ყველას ნახვა

ახლახანს ვრცელდება სკანდალური განცხადება - "რაც უნდა გააკეთონ, ვერ მოტრიალდებიან ვინც დღემდე ცრემლებით და სიყვარულით ელოდება იმ დიქტატორსა და პათოლოგს, არც ვიცი, რა ვუწოდო"

ახლახანს ვრცელდება სკანდალური განცხადება -  "რაც უნდა გააკეთონ, ვერ მოტრიალდებიან  ვინც დღემდე ცრემლებით და სიყვარულით ელოდება იმ დიქტატორსა და პათოლოგს, არც ვიცი, რა ვუწოდო"
ახლახანს ვრცელდება სკანდალური განცხადება -  "რაც უნდა გააკეთონ, ვერ მოტრიალდებიან  ვინც დღემდე ცრემლებით და სიყვარულით ელოდება იმ დიქტატორსა და პათოლოგს, არც ვიცი, რა ვუწოდო"

"9 აპრილს ოპოზიციის მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან და მდუმარე აქციას გამართავენ იმის საჩვენებლად, თუ რამდენს არ სურს "ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში. "გადაგვიფრენენ გვარამიას დრონები და ნახავენ, ვართ თუ არა ანგარიშგასაწევი ძალა", - გვითხრა მსახიობმა დავით ხურცილავამ, ყველასათვის ცნობილმა "ჯაპანამ", რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე თავის შეხედულებებს kvirispalitra.ge-ს უზიარებს:

- ხშირად კითხულობენ, თუ რა გვჭირს დღეს, რატომ ვართ ასეთი დაპირისპირებულები და გაყოფილები ორ ბანაკად. რა გვჭირს და - ჭირი გვჭირს, მოკლედ რომ გიპასუხოთ. ადამიანთა გარკვეული

ჯგუფი ქვეყნისთვის გადაიქცა სენად და ამოსაძირკვია ისე, როგორც მეტასტაზებია მოსაშორებელი ავადმყოფისთვის. ერის გარკვეული ნაწილი ყოველთვის გვყავდა ამ "სენით" დაავადებული. გამოვიარეთ 90-იანი წლები, გაჭირვება, ომიანობა და მაშინ 
არ იყო ასეთი სიძულვილი და დაპირისპირება. 59 წლის კაცი ვარ და რაც დღეს ხდება, ასეთს არაფერს გადავყრივარ. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს, შეებრძოლო ავადმყოფობას? ცხოველიც კი ენით, ნერწყვით ირჩენს ჭრილობას. დღეს ქვეყანა დაჭრილია "ნაციონალური მოძრაობით". ისინი, საუბედუროდ, არც ღმერთს აგდებენ რამედ და არც კანონს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ რაც უნდა გააკეთონ, ვერ მოტრიალდებიან!

- თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუნდაც ის 27%, მათ მაინც ენდობა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- მართლა არ მესმის და ვერაფრით ამიხსნია, რატომ. როგორ შეიძლება, მიშა სააკაშვილს ელოდებოდე? ყოფილი პრეზიდენტის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა ჩარეულიყო ფსიქიატრი და რაკი არ ეკარებოდა სიახლოვეს, ალბათ იმიტომ, რომ არასასურველი დასკვნები დაიდებოდა. მათ კი, ვინც დღემდე ცრემლებით და სიყვარულით ელოდება იმ დიქტატორსა და პათოლოგს, არც ვიცი, რა ვუწოდო.

კარგად თქვა ოთარ ჭილაძემ თავის გენიალურ ნაწარმოებში "გოდორი" - "რაც დიქტატურამ დაგვაკლო, დემოკრატიამ შაგვითავაო". ზუსტად ასეა, დემოკრატიის სახელით მოსული "ნაციონალური მოძრაობა" ბოღმასა და ღვარძლს თესავდა. მე არ ვამბობ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" შეცდომები არ აქვს. ძალიან ბევრი შეცდომა აქვს, მაგრამ შედარებაც არ არის. როგორც დანაშაულსა და შეცდომას ვერ შეადარებ ერთმანეთს, ისე ვერ შეადარებ ერთმანეთს "ნაცმოძრაობას", მათ ფანჩატურსა და "ქართულ ოცნებას".

- საინტერესოა, რას უთვლით ხელისუფლებას ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომად?
- კოაბიტაციას, თითიდან გამოწოვილ პროცესს, რამაც 9 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაგვხია უკან. ნეობოლშევიკურმა მოძრაობამ თავში გვირტყა ეს თანაცხოვრება, თანაც დემოკრატიის სახელით და დღესაც იმავეს აგრძელებენ. ახლა უფრო აღელვებული ვარ მათი საქციელით, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ყველა ბერკეტი მათ ხელში იყო. არ არის აუცილებელი, პირადად დაეშავებინათ რამე. "ბლექ სი არენა" რომ აშენდა, პარკები, მოედნები, თეატრები რომ გარემონტდა და ა. შ. - ეს ყველაფერი ხომ კარგია და ხომ შეიძლება, რაც კარგია, ერთხელ იმაზეც ილაპარაკონ?

"ჩემი შენ გითხარის" პრინციპით არსებობს ეს პარტია. რაც თვითონ აკეთეს, აქეთ სხვას აბრალებენ და რატომღაც სულელი ჰგონიათ ქართველი ხალხი. თავისივე სამჭედლოში თავის უბედურებას ჭედავენ. ჭედონ და იყვნენ, ამ პროცესების შედეგს ძალიან ცოტა ხანში ვნახავთ. აქ არაფერ შუაშია პირადი. მაინც და მაინც შენ უნდა იყო კარგად, რომ კარგს ხედავდე, ან შენ უნდა იყო ცუდად, რომ ცუდს ხედავდე? გირგვლიანი, რობაქიძე, რამდენი ახალგაზრდა აწამეს და როგორ, "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" ვიძახოთ? ცოცხის გემო მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდა იგრძნო, თუ როგორაა საქმე? უბედურების და ბედნიერების დაუნახავობა ერთნაირად არასწორი საქციელია, ჩემი აზრით.

- ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტმა, რომლის დროსაც იგი ევროკავშირის პრემიერ-მინისტრს, ევროპარლამენტისა და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდა, ოპოზიციას იმედი გაუცრუა.
- ცივი წყალი დალიონ, წყალი კი, ღვთის წყალობით, ბევრი გვაქვს ონკანში… მოსვლის დღიდან არ მქონდა მათზე კარგი წარმოდგენა და ჯერ კიდევ 2000 წელს ვამბობდი, მიშას სახით ახალი უბედურება გველის-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გადაკვეთა არ მქონია მასთან, მხოლოდ ტელევიზიით ვხედავდი. ახლაც ეკრანზე თუ მოვკრავ ხოლმე თვალს, ისიც იშვიათად. როგორ შეიძლება, უყურო ან უსმინო გვარამიას, მელაძეს ან გრიგოლიას?

განაგრძეთ კითხვა
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე