ყველას ნახვა

ახლახანს ვრცელდება პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზად სასამართლო სისტემის რეფორმისთვის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული ოპოზიციის ლიდერის გასათავისუფლებლად და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის

რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, 
როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არაა, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთომ, „ოდირმა“, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი იყო. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა