ყველას ნახვა

სასწრაფოდ! შოკისმომგვრელი რამ მოხდა ამ წუთებში გავრცელდა, გამოძიება დაწყებულია რომელიც ემსახურებოდა კორონავირუსის შექმნას უჰანის ლაბორატორიაში

სასწრაფოდ! შოკისმომგვრელი რამ მოხდა ამ წუთებში გავრცელდა, გამოძიება დაწყებულია რომელიც ემსახურებოდა კორონავირუსის შექმნას უჰანის ლაბორატორიაში
ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში Covid-19-ის აღ­მო­ჩე­ნი­დან თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და კი­თხვა, რო­გორ გაჩ­ნდა, რო­გორ წარ­მო­იშ­ვა ვირუ­სი, მი­უ­ხე­და­ვად უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­მო­ძი­ე­ბი­სა, ამ დრომ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნა, შე­საძ­ლოა, თავ­და­ყი­რა დად­გეს. ჯან­მოს დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვირუ­სის გა­და­ცე­მა, ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია. თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა მა­სა­ლებ­მა ახა­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.
  • რა მა­სა­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა?
მა­ი­სის და­სა­წყის­ში წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­დაზ­ვერ­ვო კო­მი­ტე­ტის რეს­პუბ­ლი­კელ­მა წევ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ან­გა­რი­ში, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რომ კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ინ­სტი­ტუ­ტი­დან ვირუ­სის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია, ვი­ნა­ი­დან უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რია ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კვლე­ვას აწარ­მო­ებ­და". დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პე­კი­ნი ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და.
ამას­თან, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იკ­ვლე­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სამი მკვლე­ვა­რი 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში "სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ვად­და" და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და მა­ნამ, სა­ნამ ვირუ­სი ქა­ლაქ­ში ცირ­კუ­ლა­ცი­ას და­ი­წყებ­და ვა­შინგტო­ნი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­უ­წო­დებს, კო­ვიდ 19-ის წარ­მო­შო­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყოს.თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მაც. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მათ შო­რის, ვირუ­სის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცე­ლე­ბას და ცხა­რედ კა­მა­თო­ბენ, რო­მე­ლი უფრო რე­ა­ლუ­რია.
ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის 90 დღე მის­ცა
ახლა მე ვთხო­ვე სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს, გა­ორ­მაგ­დეს ძა­ლის­ხმე­ვა, შე­აგ­რო­ვონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს და 90 დღე­ში წარ­მო­მიდ­გი­ნონ მოხ­სე­ნე­ბა, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა
  • რას გუ­ლის­ხმობს თე­ო­რია ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ?
არ­სე­ბობს ეჭვი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვით, ან სხვა მი­ზე­ზით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან. ამ მო­საზ­რე­ბის მომ­ხრე­ე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ ქა­ლაქ­ში დიდი ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­თი ობი­ექ­ტის არ­სე­ბო­ბა­ზე. უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­რი ათწლე­ულ­ზე მე­ტია სწავ­ლობს კო­რო­ნა­ვირუ­სებს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში კი მდე­ბა­რე­ობს ბა­ზა­რი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.
აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რი­ის მომ­ხრე­ე­ბი შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან და ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ინ­ფი­ცი­რა.

მო­საზ­რე­ბა პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე გაჩ­ნდა და მის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას აშშ-ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმაც შე­უ­წყო ხელი, რო­მე­ლიც ამ თე­ო­რი­ას იზი­ა­რებ­და და ჩი­ნეთს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა­ში სდებ­და ბრალს. ზო­გი­ერ­თე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ საქ­მე გვქონ­და შე­საძ­ლო ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღ­თან.
მა­შინ მე­დი­ის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა მო­საზ­რე­ბა უარ­ყო და მას "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია" უწო­დეს, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­საშ­ვე­ბად მი­აჩ­ნდათ და ამ­ბობ­დნენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებ­და,
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ა­ჩე­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ვირუ­სის გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ჩემ­თვის ეს თა­ვი­დან­ვე აშ­კა­რა იყო, მაგ­რამ რო­გორც ყო­ველ­თვის, მა­ში­ნაც სა­შინ­ლად გა­მაკ­რი­ტი­კეს, ახლა კი ამ­ბო­ბენ - "ის მარ­თა­ლი იყო" - უთხრა დო­ნალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თა­იმსს" სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.
  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნა და 4 თე­ო­რია ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა­ზე
2021 წლის 14 იან­ვარს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ჩა­ვი­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, 17-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით, რათა სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ეკვლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის და მისი ადა­მი­ან­ში გავ­რცე­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო.

ეს­ქპერტთა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ა­ზე, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთი ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნოდ მი­აჩ­ნი­დათ, ორი - შე­საძ­ლებ­ლად, ხოლო ერთი "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოდ".
  1. კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია.
  2. ზო­ო­ნო­ტი­კუ­რი თე­ო­რია - აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­და­პირ ცხო­ვე­ლი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რი­დან გა­და­ვი­და ადა­მი­ან­ზე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­ზე ჯან­მო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის "და­საშ­ვე­ბია."
  3. "გა­ყი­ნუ­ლი საკ­ვე­ბი - ამ თე­ო­რი­ის თა­ნამ­ხად, SARS-CoV-2 შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდა გა­ყი­ნუ­ლი და უკვე საჭ­მე­ლად არა­ვარ­გი­სი საკ­ვე­ბით. ასე შე­საძ­ლოა, ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ცხო­ველ­თან პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი "შე­საძ­ლოს" უწო­დე­ბენ.
  4. ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცე­ლე­ბის თე­ო­რია - ეს არის თე­ო­რია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხა­ვენ და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­მომ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ზე კი ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.
ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­ვი­დის 169,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, ვირუსს ჯამ­ში 3,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.
წყა­რო:ambebi.ge  BBC.com

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე