ყველას ნახვა

სასწრაფოდ! რა ჩაიდინა პოლიციამ ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფორმაცია უმძიმესი ისტორია შიდა ქართლიდან

სასწრაფოდ! რა ჩაიდინა პოლიციამ ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფორმაცია უმძიმესი ისტორია შიდა ქართლიდან
გვიან ღამით, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მიდის 4 პოლიციელი და ფიზიკურად უსწორდება სადგურის მორიგე თანამშრომელს. მოტივი სავარაუდოდ პირადი ანგარიშსწორებაა, რადგან ამ კონკრეტულ პოლიციელებს ნაცემ მოქალაქესთან მანამდეც ჰქონდათ კონფლიქტი.
4 თავდამსხმელიდან ერთი საქმის მასალებიდან საერთოდ გააქრეს, ისევე როგორც, კამერების ჩანაწერები. დანარჩენმა სამმა კი ნაცემი მამაკაცი აქეთ დაიჭირა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით.
"მთავარის" მოპოვებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ ტყვიავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უყურებდა როგორ სცემდნენ მისი კოლეგები დაკავებულ ალეკო ცაბაძეს. სკამზე ბორკილებით მიბმულს რამდენიმე სამართალდამცველი აგინებდა და ხელებს და ფეხებს ურტყამდა. შემთხვევა დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა.
ცაბაძე აღიარებს, რომ როდესაც პირბადის არქონის გამო პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა ნასვამი იყო და ამიტომ დაკავება არ გაუპროტესტებია. გვიყვება, რომ როგორც კი განყოფილებაში მიიყვანეს რამდენიმე პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. აუდიო ჩანაწერში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, ისმის რომ პოლიციელი ცაბაძის წარსულს უსვამს ხაზს და ეუბნება,რომ მას სამართალდამცველებისთვის პასუხის გაცემის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ უკანონოდ მოექცევიან და შეურაცხყოფას მიაყენებენ. 
4 თვის წინ მომხდარი ცემის ფაქტი პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა. პოლიციელებმა ალეკო ცაბაძეზე კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ იძალადეს. გორი-ტყვიავის გზაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ცაბაძე ჩამსხმელ ოპერატორად მუშაობს, ტყვიავის პოლიციის თანამშრომლები გვიან ღამით მივიდნენ.
ძალადობის შემდეგ ალეკო ცაბაძეს ბრალი პოლიციელების დაუმორჩილებლობაში დასდეს და დააკავეს. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა იქ მხოლოდ სამი პოლიციელი მივიდა- ალექსანდრე ოხანაშვილი, ვანო მაისურაძე და სერგო ჟამერაშვილი. რატომ არ ჩანს ის სამართალდამცველი ვინც ყველაზე აგრესიული იყო და უმიზეზოდ 26 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის სურს. 
ალეკო ცაბაძემ მოსამართლეს ყველაფერი დეტალურად უამბო, თუმცა მის მონათხრობს სხვა ვერავინ დაადასტურებს. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ერთადერთი მტკიცებულება ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებია. მოსამართლემ პოლიციელებს სწორედ ამ ვიდეოების წარდგენა სთხოვა და ამ მიზეზით პროცესი გადადო, თუმცა ცაბაძის მტკიცებით, პოლიციელებმა ეს მტკიცებულებაც გააქრეს. 
წყარო ვიდეო იხ აქ  მთავარი არხი
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა