ყველას ნახვა

ცაგარელის სკანდალური განცხადება ხდება ცნობილი - "თუ დასჯაა, დასჯა უნდა იყოს სერიოზული და არა - მხოლოდ 6 წელი "

ვერ გეტყვით, რას იზამს აწი მთავრობა, მაგრამ თუ დასჯაა, დასჯა უნდა იყოს სერიოზული და არა - მხოლოდ 6 წელი მიუსაჯო. მერე ვიღაცები ჩაერევიან, ალბათ, სალომე ზურაბიშვილსაც აუჩუყდება გული, გამოსვლები გაგრძელდება და შეუკვეცავენ იმ სასჯელსაც, მაგრამ როცა გამოვა ციხიდან, ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი და ქვეყანა ისევ გაჩერებული იქნება. ჩემი აზრით, ან უნდა იყოს სერიოზულად იზოლირებული საზოგადოებისგან, ან უნდა გაუშვან უკან, უკრაინაში ისე, რომ აქეთ შემოსვლის უფლება არ ჰქონდეს. ეს ცოტათი დააშოშმინებს ოპოზიციას, თუმცა ოპოზიცია ასე არ დაშოშმინდება, ამათ თავისი რევოლუციური სცენარი აქვთ. ამ ეტაპზე ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს ქვეყანა, მათ საკუთარი მიზნები აქვთ და ნებისმიერი გზით შეეცდებიან ისინი ძალაუფლების მოპოვებას. როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ამით ქვეყანა დაინგრევა თუ არა, არ აღელვებთ.
სერიოზული მიდგომაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულონ კოჰაბიტაცია, რამაც დაანგრია ეს ქვეყანა. ძალიან კარგად გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები, და ვხედავთ, როგორი აქტიურები არიან ახლა და როგორ ანთებენ ცეცხლს. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ქვეყანა დაწყნარდესო, - ბრძანა მაშინ პრეზიდენტმა და თქვენ ნახეთ -  ქვეყანა ამით დაწყნარდა? ამათი გამოშვების შემდეგ პირიქით - აბობოქრდა. კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს, თუ უნდა მთავრობას, რომ ქვეყანა დაწყნარდეს. ვინც უნდა იჯდეს ციხეში, ის ხალხი უნდა იჯდეს ციხეში; ვინც უნდა იყოს იზოლირებული; ის უნდა იყოს იზოლირებული. საეჭვო რეპუტაციის ნარკომანების პარტიები შემოვიდა დღეს ქვეყნის მართვაში, რა მთავრობაა ეს? რა უნდათ მათ მთავრობაში?! მოაწესრიგოს პრემიერ-მინისტრმა - ვინც დასაჯელია, ის უნდა დასაჯოს, სააკაშვილც უნდა გაუშვას აქედან, რაც შეიძლება შორს, რომ არ ჰქონდეს ოპოზიციას ბელადის სინდრომი. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ დაწყნარდება და კიდევ მინდა დააშოშმინონ მედიცინის მუშაკები. მათი პოზიცია ხალხის მიმართ არის არასწორი, იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, დააძალოს ადამიანს აცრა. წერა-კითხვა ვიცით და კარგად გვესმის, რა ხდება უცხოეთში. ეს ნაბაყოფლობითია. ასე რომ, აღიჭურვეთ ოპტიმიზმით, კეთილშობილებით, მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რომ მშვიდად გავიაროთ ახალ წლამდე საკმაოდ რთული პერიოდი.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინტერნეტში მოსახლეობა შოკირებულია...
სასწრაფოდ: ახლახანს გავრცელდა ამას არავინ ელოდა... უდიდესი სიურპრიზი და სიხარული მთელ საქართველოს
ამ წუთებში ვრცელდება ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი ვინ არიან მასზე თავდასხმელები (იხ.ვიდეო)
სასწრაფოდ! ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა