ყველას ნახვა

(იხ. ექსკლუზიური კადრები) სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა?!

(იხ. ექსკლუზიური კადრები) სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო  შეხვედრა?!
ექსკლუზიური კადრები - პრეზიდენტის ესკორტი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, ვისთან მივიდა სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ?! 
"შაბათის ეთერმა" პრეზიდენტი ოლიგარქის სასახლისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკზე ზურაბიშვილი პარასკევს, 11:00 საათზე გადაიღო - ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, სალომე ზურაბიშვილი მარო მაყაშვილის ქუჩაზე ჩერდება და წავკისის წყლის ხეობაში, გზას ფეხით გაჰყვა. ეს სამ კილომეტრიანი გზა, ბერა ივანიშვილის ოფისთან გადის, შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გრძელდება და ბოტანიკურ ბაღში სრულდება.
კადრების მიხედვით, სალომე ზურაშვილი ახალ გზაზე სვლას ფეხით ორ პირად მცველთან და ძაღლთან ერთად განაგრძობს, თუმცა როგორც კი მუშაობა აეროგადაღების კამერამ დაიწყო, დაცვამ "ტვ პირველის" დრონის იძულებით დაშვება გადაწყვიტა. 

კადრში ჩანს, პრეზიდენტი, რომელიც სოლოლაკის ხეივნის მიმართულებით ეშვება, დაცვა ძალას იყენებს, რომ დრონმა გადაღება შეწყვიტოს. არადა, "შაბათის" გუნდი არ იღებს რაიმე სპეციალურ ობიექტს ან პრეზიდენტის სასახლეს, კამერაში ჩანს, მხოლოდ ბოტანიკურის პარკში გაჭრილი ახალი გზა.  პრეზიდენტის დაცვას მანამდე, მათ შორის სასახლის გადაღების დროსაც კი რომელიც სარეჟიმო ობიექტია, პრობლემა არ შეუქმნია. დაჟინებული მოთხოვნისა და ძალის გამოყენების შემდეგ, დრონი ეშვება და როგორც კი დაცვა რწმუნდება, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაადგილებას ვეღარ ვიღებთ, ტერიტორიას ტოვებს. 
იყო თუ არა ვინმესთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მისული სალომე ზურაბიშვილი 6 ოქტომბერს დილის 11 საათზე, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება "შაბათის ეთერს" არ გააჩნია.
გზა, რომელიც პრეზიდენტმა ფეხით გაიარა, ბოტანიკურ ბაღს უერთდება, თუმცა "შაბათის ეთერმა" ვერ ნახა ამ ბოტანიკური ბაღის ცენტრალური შესასვლელიდან გამოსული საქართველოს პრეზიდენტი? 
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ პრეზიდენტი სამ დღიანი სასამართლო ომიდან დაბრუნებულ მის წარმომადგენლებს, პარასკევს, თბილისში დაბრუნებისთანავე შეხვდა, თუმცა მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩიგოშვილი პრეზიდენტის სასახლეში არ მიუღია. ეს იყო საუბარი არაფორმალურ გარემოში სად საიდუმლოა. 

იურისტების ჯგუფმა, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა, სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ თუ სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუძლებელი იქნება იმის დამტკიცება რომ პრეზიდენტმა კანონი დაარღვია.
არის კონსტიტუცია და არის 49 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო საკითხებში. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და თუ სასამართლომ ამ ჩანაწერზე თვალი დახუჭა, გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილმა ტელეფონზე ზარიც მთავრობას უნდა შეუთანხმოს, რაც აბსურდულ  მდგომარეობას ქმნის. 
პრეზიდენტი ოლიგარქის სასახლისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკზე მინიშნებები სალომე ზურაბიშვილისგან ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი...

[media=]
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე