"
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და უახლოეს მომავალში მორიგ სამთავრობო ცვლილებას აანონსებს. კილაძის თქმით, ამჯერად, საქმე ირაკლი ღარიბაშვილს ეხება, რომლის პრემიერ - მინისტრის რანგში კვლავ უკან დაბრუნებამ და სიხისტემ მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა, როგორც გაზეთ ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, მისი იმ ადამიანით შეცვლა იგეგმება ვისაც ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე ხშირად აქვს წვდომა: "გუნდმა" ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა რომ მისმა დაბრუნებამ და სიხისტემ პრობლემები გაათმაგა და უნდა წავიდეს ! ღარიბაშვილმა გაჭედა - ორდღიანი პრემიერი ხომ არ ვიქნებიო. პრემიერად ის კაცი განიხილება, ვინც ბიძინას ურეკავს!" - წერს ელისო კილაძე. როგორც აღნიშნული ფეისბუქსტატუსის ქვემოთ კომენტარებიდან ირკვევა საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.