ყველას ნახვა

თბილისის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" არჩილ თალაკვაძე "იბრძოლებს"

თბილისის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" არჩილ თალაკვაძე "იბრძოლებს"
საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაიყვანა, თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
CNews-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირების გასანეიტრალებლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
ღარიბაშვილს კარგად ესმის, რომ თვითმმართველობის არჩვენებში 43%-ზე ნაკლები ხმების მიღება „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრული იქნება. ამავდროულად, აუცილებელია ხმების მაქსიმალური მობილიზება სწორედ დედაქალაქში და აქ გადამწყვეტი იქნება კახა კალაძის ფაქტორი, რომელთანაც მას დაპირისპირება ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან აქვს.
ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, კალაძის მხრიდან არჩევნებმადე პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რათა „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი არ დაიშალოს.
კახა კალაძეს კი პერსონალურად პარლამენტის ექსთავმჯდომარის პიროვნული, ადამიანური ვალი აქვს და იგი მას არ დაუპირისპირდება. პირიქით, მოუწევს თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა რესურსი გამოიყენოს არჩილ თალაკვაძის მხარდასაჭერად.
CNews-ის ინფორმაციით, თავად დედაქალაქის მერი კონსულტაციების შედეგად ამ პირობებს დათანხმდა და თავადაც მიიღო გარანტიები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, „ოცნებას“ მის წინააღმდეგ სამართლებლივი დევნის საფუძველი გაეხადა. 
CNews-ის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ამჯერად ყველაზე კარგი გათვლა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაში“ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს - კახა კუჭავას, ირაკლი კობახიძის გუნდის წევრად და პროტეჟედ განიხილავენ. მას წლების ურთიერთობა აკავშირებს ირაკლი ღარიბაშვილთან. პარალელურად „ოცნებამ“ თავი დაიზღვია, რომ კუჭავას დანიშვნით გარკვეულწილად შეინარჩუნებს კონტაქტებს დასავლეთთან და უფრო მეტიც, მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო ობსტრუქციას პარტიის თავმჯდომარის. ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ მაისისთვის დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გადადგება.
ირაკლი ღარიბაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს შიდა პარტიული საკადრო რეორგანიზაციაც. გადახალისდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება პარტიის რეგიონალურ სამსახურში, რომლის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს, ასევე მოუწევს პარტიული პოსტის დატოვება.
CNews-ის ინფორმაციით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონალური სტრუქტურები დასუსტებულია, საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება საფრთხე პარტიამ ვერ შესძლოს 43%-ის აღება, რაც ვადამდელი არჩევნების გამართვის საფუძველი გახდება.
როგორც ირკვევა, შესაბამისმა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს დიმიტრი სამხარაძისა და თვითმართველობების წარმომადგენელთა შორის კორუფციული სქემების ფაქტების შესწავლა.
პარტიის ყრილობის გამართვისა და მის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის გახდომის შემდეგ, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაზე  სრულ კონტროლს პრემიერი საკუთარ თავზე აიღებს.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე