ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ახლახანს გავრცელდა... ვმუშობთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზებზე...

სასწრაფოდ! ახლახანს გავრცელდა... ვმუშობთ მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების გზებზე...
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ტოლერანტული და ჰუმანურია, „მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავისი რეჟიმის დროს ჩადენილ ზოგ დანაშაულზე, შესაძლოა, არა უშუალოდ მის მიერ, მაგრამ - მისი ხელმძღვანელობით, ასეთია ზოგადად გრძნობა. ამასთან არის შეგრძნება, რომ მას ღირსეულად უნდა მოექცნენ და უნდა მოიძებნოს გადაწყვეტა. შევნიშნავ, რომ ექსტრადიციის (უკრაინაში. რედ.) მოთხოვნა არ ყოფილა, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, შეწყალება მორალური საკითხია, რომელზე პასუხისმგებლობაც ხალხის წინაშე მას აკისრია.
„მაგრამ მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ჩემი კავშირებით ევროპაში და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვო გამოსავალი, რომელიც მეტად შესაბამისი იქნება იმასთან, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს, ისინი არიან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, მთავრობას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება შეუძლიათ, მაგრამ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება, ამ გადაწყვეტილებაზე ისინი არიან პასუხისმგებელი“.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ამას შეუძლია უკრაინა-საქართველოს მეგობრობის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ - არა და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „ბევრ ადამიანს უთხოვია პირადად მისთვის“.
„მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ შეწყალება ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის. სახელდობრ, ქართველი ხალხის გამო. მაგრამ არსებობს სხვა გზები, და თუ არის ზეწოლა, მაშინ ზეწოლის გამოყენება უნდა მოხდეს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია, რომელმაც უნდა იპოვოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარესამყაროში. ეს არ არის ახალი საკითხი, მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი გაუსამართლებიათ და ხანდახან ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ასევე არსებობს ზოგადად მიღებული მიდგომები ამ სირთულის გადასაჭრელად და ჩვენ ვალდებული ვართ, მეტად შევესაბამებოდეთ მათ“.

„დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 ათასი პატიმარი გვყავს, მათ ოჯახის ნებისმიერ წევრს, მეგობარს ან გავლენის ჯგუფს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ამდენად, ეს ჩემი გადასაწყვეტია, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ამის შესაბამისად ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია ზეწოლა გარედან, მით უკეთესი შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საქმეა, მაგრამ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილებები ნებისმიერ ქვეყანაში - მცირესა თუ დიდში, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას. მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტი არ იყო: ის სხვადასხვა დროს იყო პროკურორიც და არა ის პროკურორი, რომელიც ახორციელებდა ნამდვილ მართლმსაჯულებას. თუმცა ადამიანები მხოლოდ იმაზე არიან პასუხისმგებელნი, რისთვისაც გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება, ალბათ, ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე