ყველას ნახვა

სასწრაფოდ! შოკისმომგვრელი განცხადებამიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

სასწრაფოდ! შოკისმომგვრელი განცხადებამიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი   იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ითხოვდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს საქართველო დაეტოვებინა.
„მეუბნებოდა, რომ ბადრი არის ძალიან საშიში, სულ იძახდა, რომ საშიშია. ითხოვდა, რომ ხლაპუშკა აუფეთქეთ ერთი-ორიო, მანქანის მარშრუტზეო, ან ჩაუდეთო მანქანის ქვეშო, რომ შეეშინდეს და წავიდეს ქვეყნიდანო. ადამიანი ამას რომ გეუბნება, მან აქვს კრიმინალის ფსიქოლოგია,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანიშვილი მის ზარებს უკვე აღარ პასუხობდა.
„მერაბიშვილის მეშვეობით გადმომცა, რომ მიშამ რაღაცაზე გამაბრაზაო, შარი მომდო. ამიტომ მე აღარ ვაპირებ მასთან საუბარსო. საუბარი იყო იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა... უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა ქვეყნიდან. როცა უკვე პოლიტიკური გააკეთა, უფრო ადრეც უნდა გაგვეშვა, ორი მიზეზის გამო - ჯერ ერთი, საერთოდ არ იხდიდა გადასახადებს და მეორე, ეს იყო კაცი, რომელიც იყო რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა შევარდნაძისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, ჰქონდა მიღებული არალეგალურად. მე არასდროს არ ვიყავი მომხრე ციხეში ჩასმის, ამიტომ ვიძახი, ქვეყნიდან უნდა გაგვეშვა. ის არის ძალიან დიდი საფრთხე. ამ მასშტაბის საფრთე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია, აიტანოს.
საქართველო მიდიოდა "ნატოსკენ". 2006 წელს პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. 
?იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მკითხა, ვინ არის არკადი პატარკაციშვილი, ჩემთან შეხვედრას ითხოვსო. 
?მე ვუთხარი, როგორც გინდა, ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მაგ შეხვედრიდან არ გამოვა-მეთქი. არ მიიღო.
პატარკაციშვილი მაინც ჩავიდა მინსკში და შემდეგ მიიღო ლუკაშენკომ. 
?მითხრა, რომ პუტინმა დაურეკა და უთხრა, რომ აუცილებელი იყო, პატარკაციშვილს შეხვედროდა. 
"ეფ ეს ბე"-ს 3 აგენტი შეხვდა პატარკაციშვილს და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, "ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო". 
?ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. 
?ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ იწყება ბადრი ?პატარკაციშვილის მიერ ორგანიზებული გამოსვლები. ?პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული (იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რუსეთი რა შუაშია). 
?"სუს"-ში უნდა ინახებოდეს "FBI"-ის წერილი. 
მათ 2007 წლის ოქტომბერში მოგვწერეს, რომ ერევანში ჩასული იყო რამდენიმე კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქციაც იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. 
?2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია. 
?საქართველოში ჩამოვიდა "ნატოს" გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოფ სხეფერი. 
?ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის ელჩი "ნატოში" და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. 
?ამ კონფერენციაზე პრაქტიკულად გადაწყდა საქართველოსთვის "მაპ"-ის მინიჭება. წავიდნენ 30 ოქტომბერს. 2 ნოემბერს დაიწყო დიდი გამოსვლები თბილისში. 
?მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმებზე იცოდა. 
?ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები. 
?პოლიციის რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. 
?ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო მაღალი. 
?ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაც გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული. 
?მართლაც იყო დიდი მიტინგი. მე ეს მივიღე, როგორც სიგნალი. 
?მოვიდა ბადრი პატარკაციშვილი და წარმოთქვა დიდი "სეფე სიტყვა". 
?ნათელი გახდა, რისთვის ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები, 7-ში დილით კი მაღვიძებენ და მეუბნებია, რომ შეტაკება მოხდა პოლიციასთან და ა.შ 
?ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ჩართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 
?მე ამ ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არავისთვის ინსტრუქციები არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას ისე, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი. 
?ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. 
?ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. სახლში მივედი მასთან. 
?ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. 
?ამის შემდეგ მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. 
?ეს გავაკეთე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან. 
?ეს გააკეთე იმისთვის, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები“.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე