ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ვრცელდელდება მოულოდნელი ინფორმაცია, კახი კალაძის გადაწყვეტილება...

სასწრაფოდ! ვრცელდელდება მოულოდნელი ინფორმაცია, კახი კალაძის გადაწყვეტილება...
"არა მგონია, გახარიამ თავისი გუნდიდან დაასახელოს მერობის კანდიდატი, უფრო სერიოზულ ფიგურას აარჩევს"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. პოლიტიკურ ძალებს სამი თვე დარჩათ იმისთვის, რომ ამომრჩეველი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ. ვის როგორი სასტარტო პოზიცია აქვს, ვინ თამაშობს აკრძალული მეთოდებით და ვის აქვს გამარჯვების მეტი შანსი, ამის შესახებ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:

- განსაკუთრებული არაფერი ხდება - "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ყვირის, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია, ოპოზიციის ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს პრაიდის ჩატარებას
და ამით ცდილობს "ქართული ოცნების" უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ამასობაში კი გიორგი გახარიას აქტიური საარჩევნო კამპანია აქვს.
- გახარია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პრიმიტიული და სასაცილო მეთოდებით ებრძვის.
- დიახ, მაგრამ გახარიას ნუ დაავიწყდება, პოლიტიკაში ხშირად სწორედ პრიმიტიული და სასაცილო მეთოდები ამართლებს. მეც არასერიოზულად მიმაჩნია, როგორც შუქის 
ჩაქრობა, ასევე შეთქმულების თეორიების გავრცელება, მაგრამ არის ამომრჩეველთა კატეგორია, რომელზეც სწორედ ასეთი თემები ახდენს გავლენას.

- მმართველი გუნდის გავრცელებული ყველა ვერსია შეთქმულების თეორიად მიგაჩნიათ თუ სიმართლის მარცვალსაც ხედავთ რომელიმეში?
- რა გითხრათ...
ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ვაშინგტონში გახარიასა და სააკაშვილის შეხვედრას შეეხება, ძალიან სასაცილოა. მართლა კონსპირაციული შეხვედრა რომ დაეგეგმათ, მართლა ერთ სასტუმროში ხომ არ გაჩერდებოდნენ? შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ვაშინგტონი დიდი ქალაქია, სინამდვილეში, პატარაა, რაიონი კი, სადაც სამთავრობო შენობებია, განსაკუთრებით პატარაა, შესაბამისად, სასტუმროც ცოტაა. ამიტომაც დიდი შანსია, სწორედაც შემთხვევით აღმოჩენილიყვნენ ერთ სასტუმროში.

- ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, "ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალები" და გახარია ერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის ეს ვერსია?
- "ქართული ოცნების" მიზანია, რომ გიორგი გახარიამ ამომრჩეველი წაართვას ოპოზიციას. თუ მმართველი გუნდის ლიდერები შეძლებენ და ამომრჩეველს, განსაკუთრებით "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულს დაარწმუნებენ, რომ გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის შეკრული, მათთვის ძალიან კარგი იქნება. შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნება" ცდილობს წაუგებელი თამაში ითამაშოს. მგონი, ნაწილობრივ გამოუვა კიდეც.
გახარიას აქვს თავისი პოლიტიკური კაპიტალი, როგორც ჩანს, ფულიც, საიდან, არ ვიცი. ტელევიზიებიც გახარიასთან დაკავშირებულ ყველაფერს აქტიურად აშუქებენ, იმიტომ, რომ ახალი, ცხელი თემა სულ აქვს. თუ გახარია მოახერხებს და არჩევნებამდე თემას არ გააცივებს, ვფიქრობ, შედეგსაც მიიღებს.

ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ადგილობრივ არჩევნებში მმართველ პარტიას ყოველთვის აქვს უპირატესობა. თუ გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შედეგი მიიღო, ეს იქნება სერიოზული განაცხადი მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე.

- თავად თქვით, გახარიას ფული აქვსო, თავად კი ამბობს, მდიდარი არა ვარო. ასეთ შემთხვევაში რჩება ორი ვერსია, რომელსაც ოპოზიცია ავითარებს: გახარია ან ივანიშვილის პროექტია, ან მოსკოვის.
- შევხედოთ, ვინ არის გახარიას გუნდში და მივხვდებით, რომ უხერხულია რუსულ პროექტზე საუბარი. რაც შეეხება ივანიშვილის პროექტს, ამას დრო გამოაჩენს. ერთი რამ ფაქტია - ივანიშვილს სააკაშვილს გახარია ურჩევნია.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას" უჭირს მერობის კანდიდატობაზე კახა კალაძის დაყოლიება.
- არა მგონია, ეს მხოლოდ თქვენი შთაბეჭდილება იყოს. მისი ბიოგრაფიიდან და კარიერიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ამბიციური ადამიანია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცდილობს რაღაც გამოივაჭროს და ეს ლოგიკურიცაა. "ქართულ ოცნებაში" ერთი-ორი ძლიერი ფიგურაა შემორჩენილი, ამ გუნდს 2012 წლიდან დღემდე რომ მოჰყვება. მათ შორის ერთ-ერთია კახა კალაძე. შესაბამისად, ვფიქრობ, მას ამჯერად იმაზე დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე თბილისის მერობაა.

- თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა კალაძის დაყოლიება, ვინ შეიძლება იყოს მისი მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან ან ხომ არ ფიქრობთ, ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდება?
- გახარიასა და "ნაციონალებს" ეყოლებათ თავიანთი კანდიდატები, რომლებიც მთავარი კონკურენტები იქნებიან კალაძისთვის. შესაძლოა პატარ-პატარა პარტიები, ანუ "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და კიდევ რამდენიმე პატარა შეთანხმდნენ საერთო კანდიდატზე, რომელსაც შანსი არ ექნება.

- როგორ ფიქრობთ, თემურ ჭყონიამ რატომ თქვა უარი "ლელოს" მერობის კანდიდატობაზე?
- კაცი ბიზნესმენია, თავისი კომფორტი აქვს, რა ძალა ადგას ჩაერთოს საჯარო ცხოვრებაში და უბან-უბან მოიაროს თბილისის ქუჩები. ასაკიც არა აქვს შესაბამისი. რადგან ოპოზიციურ არხებს აფინანსებდა, შეიძლება ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთვებოდა. სინამდვილეში ის ამბიციას ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებითაც მშვენივრად იკმაყოფილებს.

- "ნაციონალების" მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ხატია დეკანოიძე იქნება, გახარიას გუნდიდან ან "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლიდან" ვინ შეიძლება იყოს?
- არა მგონია, გახარიამ თავისი გუნდიდან დაასახელოს მერობის კანდიდატი, უფრო სერიოზულ ფიგურას აარჩევს. ძმებმა არველაძეებმა უკვე უთხრეს უარი, ვნახოთ, მორიგი ვინ იქნება. რაც შეეხება "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს", არ არის გამორიცხული, მამუკა ხაზარაძე ვიხილოთ. ამ ფრთაზე უფრო ორ ამბიციურ ფიგურას ვხედავ: მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა.

- ფიქრობთ, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის ამბიციები იმაზე დიდი არ არის, ვიდრე თბილისის მერობაა?
- რა თქმა უნდა, მათი ამბიციები გაცილებით დიდია, მაგრამ ამჯერად თბილისის მერობა მათ ზედაპირზე ტივტივის საშუალებას მისცემს.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლელი პარტნიორები, ძირითადად, ოპოზიციას აძლევდნენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. ახლა მათი კრიტიკა მმართველი გუნდისკენ არის მიმართული უმეტესად სასამართლოს საკითხზე. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ოპოზიციისკენ გადაიხაროს?
- არა მგონია... "ქართულ ოცნებას" ბევრი ახალგაზრდა იურისტი ჰყავს, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა ელაპარაკონ მათ. ეს არაერთხელ დადასტურდა შარშანდელი აპრილიდან დღემდე.
სიგიჟეა, ვიღაცებს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების იმედი რომ აქვთ.

- თუმცა ამერიკის ელჩს ყვითელი მარკერის გამოყენება დასჭირდა იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს კარგად გაეგოთ მისი ნათქვამი.
- როგორც ჩანს, კობახიძეს და ოხანაშვილს ხელთ აქვთ ისეთი არგუმენტები, რაც იმედიანად განაწყობთ. დარწმუნებული ვარ, წითელ ხაზებს არ გადაკვეთენ.

- ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებში?
- გახარია რითია საინტერესო? იმით, რომ შეუძლია რეალურად წაართვას ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" და "ოცნებამ" 43% ვერ აიღოს. თუმცა ნახეთ, როგორი მოცემულობაა: თვითმმართველობის არჩევნებია, მოსახლეობა ნაკლებად არის დაინტერესებული, რადგან ამ არჩევნებზე ხელისუფლების ბედი არ წყდება.

მმართველი პარტია აუცილებლად მოახდენს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას და ავტორიტეტებსაც გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით 43% არა აქვს, მაინც მოიგებს არჩევნებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში "ოცნებას" 40%-ზე მეტი მხარდაჭერა არა აქვს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არჩევნებს იგებს.
მმართველი პარტიისთვის ადგილობრივი არჩევნების მოგება ყოველთვის ძალიან ადვილია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მიდის.

- თქვენი აზრით, ცესკოში მომხდარი ცვლილება რა გავლენას იქონიებს არჩევნებზე?
- ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია სწორედ არასამთავრობოებმა შეარჩიეს, როგორც დამოუკიდებელი და პრინციპული პიროვნება. დღეს ის პოსტიდან სწორედ მათგან შეჩვენებული წავიდა.
ვინც უნდა დაუჭიროს მხარი ცესკოს ახალ თავმჯდომარეს, ოპოზიციამ, არასამთავრობომ თუ ორივემ ერთად, მასზე ეჭვი მაინც გაჩნდება. გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ვინც უნდა გახდეს თავმჯდომარე, არჩევნების შედეგებსა და სანდოობაზე გავლენას ვერ მოახდენს.  განაგრძეთ კითხვა...
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
სასწრაფოდ: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
სასწრაფოდ: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე