"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს:ის არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი).ამავდროულად, დღესაც, ის არის ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორი.
შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ.
ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები.

არქივიდან