ყველას ნახვა

სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინტერნეტში მოსახლეობა შოკირებულია...

სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინტერნეტში მოსახლეობა შოკირებულია...

საქართველოს მოქალაქეობის მსურველებისთვის, ისტორიის ტესტებიდან ამოიღეს შეკითხვები ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციაზე, შევარდნაძეზე და აშშ-ის პარტნიორობაზე | "ეხო კავკაზა"

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია - წერს "ეხო კავკაზა" სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით.
ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. 
თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.
გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას".
ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით - კერძოდ:
  • რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?
  • ვინ იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?
  • ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?
ახალ ტესტებში არ არის კითხვები არც ქვეყნის მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, ასევე არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, აშშ-ზე. ძველ ტესტებში იყო კითხვა:
"ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა თუ ბრაზილია?"
მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, "ჩამოთვლილთაგან რომელი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით - იოსებ სტალინი, ლეხ კაჩინსკი, ვლადიმერ პუტინი თუ უგო ჩავესი (სწორი პასუხია კაჩინსკი)".
ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.
ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროდ გაფორმდა.
საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა