ყველას ნახვა

ამ წუთებში ცნობილი ხდება გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება... მოსახლეობა შოკირებულია...

ამ წუთებში ცნობილი ხდება გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება... მოსახლეობა შოკირებულია...
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ენმ-ს შეთავაზებას. მათ სურთ, რომ იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, თავმჯდომარეებად საკუთარი წარმომადგენლები გაიყვანონ, ხოლო სხვა საკვანძო თანამდებობები „ბალანსის დაცვით” გადანაწილდეს „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის. ამის შესახებ „რეზონანსთან” პარტიის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
რამდენიმე მუნიციპალურ საკრებულოში თავმჯდორის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამის გამო მმართველ პარტიაში ლოკალურ კრიზისზე საუბრობენ და ტრაგედიად არ მიაჩნიათ, თუ ამ მინიციპალიტეტებში ახალი არჩევნები გახდება საჭირო.  ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უკვე მეორე სხდომაა რაც საკრებულოს წარმომადგენლებს ვერ ირჩევენ. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო.„რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.მისივე თქმით, ზოგიერთ საკრებულოში გახარიას პარტია ენმ-სთან თანამშრომლობს.
„ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა სუბარმა.

ამ საკრებულოებთან დაკავშირებით ენმ-ის პოზიცია პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის” შეთავაზება, რომ თავმჯდომარეებად მათი წარმომადგენლები აირჩიონ მისაღებია იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ექსპრემიერის პარტია სხვა საკვანძო თანამდებობებზე ენმ-ის წარმომადგენლებს დაუჭერს მხარს.ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი პარტია შეეცდება ბალანსის დაცვას და შესაბამისად, საკვანძო თანამდებობების ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის გადანაწილებას. გარდა ამისა, ორშაბათს მისი პარტია ახალ წინადადებას წარმოადგენს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუშლის საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველი პარტიის მიერ გადაბირებას.
„ჩვენ თავდაპირველად „ნაციონალურ მოძრაობასაც” და „ქართულ ოცნებასაც” შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარეებად მათი კანდიდატები წარედგინათ, მაგრამ ამ ორმა პარტიამ ეს ვერ შეძლო და ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ იმ მუნიციპალტეტებში, სადაც ჩვენ აგვირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები წარვადგინოთ.
„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოალიციას ვქმნით რომელიმე პარტიასთან. უბრალოდ ვცდილობთ კრიზისი ავირიდოთ და ცივილიზებული გადაწყვეტილება მივიღოთ, თორემ „ოცნება” უკვე არჩევნების გაუქმებაზე საუბრობს. ამით ჩვენს მთავარ პრინციპს – ბალანსს დავიცავთ. ასევე, სხვა პარტიების ინტერესებსაც, რის გამოც აგვირჩია მოსახლეობამ.
„ორშაბათისთვის ვგეგმავთ გავაკეთოთ განცხადება ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რადგან ე.წ. გადაბირების შესაძლებლობა არ იყოს საკრებულოებში თავმჯდომარის არჩევის დროს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
რეკლამა საიტზე